ამბოხის თეორია
მოკლე კაბები და შორტები. სხეულზე და – ჰაერში. სტამბოლელი ქალები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. პოლიტიკური აქცია იყო, მაგრამ მოდასთან კავშირში. უმალ კი – თავისუფლებასთან. როგორ გეკადრებათ ქალზე ძალადობა, მძახალო, იფრინოს, სადაცა სურს! – როგორც ამბობდა ბიძია-ბაბუა. ბოლო წლებია ერდოღანის ხელში თურქეთში კლერიკალიზმი ძლიერდება. ყველა ჯურის “ტრადიციების მცველებმა”, ნამეტნავად “რელიგიურებმა”, “სპეტაკებმა და მორალურებმა” თავი წამოყვეს და დანარჩენებს დაუწყეს სწავლება, როგორ იცხოვრონ. პირველ ყოვლისა – ქალებს.
ეს ინციდენტი ამ ზაფხულს მოხდა სტამბოლში. მამაკაცმა ქალს “შემარცხვენელი” უწოდა მოკლე შორტის გამო.
ბოლო წლების განმავლობაში თურქი ქალები რამდენჯერმე გახდნენ შეურაცხყოფისა და თავდასხმის მსხვერპლნი “შეუფერებელი” ჩაცმულობისთვის. რამდენიმე თავდამსხმელი სასამართლო განაჩენს ელის. ის “ტრადიციების მცველიც” ვიდეოჩანაწერიდან იდენტიფიცირებულია და, პროკურორის თქმით, 2-2.5 წლით პატიმრობა ელის – სხვა სიკეთესთან ერთად, ეს “პატრიოტი” თურმე უკვე ყოფილა ძებნაში თაღლითობისა და გადასახადების დამალვის გამო.
საპროტესტო აქციას Kıyafetime Karışma – “ხელები შორს ჩემი სამოსისგან”, როგორც ხედავთ, სხვადასხვა ასაკის ქალები შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ ე.წ. “ისლამურ სამოსში” გამოწყობილნიც. და – მამაკაცებიც. მაგრამ ისლამიზაციისა და ფანატიზმის შესაჩერებლად მთავარი იმედი მაინც ქალებია. ძალით იყო თუ როგორც იყო ათათურქმა თურქ ქალებს ბურკები მოაშორა, არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩააბა და ნებით უკან, “ტრადიციებში” დაბრუნება მათ ნამდვილად არ სურთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
იდიოტს არც ეროვნება აქვს არც რელიგია. 😦
LikeLiked by 1 person
Nothing to kill or die for
And no religion, too.
🙂
LikeLike
იყოს კაცო რელიგიაც იყოს და ყველაფერი, სხვას ნუ შეუშლის ხელს ოღონდ.
როგორც იმ რუსულენოვანმა უკრაინელმა თქვა – მაკედონელი კია მაგარი, მარა სკამებს რას ამტვრევ შენი ასე და ისეო :))
LikeLike