ჩილი და მაიმუნი ვირიშვილი

ჩილი ყველამ ვიცით. ის ჩილი არა, სადაც პინოჩეტია, აი ეს ჩილი

ზოგს გვიყვარს, ზოგს – არა, მაგრამ ყველამ ვიცით. მსოფლიოს ყველა წიწაკას შორის ყველაზე კარგად ცნობილი წიწაკაა. და – ყველაზე ცხარეც. მეგრელები, შეიძლება, არ დამეთანხმონ, მაგრამ დათვლილი და გაზომილია. წიწაკების სიცხარის შკალაზე (კი – ასეთიც არის) ამერიკული ჩილი ლიდერობს, რომლის სიცხარის ერთეული მილიონნახევარზე მეტია (შედარებისთვის, ჩვეულებრივი ცხარე წიწაკის სიცხარე, ისეთის, აჯიკაში რომ გამოდგება, 500-ია), მაგრამ ეს ამერიკელი ახალი ჯიშია. რეკორდს ადევნებული ფერმერების გამოყვანილი, ტრადიციულ, ძირძველ ჯიშებს შორის კი მექსიკური არა – ინდური ჩილი ლიდერობს, რომლის სიცხარე 1,3 მილიონი ერთეულით ფასდება.

ჩილის ყველაზე ცხარე ნაწილი თეთრი ფერის თხელი “დიაფრაგმაა”, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაპსაიცინია – ნივთიერება, რომელიც ჩვენი გემოს რეცეპტორებს ცეცხლს უკიდებს. კაპსაიცინი წიწაკას თავდაცვისთვის სჭირდება – მრავალი საუკუნის წინ წიწაკამ გადაწყვიტა, რომ რომელიმე ძუძუმწოვრის კუჭში მონელებას, ერჩივნა კარგად დამწიფებულიყო და თესლები ირგვლივ მიმოეფანტა გასამრავლებლად, ამიტომ ის თეთრი, ცხარე მემბრანები დაიმატა. ფრინველები ცხარეს ვერ აღიქვამენ, არც კაპსაიცინი აშინებთ – წიწაკის ნაყოფს კენკავდნენ და თესლებს გარეთ გამოფრქვევის საშუალებას აძლევდნენ. ასე მრავლდებოდა ჩილი. ასე მოედო მთელ მსოფლიოს. მაგრამ გამოჩნდა თბილისურად რომ ვთქვათ მაიმუნი ვირიშვილი, მეცნიერულის ენით კი – ჰომო საპიენსი, რომელსაც პირის დათუთქვა ეამა და ის რაც თავდაცვად ჰქონდა, წიწაკას კულინარიული დიდების ფუძედ იქცა. არ მოიძებნება დედამიწაზე სამზარეულო, სადაც წიწაკას არ მოიხმარენ. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ასეთი მაზოხისტია. კაპსაიცინი არამარტო გვწვავს, ის დიდი რაოდენობით ადრენალინისა და ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონის) გამოყოფას იწვევს. მექსიკური კაპსაიცინის მიერ პროვოცირებული ენდორფინების რაოდენობა ბელგიური შოკოლადით ჩატკბარუნებისა და სექსის დროს გამოყოფილ ენდორფინებს უდრის – ასეთი პარადოქსული არსება ვართ ეს მაიმუნი ვირიშვილი. ადრენალინი კი, რომელიმე ექსტრემალური ატრაქციონისას უტოლდება. აი, ხიდიდან თუ გადაახტებით უფსკრულში, ფეხზე ბაგირგამობმული, მაგ ატრაქციონისას.

მაგრამ ამ ცხარემწარესიამოვნების გარდა, წიწაკა ჩილი ძალიან სასარგებლოცაა. ენდორფინებთან და ადრენალინთან ერთად კაპსაიცინი მეტაბოლიზმის საუკეთესო ჩამრთველია. ამას გარდა, სიცოცხლესაც ახანგრძლივებს – მე არ ვიგონებ, კვლევები ადასტურებს.

კაპსაიცინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და, ჰოი საოცრებავ, კუჭ-ნაწლავისთვისაც სასარგებლო ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად სხვაგვარად ფიქრობდნენ. ბებიაჩემი მეუბნებოდა (ბიოლოგი იყო, სხვათა შორის) – ამდენ ცხარეს ნუ ჭამ, კუჭს დაიავადებო. თურმე, სხვაგვარად ყოფილა საქმე, მაგრამ, ღმერთმანი, ამერიკელების კვლევა-ძიება რად გვინდოდა, როცა “აქსაკალები” საქართველოში სად ცხოვრობენ? მართალია – აფხაზეთსა და სამეგრელოში.

ამიტომ – მიაწექით ჩილის.

და რამე კარგი მექსიკური რესტორანი გახსენით თბილისში, რა გახდა!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

რამდენიმე დღის წინ მექსიკურ რესტორანს ვეძებდი თბილისში. ვერ მივაგენი. ყოველ შემთხვევაში, გუგლმა ვერ მიაგნო და მეგობრებმაც არ იცოდნენ, ვისაც ვკითხე. ჩილი მინდოდა. წიწაკა არა – კერძი. ჩილი კონ კარნე. მექსიკური სამზარეულოს ძალიან მარტივი, იაფი და გემრიელი კერძი. და ძალიან პოპულარული.

“სანტა ფეს” ადგილას რაც გახსნეს, ვერაფერმა იმუშავა და დაიხურა მალევ. ისევ “სანტა ფე” ყოფილიყო, ჯობდა, რას ერჩოდნენ?

P.P.S.

ფაბრიკა” არ მითხრათ – ვიცი. რასაც ამზადებენ, გემრიელია ყველაფერი, ღიმილიანი მომსახურებაა და კარგი ადგილია ძალიან. მაგრამ მიქსია მაინც. მთლად მექსიკური კაფე არაა.

P.P.P.S.

ჰო, მართლა – მაიმუნო ვირიშვილო გერმანულად როგორაა? Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ჩილი და მაიმუნი ვირიშვილი”

  1. Ein Unternehmen ist wie ein Baum voller Affen, alle auf verschiedenen Ästen, auf verschiedenen Höhen.
    Einige klettern hoch, manche machen Unsinn und manche sitzen untätig rum.
    Die Affen ganz oben schauen herunter und sehen ein Baum voller lachender Gesichter.
    Die Affen ganz unten schauen nach oben und sehen nichts als Arschlöcher.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: