ოგიუსტი და სარა

ამბოხის თეორია

არქიტექტურა გაყინული მუსიკააო, – ვიღაცას უთქვამს. არ მახსოვს – ვის. დავგუგლავდი, მაგრამ ეს პოსტი არქიტექტურაზე არ არის. 🙂 სკულპტურა კი პოეზიაა ჩემთვის. დიდად არ მიყვარს და იმიტომ: ფერწერა მირჩევნია სკულპტურას, როგორც პროზა – პოეზიას. მაგრამ იმ დღეს კატალოგში თავჩარგული მივდიოდი ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში – დალის ნახატს ვეძებდი და უცებ, თითქოს მრეკესო თავში რაღაც – აი, არქიტექტურად რომ იყინება მუსიკა, ეგრე გავხევდი ერთ ადგილზე და მოვტრიალდი.

როდენი!

იქამდე როდენის სულ რამდენიმე ნამუშევარი მქონდა ნანახი ფოტოზე და იქედან ცნობით მხოლოდ “მოაზროვნეს” თუ ვიცნობდი. მახსოვდა ერთდროს ყურმოკრული, რომ იაკობ ნიკოლაძე სწავლობდა მასთან და დამშვიდობებისას საკუთარი საჭრისი აჩუქა როდენმა. თუმცა, არც ვიცი, სიმართლეა, თუ ქართველებს რომ გვიყვარს, ეგეთი ლეგენდა. საჭრისზე ვამბობ, თორემ შეგირდობის ამბავი ნაღდია. და კიდევ წაკითხული მქონდა სადღაც, რომ როდენს მოძრაობის და ექსპრესიის გადმოცემა სურდა – ამით გამოირჩევა მისი ქანდაკებებიო.

ამ ნაგლეჯ-ნაფლეთი, კოჭლი ცოდნით ვიცანი, რომ როდენი იყო.

სკულპტურა, ჩემზე რომ ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ… თურმე, გვიანდელი რეპროდუქცია ყოფილა. 🙂 ორიგინალი ქალაქ კალეში დგას – სადაც უნდა იდგეს, რაკი “კალეს მოქალაქეები” ჰქვია. თუმცა, ქანდაკების და ფერწერის შემთხვევაში რეპროდუქცია სხვადასხვა ამბავია მაინც. ფრანგული კანონმდებლობა 12 ზუსტი ასლის ჩამოსხმის ნებას რთავს ავტორისეული, ორიგინალი ყალიბის გამოყენებით და სიტყვა “ასლიც” პირობითია. ასე “კალეს მოქალაქეებიც” 12 სხვადასხვა მუზეუმშია, მათ შორის ნიუ იორქში, სადაც ვნახე პირველად.

ჰოდა, ნიუ იორქში არა, მაგრამ მაინც “ჩემი” როდენის დარბაზში Legion of Honor Fine Arts Museums of San Francisco-მ ინგლისელი სკულპტორის სარა ლუქასის (Sarah Lucas) დახმარებით პატარა (თუ დიდი) ხულიგნობა მოაწყო. მუზეუმი მასპინძლობს როდენის და ლუქასის ქანდაკებების ერთგვარ დიალოგს. კულტურულ დიალოგს. საუკუნეებს შორის დიალოგს. ეპოქების დიალოგს. სქესთა დიალოგს. საფრანგეთისა და ინგლისის დიალოგს. ექსპოზიციის კურატორი ქლაუდია შმუქლი ამას “ინტელექტუალურ პროვოკაციას” უწოდებს.

Sarah Lucas Good Muse at the Legion of HonorSarah Lucas Jubilee

Sarah Lucas Floppy ToiletSarah Lucas Washing Machine Fried Eggs

Sarah Lucas My DiseaseSarah Lucas Tit Teddy

Sarah Lucas INNAMEMORABILIAMUMBUMSarah Lucas Margot

როგორი დიალოგი გამოვიდა და როგორი პროვოკაცია – თქვენთვის მომინდია.

მე არ მომეწონა. თუმცა, ფოტოებით გამოფენის განსჯა კია სისულელე, მაგრამ – მაინც.

მომეწონა სხვა რამ – ის, რომ ტაბუ არ არსებობს. და როდენთანაც შეიძლება გაპაექრება. თავადაც ამსხვრევდა კანონებსა და წესებს, ამიტომ, არც სხვისი “უტიფრობა” გაუკვირდებოდა.

ლუქასის ნამუშევრების ნაწილი სხვა დარბაზებშიც განათავსეს, მაგრამ “პროვოკაციის” ძირითადი ადრესატი მაინც როდენია, ვისი გარდაცვალებიდან მე-100-ე წლისთავსაც აღნიშნავენ წელს მუზეუმები. Sarah Lucas - Self-Portrait with Fried Eggs

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს დედოფალს? Winking smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

მიუხედავად ბუნტარობისა და ტრადიციებთან ბრძოლისა, არის ტრადიცია, რაც სარა ლუქასსაც არ ეთმობა – ის იყო ერთი სხვა ბრიტანელ ხელოვანთა გვერდით, ვინც შოტლანდიელებს რეფერენდუმის წინ ღია წერილით მიმართა და გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ურჩია.

Sarah Lucas at Legion of Honor Fine Arts Museums of San Francisco

Sarah Lucas Squashes Rodin’s Idealism

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ოგიუსტი და სარა”

  1. “მოაზროვნეც” რამდენიმე მუზეუმშია. მეც მიკვირდა სანამ ინტერნეტში მოვძებნე, როგორ რეგულირდება. 🙂

    სარაზე არ დავწერ. 😉

    Like

    1. მაშინ არ ვიყავი როდენის მუზეუმში ჯერ ნამყოფი. 🙂
      როდენიშმოდენი არ ვიცოდი მე. ევროდისნეი იყო პრიორიტეტი :)))))

      ისე მაგ მუზეუმშიც “ასლებია” ბევრი. ზუსტად “ორიგინალი ჩამოსხმა” ქვია ქართულად, მაგრამ ახლა ჩამოსხმა როგორ ვუწოდო :))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: