ვისაც, ჩემიარიყოს, საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, ჯანი როდარის (Giovanni Francesco Rodari) სახელი კარგად უნდა ახსოვდეს – იტალიის კომპარტიის წევრი, კომუნისტური გაზეთ l’Unita-ს რეპორტიორი და საბავშვო ჟურნალ Il Pioniere-ს რედაქტორი, მშვიდობის ფონდის, ხალხთა მეგობრობის და ათასი სხვა ჯახნაბის აქტივისტი. მისი წიგნების ტირაჟი საბჭოთა კავშირში მხოლოდ მარქსის კაპიტალსა და ლენინის ანტიდიურინგს ჩამორჩებოდა. განა ცუდი წიგნები აქვს – სულაც არა. თუმცაკი იდეოლოგიით გაჟღენთილი. “ჩიპოლინო” მთალდ იური ოლეშასა და სერგეი მიხალკოვის სანაქებო პროპაგანდისტულ ტრადიციებშია დაწერილი. არ ვიცი, დღეს ჩანს ასე, ბავშვობაში ვხვდებოდი თუ ვერა, მაგრამ “ჩიპოლინო” როდარის წიგნებიდან ყველაზე ნაკლებ მიყვარდა. ყველაზე მეტად კი – “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”.
აი, ასე შემომეკითხა კიარა შემომეფლითა ბავშვობაში
ვისაც, ჩემიარიყოს, საბჭოთა ბავშვობა გქონდათ, ახლა რასაც დავწერ, ნამდვილად განგაცვიფრებთ. ჯანი როდარი ფაშისტი იყო. ჰო, აი ის ფაშისტი: “მხარი მხარს, ნაბიჯით იარ, ფაშისტური ალამი გავშალოთ ამაყად!” ჯერ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა, შემდეგ – პარტიაში. საომრადაც წავიდოდა, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს – სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. ამიტომ იდეოლოგიურ ფრონტზე მოღვაწეობდა და Casa del Fascio-ში (ფაშისტური პარტიის ადმინისტრაციაა) მუშაობდა.
1943 წელს იტალიელები მიხვდნენ, რომ საქმე ტრაკისკენ წავიდა. დუჩე დააპატიმრეს, ახალი მთავრობის შექმნა მეფემ მარშალ ბადოლიოს დაავალა. ფაშისტურმა პარტიამ თვითდაშლა გამოაცხადა. ასე დარჩა ჯანი როდარი პარტიის გარეშე. შემდეგ იყო გერმანიის მიერ იტალიის ნაწილის ოკუპაცია, რაც იტალიელებს არ მოეწონათ. წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრი ყოფილი ფაშისტი შეუერთდა, მათ შორის ჯანი როდარი და მისი ძმა ჩეზარე. ასე ხდება ხოლმე – ფაშისტი ხარ თუ ჯანდაბა, ოკუპანტთან რაცარუნდა იდეოლოგიურ, რელიგიურ თუ კულტურულ სულითერთობას გრძნობდე, შენ ქვეყანას რომ იპყრობენ არ მოგწონს (ლიტრავ, შენ გეუბნები, კოკავ, შენ გაიგონეო)… როდარი წარმატებით გადაბარგდა ფაშისტებიდან კომუნისტებში. არ გაჭირვებია – ეგ ორი ყოველთვის ერთი მედლის ორი მხარე იყო და იმიტომ.
ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და ხშირად უწევდა რეპორტაჟის მოსამზადებლად ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი. საღამოობით შვილს საძილისპირულე ისტორიებს უყვებოდა ხოლმე. ტელეფონით. ასე მოაგროვა “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”. მოკლე-მოკლე ამბებია. ხელისგულისოდენა – საქალაქთაშორისო ზარი ძვირი იყო და ფულს ზოგავდა. მაგრამ თავად ზღაპრებს ეს სიძუნწე მხოლოდ წაადგა – ბევრი იუმორია, ფანტაზია და კომუნისტურ პროპაგანდაზე დრო არ მორჩა. საუკეთესო ჯანი როდარია. ტელეფონით მოყოლილი და ყირამალა ზღაპრები ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპრები იყო.
ნიჭი თუ გაქვს, პარტიულობა და იდეოლოგია წიგნს დიდად ვერ გაგიფუჭებს. ვერც ტიერი ჟონკეს გაუფუჭა. ვერც – ანატოლ ფრანსს. ბერნარდ შოუმ სიკვდილის წინ კედლისკენ ქნა პირი, სადაც სტალინის პორტრეტი ჰქონდა მიკრული და ეს “ნათელი” სახე წაიყოლა იქ, საიქიოს… თუმცა, ბერნარდ შოუ არ წამიკითხავს და რა მწერალია, არ ვიცი – ნობელის კომიტეტს ვენდობი. ჯანი როდარი კი წამიკითხავს და ვიცი, რომ კარგია. ისე კარგი, რომ ფაშისტობასაც პატიობ ეს ოხერი და – კომუნისტობასაც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ესეც კარგი წიგნია. თან ჩვენთვის ვაირომ ნამეტნავად აქტუალური.
***
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები (PDF)
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წიგნის გარეკანი კი (ბუზღუნა ბლოგერის ბუზღუნი, მაგრამ) მე ჩემი ბავშვობისა უფრო მომწონს. ილუსტრაციებიც კარგი ჰქონდა იმ წიგნს. ლევ ტოკმაკოვის დასურათებულია – ვინც საბჭოთა პეპი და დრაგუნსკის დენისკა დაასურათა.
***
ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებზე უფრო მეტი აქ წერია უფრო კარგად.
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები by Molly Bloom
https://polldaddy.com/js/rating/rating.jsოლეშას მთლად ნუ მოსპობ და მიხალკოვს ნუ გაუტოლებ )) სამი.გოდორა კარგად მთავრდებოდა, უბრალოდ, რედაქტორებმა არ აცალეს )
როდარის ყველა მიყვარს, (ლაჟვარდისფერი ისრის ჩათვლით) და ყველა ძველი გამოცემა მაქვს (ლაჟვარდიაფერი ისრის გარდა). ჩიპოლინო მაინც ყველას მირჩევნია 💙
LikeLike
თავიდან ოლეშა და ნოსოვი მეწერა :))) მერე გამახსენდა, რომ არვიციას ამბები მიყვარდა ბავშვობაში და გადავამიხალკოვე. 🙂
თან ნეზნაიკანალუნეს ციტირებაზე დღეს პუტინი ფსიხდება და ხალხს იჭერს. ჰოდა დავინდე ნოსოვი 🙂
ოლეშას თუ ცენზურამ აურია ეგ არ ვიცოდი.
LikeLike
როდარი ძალიან მიყვარს და ბავშვებსაც შევაყვარე.
“ლაჟვარდისფერი ისარი” საახალწლო საკითხავად გვქონდა.
პროპაგანდად არ აღვიქვამდი, თუმცა არც უმაგისობაა, მაგრამ როცა წიგნი კარგია და მწერალი ნიჭიერი, იდეოლოგიური დატვირთვა უკანა პლანზე გადადის. ყველა ხალხური ზღაპარიც იდეოლოგია არ არის?
LikeLike
კი ნაწილობრივ ეგრეა. მაგრამ ზღაპრებში კეთილი მეფეებიც გვხდება და ბრძენი მოსამართლეებიც. 🙂
ეგეთი ლევაკური არაა ხალხური ზღაპრები.
LikeLike