ბრიუგეში

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ჰარი: რაო? მის გემოვნებაში არ ჯდებაო?? ეს ზღაპრული ქალაქია! როგორ შეიძლება, ზღაპრული ქალაქი ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? როგორ შეიძლება, ეს არხები და ხიდები და ქუჩები ქვაფენილით და ეს ეკლესიები… ეს ზღაპრული სილამაზე ვინმეს დედამოტყმულ გემოვნებაში არ ჯდებოდეს??
ქენი: მე ვფიქრობ… იმის თქმა მინდოდა…
ჰარი: გედები დაცურავენ?
ქენი: კი… გედები აქ არიან… დაცურავენ…
ჰარი: როგორ შეიძლება, გედები ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? სულ გამოყლევდით??
მართინ მაქდონაჰი. “ბრიუგეში”.

პირველად რომ თქვეს, საქართველოს მოქალაქეებს მალე ვიზები უნდა გაგვიუქმონო, ეს “მალე” არ მჯეროდა, მაგრამ კი ჩავუთქვი – ამ უვიზოს იმ ევროპულ ქალაქში აღვნიშნავ, ჯერ რომ არ ვყოფილვარ-მეთქი. არჩევანი ბრიუგეზე გადავწყვიტე.

Belfort (4)

მადლობა მართინ მაქდონაჰს – მისი ფილმი რომარა, ბრიუგეში წასვლა, ეგებ, აზრადაც არ მომსვლოდა. ახლა რომ ვთქვა, მსგავსი სილამაზის ქალაქში არასდროს ვყოფილვარ-თქო, ეს ფრაზა არაფერს გეტყვით – უნდა ჩამოვთვალო, სად ვყოფილვარ და რას ვადარებ და სად არ ვყოფილვარ და რას ვერ ვადარებ… მაგრამ მსგავსი სილამაზის ქალაქში მართლა არასდროს ვყოფილვარ.

ინტერნეტის ტურისტული საიტები და ფორუმები სავსეა რეკომენდაციებით: ერთდღიანი ტური ბრიუგეში. ბულშით!!! კარგია, რომ არ ვენდე მათ და ვენდე ჩემ მეგობარ ბლოგერ თაა-ს, ვინც ბრიუგეში ნამყოფი იყო და მირჩია – ორი დღე ამეღო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი პაწაწინაა, იქ ერთი დღე იგივეა, რაც

ეს ქალაქი იმდენად ლამაზია, რომ სწრაფად სიარული შეუძლებელია. ყოველ ნაბიჯზე ჩერდები და ათვალიერებ. ხშირად ხდება, რაღაცის სანახავად მიდიხარ – ეგერაა ყურისძირში, მაგრამ გზად იმდენ ლამაზ შენობას ნახავ, იმდენი ხედია, იმდენი ხიდი ან შესახვევი, რომ შეუხვევ და მერე კიდევ შეუხვევ და კარგი ფოტოკადრის დევნაში თუ უბრალოდ თვალის გასახარად სადღაც, ქალაქის მეორე ბოლოში აღმოჩნდები. Smile კარგი ისაა, რომ ეს მეორე ბოლოც არაა შორს. Smile

  • სტამბოლის ციკლის შემდეგ გადავწყვიტე, სითიგაიდი აღარ დამეწერა. იმ პოსტებმა შემიწირა. Smile ერთ პოსტს ვგეგმავდი და შვიდში ძლივს ჩავატიე. ამიტომ, ვინც ამ პოსტიდან რამე პრაქტიკულ რჩევებს ელის – ჯობს დრო არ დაკარგოს. ჰო, ვიცი – ეს აბზაცი თავში უნდა დამეწერა. Smile თუმცა, ერთი-ორი რჩევა იქნება მაინც.

ბრიუსელიდან ბრიუგემდე მატარებელი ერთ საათში ჩადის. ბილეთის ყიდვა თბილისიდან ონლაინ შეიძლება ბელგიის რკინიგზის საიტზე. ირჩევ სადგურს (ბრიუსელში ის რამდენიმეა, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში) თარიღს, ვაგონის კლასს და საბანკო ბარათს უთითებ. შტრიხ-კოდი მოგდის მეილზე (კიდევ უფრო მოსახერხებელია, თუ SNCB აპსაც გადმოქაჩავ სმართფონში). პოსტს ბრიუგეშიო კი ქვია, მაგრამ ბრიუსელსა და ბრიუგეს შორის კიდევ ერთი ლამაზი ქალაქია – გენტი. თუ დრო გექნა, არ გამოტოვო. მე ასე მოვიქეცი და არ ვინანე. გენტის ბილეთებიც საიტიდან შევიძნე.

  • გირჩევ, ჯერ მოინახულო გენტი და შემდეგ მოინახულო ბრიუგე! სხვა შემთხვევაში გენტისგან ის შთაბეჭდილება ვერ იქნება – ბრიუგე გადაფარავს. ყველაზე მოხერხებულია – ბრიუსელიდან ჩახვიდე გენტში დილით ადრე და გვიან ღამით (ან მეორე დილით) განაგრძო გზა ბრიუგესკენ… მე გენტიდან უკან მოვბრუნდი ბრიუსელში და ორი დღის შემდეგ ბრიუგეში წავედი, მაგრამ უფრო იაფი და ოპტიმალურია, რაც ზემოთ დავწერე.
  • გენტსა და ბრიუგეში ბრიუსელიდან მიმავალ მატარებელს აწერია Knokke Blankenberge. არც ბრიუგე, არც გენტი. Smile სადგურის ტაბლოზეც ბაქნის ნომერი ამ Knokke Blankenberge-თი უნდა მოძებნო. თუ SNCB აპი გაქვს, ბაქნის ნომერსა და გამგზავრების დროსაც (ხდება ხოლმე – იგვიანებს) შეგატყობინებს.

ცხადია, მატარებლის ბილეთის ყიდვა ძველებურად, ბრიუსელის სადგურშიც შეიძლება. ვინც ტექნოლოგიებს არ ენდობა. Smile ეგკიარა, ისეთებიც ვნახე, ვისაც ბილეთი ონლაინ ჰქონდა შეძენილი და შტრიხკოდი და კიდევ ათასი სხვა ფურცელი ამოპრინტერებული. Smile მაგრამ ამათზე უცნაური ის ხალხია, ვინც ქალაქში ზეწარივით გაშლილი რუკებით დადის. დადის რა – დგას და უაზროდ აცეცებს თვალებს. მინდა ხოლმე, მივიდე და ონლაინ მეფზე ვუჩვენო, რა ქუჩაზე დგანან… Smile არა, არ ვაკეთებ ამას.

ვაგონში ადგილები დანომრილი არაა, მაგრამ ფეხზე არ დარჩები. Smile ბილეთი ძვირი არ არის, მაგრამ თუ უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებ – ავტობუსიც დადის. GoEuro-ში ყველა შესაძლო ვარიანტის ნახვა შეიძლება… ზოგადად ფასებზე და სამოგზაურო თანხებზე ქვემოთ დავწერ.Ghent (19)

თუ მენდე და ორივე ქალაქის ნახვა დააპირე, გენტისთვის ერთი დღე აიღე და ბრიუგესთვის – ორი. მუნიციპალური ტრანსპორტი (თითქმის) არ დაგჭირდება. მე არ დამჭირვებია. ორივე ქალაქი პატარაა და კომპაქტური. გარდა ამისა, იმდენად ლამაზია, რომ ფეხით სიარულისთვისაა შექმნილი. თან ბევრი ძალიან ვიწრო ქუჩაა… შეიძლება ველოსიპედის ქირაობაც. Smile თუმცა, ვინც დაიღალა და ველოსიპედთან არ მეგობრობს – ტრამვაის და ავტობუსის (ბრიუგეში) ან ავტობუსის (გენტში) ბილეთი ყველა გაჩერებაზე იყიდება (ავტომატები დგას და საბანკო ბარათსაც იღებს). მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიის de Lijn ოფისებიც შეგხვდება, მათ შორის – სადგურშიც. გენტში დილით ადრე ჩავედი და გვიან ღამით ბრიუსელში დავბრუნდი, ამიტომ ბარგი არ მქონია და სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე ფეხით გავისეირნე. ბრიუგეში ზურგჩანთა მქონდა და სადგურიდან ტრამვაით ვისარგებლე. ბილეთი 3 ევრო ღირდა და ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერაც გნებავს, იმდენჯერ გამოიყენებ, თუმცა, აღარ დამჭირვებია. Smile

Sint-Pieters (4)

ბრიუსელის აეროპორტიდან (უკუღმა გამომდის ახლა – ბრიუსელით უნდა დამეწყო, მაგრამ პოსტს ხომ “ბრიუგეში” ქვია) ქალაქში შეგიძლია გაყვე მატარებელს, de Lijn-ის ავტობუსებს და ბრიუსელის საქალაქო ავტობუსის საგანგებო აეროპორტის ხაზს No12 და 21. ეს ბილეთი 4.5 ევრო ღირს, 1 საათის განმავლობაშია ძალაში და ტრამვაი/მეტროს ტრანსფერის უფლებას გაძლევს. იქვე, აეროპორტის გაჩერებაზეა ავტომატი (GO vending machine). საბანკო ბარათებს იღებს.

ბრიუსელს ჩვენებური მეტრომანის მსგავსი ბარათიც აქვს. 5 ევრო ღირს და შეგიძლია მგზავრობის რამდენიმე ტარიფი გააქტიურო – დეიფასი, 10 მგზავრობა და ა.შ. ყველას, ცხადია, თავის ფასი აქვს. 10 მგზავრობის საფასური 11.2 ევროა. ბრიუსელი ვითომ დიდი ქალაქია, მაგრამ ღირშესანიშნაობების დიდი ნაწილი ახლო-ახლოა. მუნიციპალური ტრანსპორტით კი ვსარგებლობდი, მაგრამ არც იმდენჯერ. ერთი ატომიუმია ჯანდაბაში – მეტროს გარეშე ვერ მიაღწევ.

  • ბრიუსელში მესამედ ვიყავი. მართალია, იმ ორჯერ სულ თითიო-თითო დღემ მომიწია, მაგრამ ერთ დღეშიც შეიძლება რაღაცების მოსწრება, როგორც თამარამ მოასწრო. ქალაქი ასე თუ ისე ვიცოდი. დრო ამჯერად საკმაოდ მქონდა (9 დღე). მაგრამ თუ ფაცი-ფუცში ხართ და ფეხით სიარული გიჭირთ – ტრანსპორტი უფრო ხშირად დაგჭირდებათ.

გზის დაკარგვა შეუძლებელია. ერთი რომ, ონლაინ რუკა უნდა გქონდეს. მეორე – ინგლისურად ლაპარაკობს ყველა. მესამე – გულისხმიერი ხალხია… სხვათა შორის, ის ბელგიელები, რომლებიც ვალონები არიან, უფრო კეთილგანწყობილნი არიან უცხოების მიმართ, ვიდრე ისინი, ვინც – ფლამანდიელები. ვიცი ახლა ისევ ფრანკოფილიაში დამდებენ ბრალს, მაგრამ “პარდონ” უფრო ხშირად გესმის, ვიდრე ისა… რაღაცნაირად როა, ჰოლანდიურად. Smile მაგიერ, იმ ბელგიელებში, რომლებიც ფლამანდიელები არიან, უფრო მეტი ლამაზი ქალია, ვიდრე იმათში, რომლებიც ვალონები არიან. Smile

სტამბოლის პოსტებში ვახსენე მუზეუმის ბარათი, ასეთი არის ბრიუსელშიც (ბრიუგეშიც არის და ბევრ სხვა ევროპულ ქალაქშიც). CityCard არის მუზეუმის ბარათიცა და სატრანსპორტო ბარათიც, იმის მიხედვით, რა ტარიფს აირჩევ. მე 72 საათიანი მუზეუმფასი გავააქტიურე და ტრანსპორტის ბარათი – არა. 39 ევრო გადავიხადე. თუ ორი-სამი მუზეუმის მონახულებას გეგმავ – ბარათი ძვირია და ბილეთების ყიდვა ჯობს. თუ ათის – მომგებიანია (ათს სიტყვაზე ვამბობ, Smile უნდა აიღო და დათვალო). ბარათიც ამ საიტზეა და მუზეუმების ჩამონათვალიც.

მთლიანობაში რა ჯდება ეს სიამოვნება?
ბევრი საიტია ფასების კალკულატორით. მაგალითად – Numbeo ან Cost of Living. საკმაოდ კარგად თვლის. ამ ბლოგითაც შეიძლება, ისარგებლო.

ვრცელი ტექსტების და რეკომენდაციების წაკითხვა მეზარება ხოლმე. Smile ამიტომ კალკულატორით მირჩევნია სარგებლობა. თან, რეკომენდაცია ხომ ძალიან სუბიექტურია და სხვა სხვის მოგზაურობაში – ბრძენი. სკანდინავია, მაგალითად, უფრო ძვირია, მაგრამ იქ ნაკლები დამხარჯვია, ვიდრე საფრანგეთში ან – ბელგიაში. როგორ გინდა ბელგიაში ფულის დაზოგვა, როცა ყოველ ნაბიჯზეChoco

ვისთვის-როგორ, მაგრამ ჩემთვის გასტრონომია ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორც არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა ან ისტორიული სიძველეები. და სადაც კულინარია შედევრულია, იქ… მარტივად რომ ვთქვა – მაგრიტი და ვაფლი შოკოლადით ტოლსწორი ფასეულობაა. ისევე როგორც – ეკლერი და მონა ლიზა. Smile

ირგვლივ ცომის, თაფლისა და კარაქის არომატი ტრიალებდა.
– აბა, ცხელი ვაფლი, თქვენ თვალწინ გამომცხვარი. იჩქარეთ, ყველას არ ეყოფა! – გაჰყვიროდა მეთორნე და ღია ცის ქვეშ აგიზგიზებულ ღუმელთან ტრიალებდა. ათი თვალი და ხელი გამოება – ყველაფერს ასწრებდა: ვაფლი ღუმელიდან დახლზე უნდა გადმოეღო, ფული დაეთვალა, ხურდა დაებრუნებინა და კიდევ ქუჩაში მოწანწალე ბავშვებს უცქერდა, რომ არაფერი აეწაპნათ.
მორის დრიუონი. “დაწყევლილი მეფეები”, თ.3

აქვე ორიოდ სიტყვა მსოფლიოში უგემრიელეს შოკოლადზე
ბელგია მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს აწარმოებს და არაჩვეულებრივ ლუდს, მაგრამ შოკოლადზე შვეიცარია უფრო ხშირად ახსენდებათ ხოლმე და ლუდზე – გერმანია ან ჩეხეთი. დიდი უსამართლობაა. უსამართლობაა ისიც, რომ ჟორჟ სიმენონი ფრანგი ჰგონია ბევრს… მეც ლიეჟში რომ მოვხვდი პირველად, მაშინ გავიგე სარეკლამო ბროშურიდან, რომ თურმე ამ ქალაქიდან ყოფილა და არა პარიზიდან. შემდეგ ისიც გავიგე, რომ ჟაკ ბრელიც ბელგიელი ყოფილა. ბრიუსელელი. ახლა ზოგმა შეიძლება მკითხოს, ჟაკ ბრელი ვინააო. Smile მაგრამ ეს ჯობს, ვინემ ფრანგი რომ მეგონა მე, ეგ ამბავი… ასეთი დაუფასებელი ქვეყანაა ბელგია. საქართველო გამახსენდა, ფიროსმანს რომ კარგა ხანს რუს მხატვრად იცნობდნენ (ვინც იცნობდა).


ბელგიაში იმდენი საშოკოლადეა, რამდენიც ჩვენთან ეკლესია და აფთიაქი ერთად. პატარა, “დამოუკიდებელი” სახელოსნოებიდან დაწყებული დიდი სამეულით დამთავრებული. ეს სამი ყველამ იცის:

Godiva – 1926 წელს დაფუძნებული წარმოება. ალბათ, ყველაზე ძვირი ფასებით გამოირჩევა ამ სამეულიდან.

Leonidas–ის ისტორია 1913 წლიდან იწყება და დღეს ყველაზე დიდი ბელგიური წარმოებაა. დაბალი ფასები აქვს და გემრიელი ეკონომია თუ გინდა ადამიანს – საუკეთესო არჩევანია.

ჩემი ფავორიტი Neuhaus უკვე 160 წელია Choco - Pralineშოკოლადს აწარმოებს. იან ნოიჰაუსმა მოიგონა პრალინი (ფრანგ მარშალთან ერთად – რასაც, სხვათა შორის, შოკოლადის მუზეუმშიც არ მალავენ. სხვები ეცილებიან ბელგიელებს, თორემ თავად ბელგიელებს არვის წვლილი ავიწყდებათ) და “ნოიჰაუსია” მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ტრიუფელის მწარმოებელიც.

კიდევ არის:

Guylian – 1960 წლიდან არსებობს და მისი საფირმო შოკოლადი შოკოლადის ლოკოკინებია.

Callebaut – ძველი წარმოებაა, 1911 წელსაა დაფუძნებული და შოკოლადის ლიმუზინია. Smile ბელგიის მეფე ფილიპეს საყვარელი შოკოლადი. შოკოლადის გარდა, კომპანია კაკაოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. დღეს კაკაოს ბიზნესი მათ შოკოლადის ბიზნესს სჯობნის შემოსავლებით.

Pierre Marcolini “ახალბედაა”, კომპანიის დამფუძნებელი პიერ მარკოლინი ცოცხალია. Smile

“ნოიჰაუსზე” ოდნავ ახალგაზრდაა 134 წლის Cote d’Or, რომელზეც ამ ბლოგზე ცალკე პოსტი მაქვს დაწერილი.

კიდევ ერთი ბელგიური შოკოლადი, რომელზეც ადრე დავწერე, Starbrook Airlines-ია.

და ლუდზე
ადრე მეგონა, რომ ვალონები შოკოლადში იყვნენ გაწაფულნი და ფლანდრიელები – ლუდში. არ ყოფილა ასე. ექვსი ტრაპისტული ლუდიდან სამი ვალონურია და სამი – ფლანდრიული. თავად ტრაპისტები კი კათოლიკური ორდენია. სულ 10-ოდ ტრაპისტული ლუდია მსოფლიოში აქედან 6 და ყველაზე საუკეთესო – ბელგიაში. მათ შორის Rochefort, რომელსაც 1595 წლიდან ხარშავენ ბერები. ტრაპისტული ლუდი პირველია, რაც ბელგიაში უნდა მოითხოვო. შემდეგ – სხვა დანარჩენი. ლუდის სახეობები კი უამრავია. სხვათა შორის, ბრიუსელური ლუდხანა და პაბების ქსელი Delirium გინესის რეკორდის მფლობელია ყველაზე მდიდარი ლუდის არჩევნით. აქ 2’000-ზე მეტი სახეობის ლუდი აქვთ. დამეზარა იმხელა მენიუ-დავთარში ქექვა, თორემ “ნატახტარსაც” აღმოვაჩენდი, ალბათ. Smile

ბრიუგეში “დელირიუმი” არ არის. მაგრამ არის მBurgogneშვენიერი პაბი Monk. საკუთარი ლუდსახარში აქვთ და ამერიკული პულის დარბაზი. ცუდი ლუდი არაა, მაგრამ ფლანდრიული (არატრაპისტული) ლუდებიდან Bourgogne des Flandres ჯობს. და Rodenbach Grand Cru.

ბელგია რომ ლუდის ქვეყანაა, ეს ქანდაკებებითაც დასტურდება. ფისი-ფისი ბიჭუნა ყველამ იცის, მაგრამ ბრიუსელში ფისი-ფისი გოგონა და ფისი-ფისი ძაღლუკაცაა. Smile Zinneke Pis

ასეთია ლუდის კანონი.

…და ვაფლზე
ბელგიური ვაფლი ორია – ბრიუსელური და ლიეჟური. ერთი უფრო ფაფუკია და ფუმფულა, მეორე უფრო დაბრაწული, ტკბილი და ხრაშუნა. ამ ორიდან უფრო გემრიელია ის… რომელსაც იმ წამს მიირთმევ. Smile ბელგიური ვაფლი იმდენად გემრიელია, რომ ქუჩის ფასთფუდური, 1-ევროიანი ვაფლიც, ხელსახოცში რომ გაგიხვევენ შაურმასავით და გზადაგზა ჭამ, აი ეგეც კი ძალიან გემრიელია…. ალბათ. ალბათ იმიტომ რომ მთლად ეგეთი არ გამისინჯავს – 1-ევროიანში მხოლოდ ვაფლი და შაქარია, ჩემთვის კი შოკოლადის გარეშე ვაფლი რა ვაფლია აბა.

სავაფლეებიდან გირჩევთ ბრიუსელურ Maison Dandoy-ს. გრანდ პლასთანაა იქვე და ტრადიციული და პოპულარული სავაფლეა. 1829 წლიდან აცხობენ აქ ვაფლს და დიდი არჩევანია. შეგიძლია კიარადა უნდა გასინჯო როგორც ბრიუსელური, ასე ლიეჟური ვაფლი. უგემრიელესია და მომსახურებაც საუკეთესო.

იაფიანი, “ქუჩის” ვაფლიდან ბრიუგეს Chez Albert-ია ცნობილი. ალბერტიას ვაფლი ბრიუგეში, იგივეა რაც ბიკენტიას ქაბაბი ქუთაისში. ცენტრალურ მოედანზეა, მარკტზე, აივლი, ჩაივლი სულ თვალში გეჩხირება. გემრიელი ვაფლია. შოკოლადით და მარწყვით (ნაყინით მერჩივნა, მაგრამ თაკომ იმდენი აქო, რომ მარწყვიანი გავსინჯე).

იქვე მარკტზე სავაჭრო ცენტრთან კაფე-სავაფლეა, რომლის დასათაურებისთვის ბევრი არ უმტვრევიათ თავი SmileCafé au Lait. რძიანი ყავა არ მიყვარს, მაგრამ სათაურს ვენდე და შოკოლადიან-ნაყინიან ვაფლს მივაყოლე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო.

ბარემ, გენტზეც ვიტყვი. თავიდან იაღლიში მომივიდა, Mokabon-ში ვაფლი არ ჰქონდათ. Sad smile პოპულარული ყავახანაა, მაგრამ ვაფლის გარეშე. ადრე გვქონდაო, ახლა მენიუ შევცვალეთ და ყავაზე გვაქს აქცენტიო… კი იცით (ვინც იცით), ყავაც მიყვარს, ამიტომ ესპრესო შევუკვეთე და ლიმნიანი ნამცხვარი, რომელიც აღმოჩნდა ჩემბავშვობურად “კექსი”, Smile ბებიაჩემი რომ აცხობდა ხოლმე. ცუდი არ იყო. არც ის – ბავშვობისდროინდელი, არც ეს – გენტიდან. მოგვიანებით სხვა კაფეში ვაფლიც გავსინჯე, მაგრამ კაფეს სახელი არ მახსოვს, თან ერთ-ერთი იშვიათი ადგილი იყო, სადაც ბარათს არ იღებდნენ და ბანკის ამონაწერშიც ვერ ვნახავ სახელს. Sad smile

  • “მოკაბონის” მსგავსი რამ ბრიუსელშიც დამემართა – ერთ პოპულარულ ჰიპსტერულ კაფეში შევედი Pek 47 და ყველა ვაფლი არასადესერტო ჰქონდათ – ხორცით და ბოსტნეულით და სხვა ჯანდაბით. და კიდევ ვეგანური ვაფლი. ბოლოს, ნუ გამამხელთ და… ბურგერი შევუკვეთე. Smile ამერიკული კაფე იყო. ამერიკულ-იტალიური მენიუთი. გემრიელი ბურგერი გამოდგა, სხვათა შორის. და, ბარემ ბურგერმა მოიტანა და, ფრენჩ ფრაიზ ბელგიაში არის ბელჯიან ფრაიზ. Smile ფრენჩ ფრაიზ არ წამოგცდეთ. ეგეც სიმენონივითაა. Smile

…და კიდევ ბრიოშზე
ჩემ ბავშვობაში რომ უბრალოდ ფუნთუშას ვეძახდით და დღეს ბრიოშად იწონებს თავს მენიუებსა თუ დახლებზე. Smile ერთმა ადგილობრივმა მირჩია – ბრიუსელური ბრიოში გასინჯეო. მე შორს დავიჭირე, აქ იმდენი გემრიელობები გაქვთ, ახლა კიდე ბრიოშზე მახარჯინე ფული. რა უნდა იყოს-მეთქი. მიდი კაცო ნახეო, ჩამაცივდა… ჰოდა, რა ვთქვა აბა – საოცრება იყო. მართლა უგემრიელესი… დიდი წილი დამსახურება შოკოლადსაც მიუძღვის, ცხადია, მაგრამ  ისე მომეწონა, რომ მეორედაც მივედი და სხვა სახეობები გავსინჯე – ქიშმიშით და შაქრით. ყველა უგემრიელესი იყო. არ ვიცი, ფქვილია სხვა, საფუარი, თუ – ჰავა. შოკოლადი რომ გამორჩეულია – ეგ კარგი. მოკლედ Aux Merveilleux De Fred-ს მიაკითხეთ. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან.

  • უკვე თბილისში დაბრუნებულმა, ამ პოსტის წერის დროს ლინკი მოვძებნე და… თურმე, ფრანგული ბრიოში გამისინჯავს. Smile ფრანგული საცხობების ქსელი ყოფილა და ფრედი კი მისი დამფუძნებელი და შეფი. ისე, თუ ვინმე მადლიანი ჩვენთანაც შემოიყვანს და “პოლს” გვერდს დაუმშვენებს, კარგი იქნება.

სად ვიშოფინგო?
Galeries Royales Saint-Hubert-ში. არა, ტანსაცმლის ბუტიკები აქ არაა, სამაგიეროდ – შოკოლადის მაღაზიებია… თუმცა, კი, ტანსაცმელიც არის, აგერ – “ნოიჰაუსის” შოკოლადის კაბა.

Atelier Neuhaus (3)

იქვე  “ნოიჰაუსის ატელიეს” კაფეა, უგემრიელესი შოკოლადის მუსის ბურთულებით. შავი შოკოლადი, თეთრი შოკოლადი. შოკოლადი თხილით. ორი ბურთულა – 4 ევრო.

სხვა სად ვიშოფინგო?
ბრიუსელის მოლებში კი შევიარე, მაგრამ არ მიშოფინგია. თან, თბილისი გალერეაში “ლაკოსტი” ბრუნდებაო, ამბობენ… ლაკოსტას რომ უძახიან ჯიუტად. სხვათა შორის, სავაჭრო ცენტრებიცა და კაფეებიც ადრე იკეტება, როგორც ევროპელთა (დიდი ნაწილის) წესია. “პოლიც” 6 საათზე იკეტებოდა. მივედი, ვუთხარი – რა გჭირთ, ჩემთან გვიანობამდე მუშაობთ-თქო. ეგ სადო? თბილისში-მეთქი. ეჰ, ძმაო, თქვენ რა გიჭირთ, თავისუფალი ბაზარი გაქვთ და აქ პროფკავშირები გვახრჩობენო, – შემომჩივლა ბრიუსელური “პოლის” დირექტორმა.

სად დავახურდავო ფული კარგი კურსით?
არ ვიცი. Smile იმისთვის რომ ფული (ქეში) დაახურდავო ეს ქეში უნდა გქონდეს, მეკი ნაღდი ფული თითქმის არ დამაქვს თან – ბარათით ვსარგებლობ. ბელგიაში ნაღდი ფულით 100 ევრო წავიღე და ზედმეტიც გამოვიდა. Smile ყველაზე card-unfriendly ქალაქი გენტი აღმოჩნდა და იქ დამეხარჯა მეტწილად.

რამდენი ფული უნდა მქონდეს თან, მესაზღვრემ უკან რომ არ გამომაბრუნოს?
სტამბოლიდან ბრიუსელში ჩასული რამდენიმე ქართველი და ორი უკრაინელი ვნახე და საზღვრიდან უკან გამობრუნებული – არვინ. მე არც ფულზე მკითხეს, არც სასტუმროზე, არც დაზღვევა გახსენებია მესაზღვრეს. ორი რამ აინტერესებდა სულ: რატომ ჩამოეთრიე და უკან როდის მიეთრევიო. ცხადია, თავაზიანი ღიმილითა და ზრდილობიანი ვორდინგით. Smile მაგრამ აზრი ეს იყო. ვუთხარი, ბრიუგეს დათვალიერება მინდა და დარჩენას და უვიზოდ ყოფნის პირობების დარღვევას არ ვაპირებ-მეთქი. ველქამო და პასპორტი ჩამიშტამპა.

ჯავშანი და სხვა აპები
სასტუმროს და ავია-ბილეთების ამბავში ისევ ძველებურად, Kayak-ს ვიყენებ. კი, ვიცი, სქაისქანერები თუ ჰოტელკომბაინები უფრო კარგად ეძებენო, ბევრ იაფ ვარიანტს ნახულობენო, კიდევ სხვა აპებიცაა, საგანგებოდ ბიუჯეტური ავიახაზებისთვის… მაგრამ მე ისევ “კაიაკი” მირჩევნია. დიდად საგრძნობი ფასთა სხვაობაც ვერ ვნახე, სხვა რამდენიც ვცადე… კი პოულობენ რაღაცას იაფად, მაგრამ ან დღეები არ ემთხვევა ან – პირობები. მართალია სასტუმრო მხოლოდ შედი-დაიძინესთვის მინდა, მაგრამ ე.წ. რუმსერვისი უნდა იყოს: პირსახოცებს და თეთრეულს ცვლიდნენ, ნომრებს ალაგებდნენ. ცხელი წყალი კარგი წნევით მოდიოდეს, საწოლი – კომფორტული, გარდერობში – საკიდები… და როცა ასეთი ხედიც ემატება ფანჯრიდან, რა ჯობს. Smile

Window-view

თუმცა, სტამბოლის პოსტის შემდეგ ერთი აპი კი მივამატე “კაიაკს” – Hopper. ორი კვირით თუ მიფრინავ სადმე, ეს ორი კვირა რა რიცხვსა და დღეს დაიწყება და დამთავრდება, ავიაბილეთის ფასისთვის მნიშვნელობა აქვს – აი ამ ბმებს ეძებს. კარგი რამაა და ამართლებს.

“ტურისტული” ქალაქებისთვის ქალაქის ტურისტულ ადმინისტრაციებს ინფორმაციით დატვირთული საიტები აქვთ ხოლმე. ბრიუგესაც აქვს ასეთი საიტი. აპებიდან – Guides by Lonely Plant-ს ვიყენებ… თუმცა, არა, არ ვიყენებ. მაგრამ სმართში ჩამოტვირთული კი მაქვს. Smile რუკებიდან – Here და Google Map-ს. Maps.Me-საც არა უშავრს.

მოგზაურობის ასისტენტებს შორის Google Trips და კვლავ Kayak – უგზავნი ბუქინგებს და გახსენებს, თვითმფრინავი როდისაა, მატარებელი როდისაა, ჩექაუთი როდის გიწევს, მაღვიძარას რთავს და სხვა. თუ დრო შეიცვალა, რეისი იგვიანებს, ფორს-მაჟორია, მაგასაც გატყობინებს.

ბოლოს კიდევ რამდენიმე რჩევა:

იმოგზაურე ლაითად. Smile მე ზურგჩანთით დავდივარ და განცვიფრდებით, რამდენ რამეს ვატევ შიგნით, თან ჩემი სამოგზაურო პრინციპია – ყველა თავის ბარგს თავად ეზიდება. Smile ან, თუ მაინცდამაინც ჩემოდანი მიგაქვს, ისეთი ნახე, ხარისხიანი გორგოლაჭები ჰქონდეს. ბრიუგე-გენტი და, დიდწილად, ბრიუსელიც სულ ქვაფენილია. უხეირო გორგოლაჭი პირველსავე მოსახვევში მოტყდება და გაგორდება თავის გზაზე. Smile თავად შევესწარი ასეთ ამბავს.

შეარჩიე ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი რაც მოგეძევება. სიარული ბევრი მოგიწევს და თან – ქTimberlandვაფენილზე. პირადად მე “თიმბერლენდი” მეცვა. ბუთ-ბოტასია. ჰიბრიდი. Smile Flyroam Wedge Sneaker Boot. ძალიან მოხერხებული რამეა. სხვათა შორის, თბილისში უფრო იაფი ღირს, ვიდრე – ბელგიაში. Smile

მზად იყავი წვიმისთვის. ბელგიაში დღეში 15-ჯერ იწვიმებს, მაგრამ, ცისფერი მთებისა არ იყოს, რამდენჯერაც იწვიმებს, იმდენჯერვე გადაიღებს. Smile მე გამიმართლა ამინდში – ცრიდა მხოლოდ და მალევე მზე გამოიხედავდა ხოლმე. თბილოდა და წვიმაც ასატანი იყო. ერთხელ მოვყევი მარტო დიდ წვიმაში, ისიც – ღამით.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ასევე:


პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა


How-to: ვლაგდებით სამოგზაუროდ

Charles Buls

ბრიუსელის მერი ძაღლით. 😉

Brussels street music

გემრიელ ჯაზ-შანსონს უბერავდნენ. ბოლო-ბოლო საქსოფონის სამშობლოა!

Cote D'Or

AtomiumBrussels (46)

Autoworld

Comic Strip (2)
კიდევ ერთი სფერო, სადაც ბელგიელების წვლილი დიდია, მაგრამ ბევრმა არ იცის და სხვებს მიაწერს – კომიქსები.

Dancing Fountain (2)Dancing Fountain (5)Dancing Fountain (4)

Advertisements

10 thoughts on “ბრიუგეში

  1. https://polldaddy.com/js/rating/rating.jsმადლობა
    სიამოვნებით დავბრუნდებოდი მანდ ცოტა უფრო თბილ სეზონზე და 1 კვირით დავრჩებოდი, სხვანაირად ვიცხოვრებდი, არატურისტულად და ტურისტებს დავაკვირდებოდი ❤

    Liked by 1 person

    • შენ მადლობა!
      ერთი კვირა მგონი ძაან მოწყენილობა იქნება 🙂 მაგრამ ზაფხულში ან ადრე შემოდგომაზე კი მინდა ჩავიდე. და ბარემ ანტვერპენი და ლუვენიც ვნახო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s