#YouToo, Aziz?!! ერთი სექსის ისტორია

შაბათის პოსტი

აზიზ ანსარი ვინაა, არ ვიცი. “ემისა” და “ოქროს გლობუსის” მფლობელია, პოპულარული მსახიობია, მაგრამ მის ფილმებს ვერ ვიხსენებ და რაკი აქამდე ვერ გადავეყარეთ ერთმანეთს, ახლა თუ ეკრანიდან გაქრება, დიდად არ დამაკლდება. ქეივინ სფეისისა და, მითუფრო, ვუდი ალენისგან განსხვავებით. მაგრამ სწორედ აზიზ ანსარის ისტორია აჩვენებს, თუ რა აბსურდამდე შეიძლება მივიდეს ზოგის ხელში ეს #მეცასევე კამპანია.

გრეისი 22 წლის ფოტოგრაფია. ანსარი “ემის” ავთერფართიზე გაიცნო. თავად გამოემცნაურა – ამ ციფრულ ეპოქაში მსახიობის ძველმა ფირიანმა ფოტოაპარატმა მოხიბლა. მივიდა და გამოელაპარაკა. ბოლოს ტელეფონის ნომერიც მისცა – საკუთარი ხელით აუკრიფა სმართში.

გამოხდა ერთი კვირა და აზიზ ანსარიმ დაურეკა. არ მგონია, გაკვირვებოდა – როცა ვინმეს ტელეფონის ნომერს აძლევ, ერთ დღესაც იქნება და დაგირეკავს. მითუფრო რომ მანამ უმესიჯიათ ბევრი.

მსახიობმა შინ მიიპატიჟა, გრეისმა მიწვევა მიიღო. დალიეს ღვინო, იმასლაათეს. ანსარიმ სავახშმოდ დაპატიჟა რესტორანში. ვახშმობის შემდეგ კი კვლავ ბინაში მიბრუნება შესთავაზა. გოგონა დათანხმდა.

სტოპ!

შინ მიპატიჟება მხოლოდ შინ მიპატიჟებაა. არც ვახშამი ნიშნავს რამეს, ვახშმის გარდა, მაგრამ ამის შემდეგ რომ ბინაში გიხმობენ ისევ, ერთი კი უნდა დაფიქრდე, რა ვერ გაძღა შენთან საუბრით, მითუმეტეს, რომ, როგორც თავად გრეისის მონაყოლიდან ვიგებთ, დიდი ენაწყლიანობით მამაკაცი არ გამოირჩეოდა, მე ვლაპარაკობდი მეტწილადო, – წერს.

((ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ძველი ნაცნობების ამბავი კიარა, ორი პრაქტიკულად უცნობი ადამიანის ისტორიაა, მეორედ რომ ხვდებიან ერთმანეთს))

კვლავ მის მანჰეთენურ აპარტამენტებში აღმოვჩნდით თუარა, მამაკაცი მებრდღვნა, კოცნა დამიწყო და ტანზე გახდაო, – ყვება გრეისი, – მე ვეუბნებოდი, შეჩერდი, ნუ ჩქარობ, ის კი მკოცნიდა ყველგან და ორალური სექსიც გვქონდაო, ლიტერატურულ ენაზე რომ კუნილინგუსად იწოდება. ფეხზე მდგარი, ხალიჩაზე, ასე, ისე… ნახევარი საათის განმავლობაში ანსარი აქტიურობდა და მთელი მისი ეროტიკული არსენალი დაახარჯა, მხოლოდ ტრადიციული, ვაგინალური სექსი არ ჰქონიათ. გრეისი წერს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არაკომფორტულად გრძნობდა თავს. ხელი გაწია (პენისიდან), ტუჩები გააშეშა (კოცნისას) და გახევდა, მაგრამ მამაკაცს მისი არ ესმოდა ან არ სურდა გაეგო. მხოლოდ პირდაპირ როცა უთხრა, ნუ ძალადობ, არ მსურს შენზე წარმოდგენა წამიხდესო. აზიზ ანსარი შეჩერდა და თავი დაანება.

მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. ამის შემდეგ გრეისმა მსახიობის ბინის დათვალიერება დაიწყო. როგორც ტექსტიდან ჩანს, ტანთ არ ჩაუცვია, ისე. საძილე ოთახში მსახიობმა გაგრძელება შესთავაზა და მინეტის გაკეთება სთხოვა. გრეისმა უარი უთხრა. გამოვიდა საძილედან და ჩაიცვა ტანზე.

მაგრამ არც აქ მთავრდება მათი ამბავი. ანსარიმ ფილმს ვუყუროთო და გრეისი ახლა ფილმის საყურებლად დარჩა მასთან. ფილმის ცქერისას მამაკაცმა კვლავ მიიზიდა და სცადა ეკოცნა, ამჯერად გრეისი წამოდგა, ტაქსი გამოიძახა და წავიდა. დამშვიდობებისას ერთი კოცნა მსახიობმა კიდევ გააყოლა.

მეორე დღეს მესიჯები გაცვალეს. გოგონამ მიწერა რომ არაკომფორტულად გრძნობდა თავს და ეს ყველაზე საშინელი ღამე იყო მის ცხოვრებაში. მოგვიანებით დიდი პოსტიც გამოაქვეყნა ბლოგზე, სადაც უხვადაა შეფასებები: “უხერხული”, “საზარელი”, ”აგრესიული”, “ძალადობრივი”.

აზიზ ანსარი ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ მისი შთაბეჭდილებით საღამომ კარგად ჩაიარა და პარტნიორის განსხვავებული შეფასება სამწუხარო მოულოდნელობაა მისთვის და გულთან მიაქვს. ამასთან, რჩება #MeToo მოძრაობის გულშემატკივრად და მხარდამჭერად.

არ მსურს, ისე გამიგოს ვინმემ, თითქოს ქალს ვადანაშაულებ, რომ მეტი წინააღმდეგობა უნდა გაეწია – მსხვერპლის დადანაშაულება ყველაზე დიდი უსინდისობა და ნაძირლობაა, მაგრამ ამ კონკრეტულ ისტორიაში დამნაშავე და მსხვერპლი ვინაა, არც ისეთი აშკარაა. იმჰო.

ისევ გავიმეორებ – ეს ამბავი ორ პრაქტიკულად უცნობ ადამიანს შორის მოხდა, როდესაც სიგნალების გაშიფვრა არც ისე იოლია, მითუმეტეს, როცა ეს სიგნალებიც არ არის მკაფიო, წინააღმდეგობრივია და დამაბნეველი.

ეს ერთია და, ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი #მეცასევე ისტორიაა.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ბრალდება, რომელიც დილან ფეროუმ ვუდი ალენს წაუყენა, საზარელია. გასაგებია იმ მსახიობთა რეაქცია, ვინც ამბობს, რომ აღარასდროს ითანამშრომლებს ალენთან… გასაგები იქნებოდა, რომარა ერთი ფაქტი – ეს ბრალდებები ძველია, ჯერკიდევ 1992 წელს ოფიციალური გამოძიებაც ჩატარდა და ბრალი არ დამტკიცდა. ვუდი ალენი იურიდიულად გამართლებულია და ახლა იგივე ბრალდებით მისი რეპუტაციული მკვლელობის მცდელობა, იმის დასტურია, რა საშიში იარაღია სოციალური მედია ზოგიერთების ხელში. და ტრადიციული მედიაც – არანაკლები

P.P.S.

წინა შაბათის პოსტში ყველამ ვერ გამიგო. ეს პოსტი იმ წინას დამატებად და განმარტებად იყოს.

I went on a date with Aziz Ansari. It turned into the worst night of my life

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: