ქალი – შტურვალთან!

შაბათს “პეგასუსის ავიახაზების” თვითმფრინავი ტრაბზონში დაჯდომისას ზოლიდან გადავიდა და კინაღამ ზღვაში ჩავარდა. არ იფიქროთ, რომ ეს პოსტი მაგ ამბავზეა. სულაც არა. უბრალოდ, HDN-ის თვითი მომეწონა ქალ-პილოტებზე. თან, რა-რა და სექსისტური ოხუნჯობა თემაზე ქალი-საჭესთან უცხოა ჩემთვის. არ მგონია, იყოს დედამიწაზე ქალი, კაცი ან თოლია, რომელიც ჩემზე უნიჭო იყოს საჭესთან. ასე რომ, ქალ-მძღოლზე ხუმრობა ჩემეული ხუმრობა არაა.

პილოტები კი მართლა ლამაზები ყოფილან.

თურქეთშიც და სხვაგანაც.

არც ესერ აქსან ერდოღანი, არც პინარ აქთუღი იმ თვითმფრინავს არ მართავდნენ, თუმცა, ორივე Pegasus Airlines-ის პილოტია.

Eser Aksan ErdoganPinar Aktug

AtlasGlobal-ის შტურვალს უზის იაღმურ იილმაზ სარიოღლუ. სარიშვილია ქართულად. Smile

Yagmur Yilmaz Sarioglu 2Yagmur Yilmaz Sarioglu

ყველაზე მეტჯერ, “თურქიშით” მიფრენია. მათ, თურმე, ისეთი ლამაზი პილოტები ჰყავთ, როგორც ებრუ უნსალია.

Ebru UnsalEbru Unsal 2

აშკიმ პელინი OnuAir-ის პილოტია.

Askım Pelin

ეზე ქოქმაზი AirCule-ის თვითმფრინავს მართავს.
და ავტომობილზეც კი თვითმფრინავი აქვს მიმაგრებული – ყველამ იცოდეს, ვინ არის საჭესთან.

Ece KorkmazEce Korkmaz 1

სემინ ოზთურქი აკრობატია, მაგრამ პირუეტებს ბატუტზე კიარა ცაში კრავს – “მკვდარი მარყუჟი” თუ როგორცაა. კამარა და მისი ჯანი.

watermarked-Semin Ozturkwatermarked-Semin Ozturk 1

შვედი პილოტები მარია ფაგერშტორმი და მარია პეტერსენი “ორ მარიად” არიან ცნობილნი. ერთი კანარის კუნძულებზე კომერციულ ავია-ტაქსის მართავს, მეორე “რაინეარში” მუშაობდა დღეს ისიც კერძო ფრენებითაა დაკავებული. თუ ბევრი ფული გაქვთ – უკეთეს პილოტებს ვერც ინატრებთ. არც ეწევიან, არც რუსული შანსონით გაგაყრუებენ, არც ცხოვრებაზე წუწუნით გამოგიჭედავენ ყურს… ანკი რა აქვთ საწუწუნო.

Maria and Maria

ბელგიელი კიმბერლი Blue Air-ის მფრინავია. იმედია, ფრენისას არ იღებს სელფებს, მხოლოდ – ტრენაჟორზე.

Kimberly 1Kimberly

RainAir-ის შემოსვლას კარგა ხანია ქართველები ველოდებით, მაგრამ – არ ჩანს. ამ ავიაკომპანიის პილოტები არიან ჰოლანდიელები – მიშელ გურისი და ევა კლერ მარსელი.

Michelle Gooris 1Michelle Gooris

Eva Claire

ახლა, უფრო ჟინიანად დაველოდებით. Smile 

ქალი-პილოტი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაშიც გვყავს. ჯერ მხოლოდ ერთია – ნადია ბენკლიანი.

3784djuei

მაგრამ მის მაგალითზე დაფრთიანდებიან სხვებიც და მეტი გვეყოლება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ევროპგარეთაც ბევრი ლამაზი პილოტი ქალია. მათზე – სხვა დროს.

მაგრამ ერთ ამბავი მოვიტოვე სახალისოდ – ორიოდ წლის წინ რუსებმა გაავრცელეს ისტორია, თუ როგორ ანადგურებს ISIS-ის ბაზებს სირიაში რუსი პილოტი-ქალი კაპიტანი ბალისლავა. ააწრიალეს სოციალური ქსელები… ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფოტოზე, რომელსაც აფრიალებდნენ არც რუსი იყო და არც პილოტი – ბრაზილიელი მოდელი ანა ჰიკმანი იყო.

Ana Hickmann

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ქალი – შტურვალთან!”

  1. ქალ პილოტის ხელფასი უფრო დაბალი იქნება, ამიტომ ყავს რაინეირს ბევრი ქალი პილოტი. 🙂 ვიზეირსაც ეყოლება ქალი პილოტები.

    აირზენას არ გვყავს პილოტი ქალები?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: