საქორწილო ბუმერანგი

ენდრიუ და ნილი მოლდოვანები დაქორწინდნენ. მოლდოველები არა – მოლდოვანები. ამერიკელები არიან და, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა, გვარი აქვთ ასეთი. დაქორწინდნენ და საქორწინო (თუ საქორწილო) სესიისთვის პროფესიონალ ფოტოგრაფს უხმეს – ანდრეა ფოლითოს. მომსახურება 6’000 დოლარი დაუჯდათ… 6’000 დოლარი დაუჯდებოდათ, რომ არა ის ამბავი, რაც ამის მერე მოხდა და რაც უთუოდ განგაცვიფრებთ. Smile

საქორწილო ალბომის ქავერ-ფოტოსთვის ფოტოგრაფმა წყვილს დამატებით 150 დოლარი მოთხოვა. მათ შორს დაიჭირეს – ასე არ შევთანხმებულვართო. ფოტოგრაფმა – შეთანხმება სპეციალურ ქავერს არ გულისხმობდაო. წყვილმა – გულისხმობდაო. მაშინ ფოტოგრაფმა ფოტოების გადაცემაზე უარი განაცხადა და შეთანხმების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოითხოვა კიდევ 250 დოლარის ოდენობით. წყვილმა ასე არ უნდაო – სოცქსელს მიადგნენ და ყველგან, სადაც მიწვდნენ, ფოტოგრაფის “გამომძალველობაზე” დაპოსტეს… გამორჩეულად მაინც ნილიმ  – ის პოპულარული ბლოგერია, ბევრი მკითხველი ჰყავს და ახალი მედიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.

დიდი ამბავი, თუ დაპოსტესო, მაგრამ ჩვენთანაა რეპუტაციის ფასი გროში და გულკეთილი ბაზარი, რომელიც ყველა იაღლიშს პატიობს, ამერიკაში კი ანდრეა ფოლითოს ისე წაუვიდა საქმე, რომ რეპუტაცია თავზე ჩამოემხო, კლიენტები შემოეძარცვა და სტუდიის დახურვაც მოუხდა.

ბოროტსა სძლია კეთილმან – ასე დამთავრდებოდა ის ამბავი და ეს პოსტი, 2015-ში რომ დამეწერა. და კიდევ ვიტყოდი – აი, ასეთი კეთილშობილი იარაღია სოციალური ქსელი-თქო. მაგრამ 2017 წლის ივლისში სასამართლომ ენდრიუ და ნილი მოლდოვანებს ანდრეა ფოლითოს სასარგებლოდ 1 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა – კონტრაქტის დარღვევისთვის და რეპუტაციული, მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ნილი მოლდოვანმა კი ერთი პირობა ბლოგიც დახურა, სანამ საგულდაგულოდ გაასუფთავებდა და ფოლითოსადმი მიძღვნილ ყველა ჩანაწერს წაშლიდა.BlogCapture

ანდრეა ფოლითომ კი სტუდია და ბლოგი ხელახლა გახსნა.

მორალი?

მორალი მარტივია – წაიკითხეთ კონტრაქტი გულდასმით. შეთანხმებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი. და კლიენტი ყოველთვის მართალი არაა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

http://www.msn.com/en-us/money/smallbusiness/couple-who-ruined-wedding-photographers-career-must-pay-her-dollar1m/ar-AApqCNd?li=BBmkt5R

სასამართლოს განჩინება

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “საქორწილო ბუმერანგი”

  1. ძალიან იოლი გახდა ადამიანს რეპუტაცია თავზე ჩამოამხო სოციალური ქსელების მეშვეობით. და ტყუილ-მართლის გარჩევა ძალიან ძნელი გახდა.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: