ისტორია მეორდება

ერთხელ, როგორც ტრაგედია და მეორედ… მეორედაც, როგორც ტრაგედია. 🙂

თუმცა, როდესაც 8 ფინალიდან 6-ს წააგებ, რაღა ტრაგედიაა?

არც – ფარსი.

1

კანონზომიერებაა.

2003 წელს, როდესაც ზიდანმა “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინტერვიუში უთხრა “მარკას” – მსურს ახლა, დესიმა, უნდესიმა და დუოდესიმაც მოვიგოო.

2

იმსახურებდა და – მოიგო კიდეც.

#ბუფონიიმსახურებს ტიპების გულის გასახარად. Winking smile

ყველას ეგრე აგსრულებოდეთ ჩანაფიქრი, როგორც ზიდანს. Smile

დაკიდევ, ყველა იმ “ექსპერტს”, ვინც ამტკიცებდა, რომ “იუვენტუსი” უძლეველია, გოლს არ გაუშვებს, ფავორიტია და დროა, ლიგა მოიგოს, საერთოდ უნდა აუკრძალო ფეხბურთზე ლაპარაკი.

მითი “იუვეს” უძლეველობაზე შექმნა გაფარჩაკებულმა სერია ა-მ, სადაც კონკურენტი არ ჰყავს. და “ბარსელონას” დამარცხებამ, მაგრამ “ბარსა” წელს ძალიან არასტაბილური გუნდი იყო და ის თამაში საზომად ვერ გამოდგება.

იგუაინი კარგი რომ ყოფილიყო, “რეალში” იქნებოდა, რაის უძლეველი “იუვე”. Smile

1

‘Hala Madrid y Nada Más!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: