როგორი ტატუ არ მინახავს. ზოგი ხელოვნების ნიმუშია – ნახატივით შეგიძლია ათვალიერო. საკოცნელი ტატუც არის. ესენი ყველაზე კარგებია. 🙂 მაგრამ არის წასაკითხი ტატუ, წიგნის გურმანებს რომ მოეწონებათ.
რომელი რა წიგნიდანაა, იოლი მისახვედრია. რაც მე ვიცანი, წიგნს არ მივაწერ – თავად გამოიცნობთ. რომელიც გამიჭირდა – დავწერ.
აუგუსთენ ბოროუზის Magical Thinking. მისი ბესთსელერი “მაკრატლით მორბენალიც” არ მაქვს წაკითხული და აბა, ამას როგორ გამოვიცნობდი… მაგრამ ტატუ მომეწონა. გემრიელი წასაკითხია.
გვირგვინი კი ჯერ “პატარა პრინცისა” მეგონა, მაგრამ ეჭვი შემეპარა. სინამდვილეში მორის სენდექის Where the Wild Things Are აღმოჩნდა. ეს ნაწარმოები არ ვიცი, თუმცა ამერიკაში ძალიან პოპულარული საბავშვო წიგნი ყოფილა.
* ეს ორი სხვადასხვაა.
თომას ფინჩონის The Crying of Lot 49. ეს წიგნი წასაკითხთა სიაში მაქვს “ქინდლში” და ყდით ვიცანი.
ჩარლზ ბუკოვსკის Bluebird.
ქენ ქიზის Sometimes a Great Notion. წაკითხული არ მაქვს და რომც მქონოდა, მაინც ვერ გამოვიცნობდი.
“ლომი, კუდიანი და ტანსაცმლის კარადა”. კი უნდა მეცნო ილუსტრაციით, მაგრამ ვერ ვიცანი.
დოქტორ ექლებურგის სათვალე “დიდი გეთსბიდან”. ვერ ვიცანი და ძალაა? წიგნი კარგა ხნის წინ მაქვს წაკითხული და არც ფილმი მახსოვს.
ეს წიგნი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვარ დავუკავშირე ტატუ. არ გამახსენდა, “ადამიანი მისი უბედურებების ჯამია” – “ხმაური და მძვინვარება”.
– ესენი რაღაცა უვარგისი ფუტკრები ჩანან…
– არა, მართლა?! რატომ გგონია?
– კოჭებში ვატყობ! და მაგათ თაფლიც უვარგისი ექნებათ…
ფილმების ტატუებიც ბევრია. შეიძლება ოდესმე გავაპოსტო კიდეც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___