კვირადღის ფლანგი რაიყოდა პოსტი
დენიზ ბუიენო – ბრაზილიელი მოდელი სან პაოლოდან, რომელსაც მსაჯის ლიცენზია აქვს.
მისი ლიცენზია ყველაზე დაბალი კატეგორიისაა და მხოლოდ გვერდითა ხაზის (დამხმარე) არბიტრის მოვალეობის შესრულების ნებას რთავს ბრაზილიის სამოყვარულო ლიგაში.
ქართველი უფროსი ასაკის გულშემატკივართაგან გამიგონია, მაყურებელი მიხეილ მესხს დაყვებოდა ფლანგიდან-ფლანგზეო. ჯერ იმ სექტორში სხდებოდნენ, რომელ მხარესაც მიშა თამაშობდა, მეორე ტაიმში კი, როდესაც გუნდები მოედანს ცვლიან, საპირისპირო ტრიბუნებზე გადადიოდნენ ხოლმეო.
ალბათ, დენიზის ფლანგზეც წყვეტაა. და “გადამყიდველებთან” კი მისი სექტორის ბილეთები – ოთუსბირი.
ნეტა, რომ კითხო გულშემატკივარს, თამაში როგორ დამთავრდა, რა ანგარიშით, გოლი ვინ გაიტანაო – რამდენი გაიხსენებს?
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___