სან მარკოს მოედანთან ერთ-ერთ რესტორანში ოთხ იაპონელ ტურისტს 1’143 ევრო უანგარიშეს. ბევრი არაფერი მიურთმევიათ, ყოველ შემთხვევაში საათასევროდ – არაფერი, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესიაო – უთხრეს. არც ჩეკი მიუციათ – რაღაც ქაღალდი ამოუბეჭდეს, არც თავი ჰქონდა, არც ბოლო. ტურისტებს მატარებელზე აგვიანდებოდათ და ჩხუბსა და აყალ-მაყალს მოერიდნენ. მაგრამ ჩანს, პირველი შემთხვევა არ იყო და კარგად იცოდნენ რა ექნათ: ბოლონიაში დაბრუნდნენ თუ არა, პოლიციას მიმართეს და დასტურად საბანკო ამონაწერი წარუდგინეს.
ქალაქის მერი ლუიჯი ბრუნარო ინციდენტს თვითერით გამოეხმაურა და გამოძიების პირობა დადო.
გამოძიება ჩატარდა და რესტორანი Osteria de Luca ამ და სხვა დარღვევებისთვის 20’000 ევროთი დააჯარიმეს. იაპონელ ტურისტებს კი ვენეციის სასტუმროთა ასოციაციამ უფასო სამდღიანი ტური შესთავაზა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით.
ამიტომ ვამბობ – ყოველთვის და ყველგან გადაიხადეთ საბანკო ბარათით.
არ ვიცი, ეს ჯარიმა უშველის თუ არა, მაგრამ Osteria de Luca ადრეც იყო შემჩნეული მამაძაღლობებში და თრიფედვაიზორზე 83% უარყოფითი შეფასება აქვს (ასეთ რესტორანს რომ არ მიადგე, ვენეციაში რესტორნები დაილია? – კია ლოგიკური კითხვა).
თუმცა, მსგავსი შემთხვევები ვენეციაში ხშირი ყოფილა. 110 ევრო პასტაში. 300 ევრო ლობსტერსა და ხამანწკებში. 25 ევრო სანპელეგრინოში, 30 ევრო ესპრესოში…
მგონი “სიკვდილი ვენეციაში” თომას მანს სწორედ ასეთი ვენეციური ვახშმის შემდეგ შემოეწერა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Venice restaurant that hit tourists with £1,000 bill faces £17,000 fines
P.S.
ტაქსისტი შემხვდა ერთხელ ენაწყლიანი. თან ცოტა შორი გზა გვქონდა და ბევრის მოყოლა მოასწრო. 🙂 ამასწინებზე ტურისტები მეჯდნენო (ვიცი, რომ მესხდნენაა, ტაქსისტმაც იცოდა, მაგრამ რომელი ამბობთ, ერთი “მესხდნენ”-ს) ჰოდა ათი ლარი რომ ვუთხარიო (კარგი ლარის დრო იყო) იმათ 5-ზე მეტი არ ღირს ეს გზა ვიცითო… მომცეს 5 ლარი და წავიდნენო… კიო, აი შენ 3-ს გეტყოდიო, მაგრამ ტურისტი რომ ხარ. სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, ხომ იცი, რომ ფული უნდა დახარჯო და რას ჟმოტობო, ეგ რა ტურიზმიაო…
მე ვკითხე, აი შენ რომ მიდიხარ სადმე ტურისტად, იმიტომ მიდიხარ, რომ ვინმე ადგილობრივმა დაგაგოიმოს და გაგწეწოს-მეთქი? (ოღონდ – ზრდილობიანი ლექსიკით). ვიცოდი, მეტყოდა, მე სად დავდივარ, არ მაქვს საშუალება და მაგათაც თუ ფული არ აქვთ სახლში დაეტიონ, რას დაეთრევიანო (ასეთი ლექსიკით). მითხრა კიდეც. 🙂
ვენეციელებიც ასე ფიქრობენ, ალბათ. 🙂
ისეკი, ყველაფერი ფარდობითია. განწყობაა მთავარი. სადმე რომ მივდივარ, ბიუჯეტს წინასწარ ვადგენ. და თუ ქალაქი იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე ველოდი – დაგეგმილზე მეტი ფული მეხარჯება.
ტაქსისტი პატრიოტი იყო და ფიქრობდა, რომ თბილისი ასეთ მოწონებად ქალაქებშია.
ვენეციელები კიდევ უფრო დიდი პატრიოტები ყოფილან.
კარგია რომ უჩივლეს, მაგრამ 20’000 ევრო კი არა, სულ უნდა დაეხურათ. თან თუ პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
ეს კითხვა მეც გამიჩნდა 🙂
არ ვიცი, ეს ჯარიმა უშველის თუ არა, მაგრამ Osteria de Luca ადრეც იყო შემჩნეული მამაძაღლობებში და თრიფედვაიზორზე 83% უარყოფითი შეფასება აქვს (ასეთ რესტორანს რომ არ მიადგე, ვენეციაში რესტორნები დაილია? – კია ლოგიკური კითხვა).
LikeLiked by 1 person
შენ არ გაუშვა შანსი, იტალიას თავს რომ არ დაესხა 😦
LikeLike