შაბათის პოსტი
ჰარასმენთი ამერიკაში ყოველთვის თემა იყო. ადრეც დანგრევიათ მის გამო კარიერა, უფრო მეტს – ოჯახი და კიდევ მეტს კომპენსაციის გადახდა მოუხდა. რაც დღეს აგორდა, ასეთი არასდროს იყო, მაგრამ აქამდეც გარეკილი ჰქონდა ბევრს.
ერთი ამბავი გამახსენდა.
ამერიკაში წასვლამდე კარგი “ლიკბეზიც” გავიარე. რომ ორივე სქესი თანასწორია, ამიტომ არ არის საჭირო ქალს დაუთმო ადგილი. კარი გაუღო და გაატარო. შეიძლება ეწყინოს და დამცირებად მიიღოს. სანამ კომპლიმენტს ეტყვი, ვინმეს კარგად უნდა დაფიქრდე. ყურადღების გამოჩენა ხომ საერთოდ საშიშია და შეიძლება ცუდად დამთავრდეს. თუ ქალი გეუბნება “არა”-ს ეს არის მართლაც “არა” და არა შეფუთული “კი” (ეს, სხვათა შორის, კარგია – ყველა ქალი რომ ყოველთვის ასე გულწრფელი იყოს, ბევრს ჰარასმენთს ააცილებდა). თუ სავახშმოდ მიდიხართ, ყველა თავის წილს იხდის, სქესის მიუხედავად, თუ სხვა რამ არ არის მკაფიოდ შეთანხმებული (ესეც არ არის ცუდი) 🙂
ვარ პაბში, ვწრუპავთ სასმელს და ვთამაშობთ ბილიარდს (ამერიკულ პულს). მე, ჩემი ჰოსთი და მისი დაქალი. გვერდით მაგიდასთან წყვილია – ქალები. ამერიკელები. თამაშობენ. მაგიდებს შორის კი საკიდია და გრძელი თარო ჭიქების/ბოთლების დასადებად. და კიის სამაგრი. წავაგე, გამოვვარდი და დავჯექი იქვე. ერთი გვერდითა წყვილიდან მოვიდა, არ მახსოვს ახლა, რას სვამდნენ – ჭიქა აიღო მოსვა და უკან რომ შეტრიალდა მაგიდისკენ, საკიდს გამოედო და თავისი ქურქი ჩამოაგდო.
ინსტიქტურად წამოვხტი, დავიხარე, ვტაცე ქურქს ხელი და მივაწოდე… თან გამიელვა – ახლა მეტყვის შენ ვინ ოხერი ხარ, აქ ყველა თანასწორი ვართ, მე რა ვერ ავიღებდიო და რამე… შეიძლება, ერთი იანკური ალიყურიც მითავაზოს მეთქი… მაგრამ – არა. გამიღიმა და მადლობაო.
Catherine Deneuve calls out #MeToo movement, says men should be ‘free to hit on’ women
რა თქმა უნდა, არც მე ვიყავი ვაინშტაინი და არც ის იყო მერილ სთრიფი, არც ტრაკზე წამომირტყამს ხელი, მაგრამ ამ ახალმა “შაოსნებმა” ასე თუ გააგრძელეს, ემანდ ფლირტის დეკრიმინალიზაციაზე არ მოგვიწიოს ჩალიჩი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___