ქალები სტადიონზე 2

volume 2

 

ფეხბურთის სამშობლოს ჯერიც დადგა. 38 წლის შარლოთ ჯექსონი (Charlotte Jackson) ყოფილი ჩოგბურთელია და მომღერალი (ბექ-ვოკალისტი), Sky Sports-ის მიმომხილველი და “ლივერპულის” თავგადაკლული ფანი. მაგრამ სხვა გუნდებიც კარგად იცის – არხის საფეხბურთო ვიქტორინის წამყვანიც იყო და ფიფას 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიასაც უძღვებოდა.

Charlotte Jackson 1Charlotte Jackson 2

Charlotte Jackson 4Charlotte Jackson

ოლივია უეინი (Olivia Wayne) ამჟამად Sky sports-ის ტელეწამყვანია, თუმცა წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში იყო ჩაბმული, როგორც PR სპეციალისტი და ჟურნალისტი. იყო სთელა მაქართნის პრეს-მდივანი და Vogue TV-ზე მუშაობდა. British Fashion Awards-ის ცერემონიასაც უძღვებოდა, ახლა კი სპორტს მიმოიხილავს. 31 წლისაა.

Olivia WayneOlivia Wayne 4

Olivia Wayne 3Olivia Wayne 2

მანჩესთერელია და “იუნაითედის” გულშემატკივარი ქეით აბდო (Kate Abdo) 35 წლისაა. თავისუფლად საუბრობს ესპანურად, ფრანგულად და გერმანულად. წლების განმავლობაში იყო DW და Sky Deutschland-ის სპორტული ჟურნალისტი. საერთაშორისო საფეხბურთო ამბებს მიმოიხილავდა CNN-ის მაყურებლებისთვის. მუშაობდა ბრიტანულ Sky Sports-ზე და ახლა ირლანდიული TG4-ისთვის მუშაობს. იყო ფიფას 2014 და 2015 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტია ევროპაში.

Kate Abdo 2Kate Abdo

Kate Abdo 3Kate Abdo 4

შოტლანდიელი ქირსთი გალაჰერი (Kirsty Gallacher) 41 წლისაა არაერთგზის დაუსახელებიათ ყველაზე მომხიბლავ, ყველაზე სექსუალურ, ყველაზე ელეგანტურ და სხვა ყველაზე-ყველაზე ქალებს შორის.  Sky Sports-ზე სხვადასხვა საფეხბურთო თოქ-შოუს წამყვანი იყო: 90 Minutes, Soccer Extra, Soccer AM. არაჩვეულებრივ სპორტულ და სხეულის ფორმებს ინარჩუნებს, რის გამოც მისი ვარჯიშების სერია ძალიან პოპულარულია.

Kirsty Gallacher 4Kirsty Gallacher 2

Kirsty Gallacher

ესთერ სედლაჩეკი (Esther Sedlaczek) 31 წლისაა და ბერლინის კედლის იქეთა მხარეს დაიბადა. კარიერა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტელევიზიაში დაიწყო. ახლა Sky Deutschland-ის საფეხბურთო გადაცემის Fußball-Berichterstattung-ის წამყვანია.

Esther Sedlaczek 4Esther Sedlaczek

Esther Sedlaczek 3Esther Sedlaczek 2

ლაურა ვონტორა (Laura Wontorra) RTL Nitro-ზე ბუნდესლიგის მატჩების მიმომხილველია. 28 წლისაა. საფეხბურთო სიმპათიებს არ მალავს – ბრემენის “ვერდერის” გულშემატკივარია.

Laura Wontorra 3Laura Wontorra 4

Laura Wontorra 2Laura Wontorra

იტალიაში, ტრადიციულად, ბევრი ლამაზი ჟურნალისტია. მათ შორის – ფეხბურთის მიმომხილველიც.

ილარია დ’ამიკო (Ilaria D’Amico) სპორტული ჟურნალისტიკის ნამდვილი პატრიარქია მატრიარქია, 43 წლისაა და Sky Italia-ს საფეხბურთო თოქ-შოუს წამყვანი და ცნობილი ინტერვიუერია. ამასთან ჯანლუიჯი ბუფონის გერლ-ფრენდი.

Ilaria DAmicoIlaria DAmico 2

Ilaria DAmico 3Ilaria DAmico 4

ლაურა ესპოზტო (Laura Esposto) Five Football Italiano-სა და Sky Sports Italy-ს საფეხბურთო მიმომხილველია. ფიტნეს-მოდელი. გულშემატკივრობს კლუბ “ბოლონიასა” და “მილანს”. 38 წლისაა.

Laura Esposto 4Laura Esposto 3

Laura EspostoLaura Esposto 2

დილეტა ლიოტა (Diletta Leotta) Sky Sports Italy-ზე სერია ბ-ს მიმომხილველია. მაგრამ არ გაუმართლა – მისი საყვარელი კლუბი Calcio Catania სერია ც-ში გავარდა. 25 წლისაა და ვუსურვებ, კლუბის წარმატებას მოსწრებოდეს. სულაც იტალიის ჩემპიონობას. ვუსურვებ, ჩემი რა მიდის. 🙂

Diletta LeottaDiletta Leotta 4

Diletta Leotta 3Diletta Leotta 2

ფედერიკა ფონტანა (Federica Fontana) 39 წლისაა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობა (მე-2 ადგილი), მოდელობა და მსახიობობა მოასწრო. Italia 1-ის ყოველკვირეული საფეხბურთო გადაცემის წამყვანი იყო. მუშაობდა Sky Sports-ზეც. მისი მშობლიური ქალაქის კლუბი “მონცა” კარგა ხანია სერაი დ-შია, ასე რომ ფრედერიკასთვის იოლია სერია ა-ს თამაშების მიმოხილვისას ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. იტალიის ყველაზე სექსუალურ ჟურნალისტთა სიის მუდმივი ბინადარია.

Federica Fontana 3Federica Fontana 4

Federica Fontana 2Federica Fontana

სარა კარბონერო (Sara Carbonero) ესპანელი ჟურნალისტია. მუშაობდა ესპანურ Telecinco-ში სანამ მეუღლესთან, იკერ კასილიასთან ერთად ქალაქ პორტოში არ გადაბარგდა. 33 წლისაა. მადრიდის “რეალისა” და კლუბ “პორტოს” გულშემატკივარია.

Sara CarboneroSara Carbonero 2

Sara Carbonero 3Sara Carbonero 4

სპორტული ჟურნალისტი და მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია ფორმულა 1-ის მრბოლელის, ფერნანდო ალონსოს (თუ ჭკუა და გემოვნება აქვს ამჟამინდელი და თუ არა – უკვე ყოფილი) გერლ-ფრენდი ლარა ალვარესი (Lara Alvarez). ლარა 31 წისაა და სხვადასხვა დროს Telemadrid-ის, MARCA Gol-ისა და TVE-ს სპორტული გადაცემების რეპორტიორი იყო. პოპულარული მოდელია და რამდენიმე რეალითი შოუშიც მონაწილეობდა.

Lara Alvarez 3Lara Alvarez 2

Lara Alvarez 4Lara Alvarez

პილარ რუბიო ფეხბურთის მიმომხილველი არაა, თორემ ამ სიაში აუცილებლად იქნებოდა. როგორც ულვაშა იტყოდა, სერხიო რამოსის ცოლობა ფეხბურთის ცოდნას არ ნიშნავს.

არ ვიცი, ჰგავს თუ არა ზღვას 30 წლის დენიზ სათარი (Deniz Satar), მაგრამ ლამაზი ქალი კია. TRT Spor-ის ჟურნალისტია, მშობლიური ქალაქის კლუბ Göztepe-ს გულშემატკივარი. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ღიმილიანი და პოზიტიური ადამიანია. პოლიტიკურადაც აქტიურია და სეკულარიზმის მომხრე. იმედი მაქვს ბოლოდროინდელი ერდოღანიზაცია მისნაირ ჟურნალისტებს ეკრანიდან არ გააქრობს და ჩადრებს არ ჩამოაფარებს.

Deniz Satar 5Deniz Satar

Deniz Satar 3Deniz Satar 4

ბურსუ ესმერსოი (Burcu Esmersoy) დიდი ხანია თურქ გულშემატკივრებს თურქული და მსოფლიო ფეხბურთის ამბებს აცნობს, ის 40 წლისაა. მის თურქეთისა და Miss International-ის მონაწილეა. არაერთი ტელეგადაცემისა და შოუს წამყვანი და მონაწილე. NTV MSNBC-ის სპორტული გადაცემების მიმომხილველი იყო. “ბეშიქთაშის” გულშემატკივარია. ბურსუ თურქი პაპარაცების საყვარელი ობიექტი იყო ყოველთვის და კვლავ რჩება, მიუხედავად ასაკისა. თუმცა “საპაპარაცე” ფოტოების დადებას არც თავად ერიდება.

Burcu Esmersoy 4Burcu Esmersoy 3

Burcu EsmersoyBurcu Esmersoy

ფრანგი მელისა ტორიო (Mélissa Theuriau) ჟურნალისტური კარიერის გარიჟრაჟზე Match TV-ს საფეხბურთო გადაცემის რეპორტიორი იყო. ახლა 38 წლისაა და M6-ის, LCI-სა და Paris Première-ის საინფორმაციო და დილის ეთერის წამყვანია. FHM-ის ყველაზე მომხიბლავ ქალთა სიაშიც მოხვედრილა და პაპარაცთა ფოტოობიექტივშიც თოფლეს.

Melissa Theuriau 3Melissa Theuriau 4

Melissa Theuriau 2Melissa Theuriau

36 წლის მირტა სურიაკი (Mirta Surjack) სპლიტის “ჰაიდუკის” გულშემატკივარი და ხორვატიის ეროვნული მაუწყებლის სპორტული კომენტატორია – იმათი დათო მინაშვილი.

Mirta Surjak 2Mirta Surjak 4

Mirta SurjakMirta Surjak 3

პოლინა ლოგუნოვა (Полина Логунова) 28 წლის უკრაინელი (თუმცა, წარმოშობით ბელორუსია) სტილისტი, რადიო და ტელეწამყვანი და მსახიობია. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტი, ვეგანი და ფიტნეს-მოდელი. უკრაინული Футбол 1 და Футбол 2-ის საფეხბურთო თოქ-შოუს წამყვანი იყო ევრო 2016-ის განმავლობაში. რასაც ხედავთ, ყველაფერი ნატურალურია – როგორც იტყვიან, მადლობა დედას, მამას და ვარჯიშს.

Polina Logunova 4Polina Logunova

Polina Logunova 3Polina Logunova 2

მის საფეხბურთო ფოტოსესიას უკრაინული “ფლეიბოისთვის” აქ იხილავთ.

ილდა ბეჯლერი (Ilda Bejleri) ალბანელი სპორტული ჟურნალისტია, ტელეკომპანია SuperSport-ის მე-2 არხზე მუშაობს. თუ ალბანურად სწორედ გავიგე, მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია. პროფესიაში მისი იდეალი სარა კარბონეროა. 23 წლისაა და სამშობლოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ახლახან საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონთან ინტერვიუ ჩაწერა და ბუფონმა გაძლო და თვალი არ გააპარა.

Ilda BejleriIlda Bejleri 5

Ilda Bejleri 3Ilda Bejleri 2

არც კონცენტრაცია დაუკარგავს.

მეკარეა მაინც. Smile

Ilda Bejleri 6

უგულშემატკივრეთ ფეხბურთს და გახსოვდეთ – კარგი წამყვანის ხელში ყველაზე მოსაწყენი მატჩიც კი შეიძლება ნამდვილ სანახაობად იქცეს!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ქალები სტადიონზე (volume 1)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: