იყო ასეთი ტრადიცია – არდადეგების/შვებულების დროს რამე ვებერთელა წიგნი (“ომი და მშვიდობაა” ზედგამოჭრილი) ჩაგედო ჩანთაში, საზაფხულო საკითხავად წაგეღო თან, გეტარებინა მთაში, ზღვაზე და ჩამოგეტანა უკან ისევ ისე, გადუშლელად. დღეს ეს ტრადიცია ქინდლმა მოსპო. თქმა არ უნდა, ქინდლის ტარება იოლია, მაგრამ წიგნების თრევას სხვა პლუსი ჰქონდა, იმ ანეკდოტისა არ იყოს – თუ ვერ დავეწევი, გავივარჯიშებ მაინცო. მაგრამ ეს პოსტი მაინც ქინდლზე იქნება. ვარჯიშზე – სხვა დროს.
ვინც ქინდლს ყიდულობს, პირველი თავსატეხი ესაა – როგორ ჩავაგდოთ წიგნი ქინდლში. თავსატეხიო, თუმცა დიდი ვერაფერი სირთულეა. გზა სამია. სამივე – მარტივი.
გზა პირველი. Amazon-ის ბიბლიოთეკა, სადაც უთვალავი კარგი წიგნია, ბევრი უფასო წიგნია და ბევრიც იაფი წიგნი. სეილებიც არის ხშირად. “ამაზონიდან” წიგნის შეძენა პირდაპირ ქინდლიდან შეიძლება. ეს ერთადერთი ინტერნეტ მაღაზიაა, საიდანაც პირდაპირ ქინდლით შეიძენ წიგნს და შეიძენ თუარა, შენსავე წიგნების კარადაში შემოდებენ “ამაზონის” სერვერზე და ქინდლშიც გამოჩნდება – ქინდლს ორი თარო აქვს “Cloud” და “On Device”. ერთი ლოკალური, მეორე კი სერვერს “უყურებს”.
გზა მეორე. სხვა (უფასო) ონლაინ ბიბლიოთეკები, ტორენტები, ათასი მათგვარი და სასურველი წიგნის დაგუგლვა, საიდანაც წიგნს პირდაპირ ქინდლში ვერ ჩამოქაჩავ – ჯერ კომპიუტერში უნდა ჩამოქაჩო, მიუერთო ქინდლი USB-ით და ჩააგდო წიგნი ქინდლის “documents” ფოლდერში – ესაა სულ. On Device თაროზე შემოჯდება უმალ. თუ არ ჩანს – ე.ი. ფორმატია არასაქინდლო ან ცუდადაა დაკონვერტებული
- შეგახსენებთ, რომ ქინდლი კითხულობს mobi და azw3 ფორმატს პლუს pdf-ს. epub-ს და fb2-ს ქინდლი ვერ აღიქვამს.
- ელექტრონული წიგნების საუკეთესო კონვერტორი (და არამხოლოდ კონვერტორი) არის Calibre.
გზა მესამე. არაამაზონიდან ჩამოქაჩული წიგნის გადაგზავნა ამაზონის ქლაუდ-კარადაში. ღრუბლებში წიგნების შემოწყობა გითავისუფლებს ადგილს ქინდლში/კომპიუტერში/ფლეშკაზე/რავიციკიდევსადინახავ. მესამედ კი ვთქვი, მაგრამ ეს მესამეა ყველაზე მოსახერხებელი, ბუნებრივი, ნატურალური და კოშერული გზა. ღრუბლების თაროს წიგნები გამოჩნდება ქინდლის Cloud თაროზე. როცა გნებავს, ჩამოქაჩავ ქინდლში, როცა გნებავს – წაშლი ქინდლიდან – ქლაუდში დარჩება სამუდამოდ და როცაკი მოისურვებ, იოლად ჩამოქაჩავ ისევ. არც USB-კაბელი დაგჭირდება, არც – კომპიუტერი. მხოლოდ – WiFi. ამაზონი იმახსოვრებს რა წიგნს კითხულობ ქლაუდიდან და რომელ გვერდზე ხარ. თუ კომენტარს დაამატებ (პროფესიული ლიტერატურის კითხვისას სასარგებლო რამაა) ქლაუდზე სინქრონიზაციის შემთხვევაში, ყველა კომენტარი და ბუქმარქი შეგენახება. ბევრი პლიუსი აქვს, რომ არ გავაგრძელო.
ქლაუდ-კარადაში წიგნის მოძებნა იოლია, რამდენიუთვალავი წიგნიც არ გქონდეს – ამაზონი ახარისხებს ავტორის, დასახელების, ბოლოსდამატებული-ს მიხედვით, მაგრამ პირადი გამოცდილებით, გირჩევ – “კოლექციები” დაიხმარო. ქინდლის მენიუდან ირჩევ Create New Collection-ს და შექმნი “კოლექციას”, დაამატებ წიგნს.
Collection შეიძლება იყოს On Device (მხოლოდ ლოკალური), Cloud (მხოლოდ ღრუბელში) და – სინქრონიზაციის რეჟიმში (სინქრონიზებული კოლექცია ქინდლში ვარსკვლავითაა აღნიშნული – როგორც პირველ ფოტოზეა “კოლექცია” Action).
ამასთან, ერთი და იგივე წიგნი შეიძლება რამდენიმე “კოლექციაში” მოათავსო – ძალიან მოსახერხებელია. მე, მაგალითად, წიგნები შემოწყობილი მაქვს ავტორის პირად თაროზე (=“კოლექციაში”), ჟანრების და სერიების მიხედვით, რაც ძებნას აიოლებს.
ღრუბელში წიგნის გადაგზავნა შეიძლება ი-მეილით (იმ მისამართზე, რომელსაც ამაზონი ქინდლის ყველა მფლობელს ანიჭებს). შეიძლება, არ იცი, რომ ასეთი მისამართი გაქვს, მაგრამ აუცილებლად გაქვს, თუ რეგისტრირებულ ქინდლს ფლობ. მეილი ასე გამოიყურება @kindle.com.
- მიდიხარ https://www.amazon.com/manageyourkindle და Manage Your Content and Devices. იქ სამი სვეტია: Your Content (წიგნები), Your Devices (ქინდლები) და Settings. დივაისებში გიჩვენებს ქინდლს(ებს) და მასზე მიბმულ მეილ-მისამართს.
მეილით არასაქინდლო ფორმატის წიგნის გადაგზავნაც შეიძლება, ოღონდ Subject-ში უნდა ჩაწერო convert. ამაზონი წიგნს დააკონვერტებს და azw3 ფორმატში შემოდებს თაროზე… თუმცა, მე სხვა გზას ვამჯობინებ და ესაა SendtoKindle.
Send to Kindle სპეციალური პროგრამაა, იმისთვის რომ წიგნი ამაზონის სერვერზე საკუთარ წიგნების კარადაში გადააგზავნო. მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი რამაა. როგორც იტყვიან, რიქომენდედ!
და კიდევ ერთი – ქლაუდზე პირობითად ორი კარადაა – ამაზონიდან ნაყიდი წიგნები ჩანს, როგორც Books და შენს მიერ გადაგზავნილი, როგორც Docs. ყველა ადგილზეა, უბრალოდ ცალ-ცალკე კარადაში. სამაგიეროდ, მათი ერთსა და იმავე “კოლექციაში” დამატება შეიძლება.
ვინის “კოლექციაში” დამატებული ორი წიგნი Books ამაზონიდან ნაყიდი ორიგინალია, სხვა სამი კი Docs რუსული თარგმანი ი-რიდინგიდან. გვერდიგვერდ არიან და არც ჩხუბობენ.
და კიდევ ერთი – ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, Amazon CloudDrive-ზე აქვს სივრცე. თუ, მაგალითად, Fire გაქვთ – მას 5 GB ონლაინ საცავი მოყვება ან Amazon Prime… ქინდლის ღრუბელი ამისგან დამოუკიდებელია! ქინდლის ღრუბელზე შემოწყობილი წიგნები Amazon CloudDrive-ის მოცულობას არ იჭერს და ულიმიტოა. აგზავნეთ, რამდენიც გსურთ.
სხვათა შორის, წიგნებს არ ეხება, მაგრამ ფოტო-სივრცეც ულიმიტოა ამაზონზე და CloudDrive-ის 5 GB-ს არ “ჭამს”. ეს ისე – ინფორმაციისთვის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
მაგრამ თუ ჩვენს ზღვაზე მიდიხართ და ქინდლი არ გაქვთ, აქედან თრევა არ არის საჭირო – “წიგნები ბათუმში”, სადაც ფილიფ ქ. დიქი და ლე გუინია. ბრედბერის “მარსის ქრონიკებზე” რომ არაფერი ვთქვათ.
ოთხი ქინდლი გაქვს?? :))
LikeLike
ერთი 🙂 ძველი გავაჩუქე.
ფაიასთან ერთადაა ოთხი.
LikeLike
Collectionshi cignis kda rom gichvenos rogor gavaketo? Chems Kindle bevri cigni kdis gareshe chans? Madloba
LikeLike
თუ ქავერი არის, უნდა ჩანდეს.
შეიძლება პატარა ზომის ქავერია. კალიბრში შეგიძლია მაგის ნახვა და შეცვლაც შეგიძლია. აქ მაგდენს ვერ დავწერ, ცალკე პოსტი გამოვა 🙂 კალიბრის ჰელფი ნახე.
LikeLike
ჩემთვის დაგიწერია ეს პოსტი!
ქინდლი რომ გამოვიწერე, ხომ გითხარი ჩამოვიდა, ნელ-ნელა ვითვისებ.და შენი დახმარება მინდა. მაგრამ ჯერ კითხვებს ვაგროვებ, რაშიც ვერ გავერკვიე. 🙂
ქავერებს რატომ არ მიჩვენებს, მეც მაინტერესებდა. ახლა გავიგე, მაგრამ კალიბრს არ ვიყენებ. ადრე რომ გქონდა ბიბლიოთეკები ჩამოწერილი, ეგენი ვნახე და პირდაპირ mobi-შია წიგნები, ამიტომ არ დამჭირვებია კონვერტაცია.
ამაზონს რომ გადავუგზავნო მეილზე და კონვერტაცია მოვთხოვო არ გაზრდის ქავერის ზომებს?
LikeLike
კალიბრი მხოლოდ კონვერტორი არაა, მულტიფუნქციური პროგრამაა. ძალიან გამოსადგომი რამეა.
ქავერის გამოცვლა რედაქტირებაა, ამაზონი უბრალოდ აკონვერტირებს azw ფორმატში, შეცვლით არაფერს ცვლის.
ნოპრობლემ.
ესპრესო შენი, კონსულტაცია – ჩემი 😉
LikeLike
ქინდლში ქართული შრიფტის ჩაწერა შესაძლებელია?
LikeLike
არ ჭირდება. უნიქოდ შრიფტები აქვს, რაც ყველა დამწერლობას აღიქვამს ქართულიდან ჩინურამდე.
LikeLike
დიდი მადლობა პასუხისათვის. ქინდლი ახლახანს შევიძინე და ჯერ კიდევ ვერკვევი, როგორ გამოვიყენო. saba.com.ge-ზე შეძენილი რამდენიმე წიგნი ჩავწერე ქინდლში. ვკითხულობ, მაგრამ როცა კონკრეტული წიგნი მინდა მოვძებნო ავტორით, ან სახელწოდებით, ვერ ვახერხებ, რადგან ქართული კლავიატურა ვერ დავაყენე.
LikeLike
ჰო კლავიატურას ვერ დაუმატებ. რა ენაც არის სისტემურად დამატებული – ეგაა მხოლოდ.
წიგნებიც ცოტაა ქინდლისთვის ქართულად.
ისე, აქ ვარ http://www.facebook.com/ebookkindle
და ქინდლის სხვა სტაჟიანი მფლობელებიც არიან. თუ დაგაინტერესებს რამე, გვკითხე. 🙂
LikeLike
პირატული წიგნის გადაგზავნა ამაზონზე შეიძლება? წავიკითხე ფორუმზე, რომ შლიან ასეთ წიგნებსო
LikeLike
ამდენი წელია ქინდლი მაქვს და ჯერ ერთი წიგნიც არ წაუშლია ამაზონს.
ახლა საკუთრივ ამაზონის წიგნები ყველა ლეგალურად მაქვს და სხვებისა სულ არ ანაღვლებთ მაგათ 🙂 ატვირთე მშვიდად. და რილექს.
LikeLike
რედაქტორი არ მუშაობს კალიბრში. მობი ფორმატის წიგნები მაქვს, ზოგში აბზაცებია არეული და მინდა გავასწორო, მაგრამ რედაქტორი არ ხსნის.
ადრე რაღაც პროგრამა მქონდა mobieditor მაგრამ ვეღავ ვპოულობ, საიტზე აღარ დევს და ეგ ხომ არ გაქვს?
LikeLike
mobicreator იყო, მგონი… მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ეგ პროგრამები აღარაა – მობი ამაზონმა იყიდა და მაგის რედაქტორები აღარაა.
რაც ეხება კალიბრს – თუ კონვერტორის რეჟიმში გინდა, მანდ შეიძლება რედაქტირებაც, მაგრამ ლაითად – ქავერი, დასახელება, ავტორი, თეგები და ა.შ.
თუ ტექსტის გადაწყობა გინდა, მაშინ ჰო – რედაქტორი მობის ვერ არედაქტირებს, უნდა გადაიყვანო mobi – epub-ში, მაგის რედაქტირება შეიძლება კალიბრშიც და ცალკეცაა, ალბათ, რედაქტორები. პლუს ფლაგინებიც აქვს კალიბრს… მოკლედ დააედიტებ და გადაიყვან ისევ უკან მობიში. 🙂
თუ რამე კონკრეტული დეტალები გაინტერესებს – ზემოთ სხვა კომენტარში რომ ფბ ლინკი დავდე
გადადი იქ და პმ მომწერე. აქ არ მინდა ჩატად გადაიქცეს კომენტარები. 🙂
LikeLike