იაპონელი პო

Edogawa Rampoტარო ჰირაის ლიტერატურული ფსევდონიმი მისი ამერიკელი კერპის  სახელის და გვარის იაპონური ალიკვალია. ედოგავა რამპო – ასეთ მეტყველ ფსევდონიმს პასუხისმგებლობაც დიდი აქვს. აწევა უნდა შეგეძლოს.

ედოგავა რამპო დიდი მწერალია. კლასიკური დედუქციურ-ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატი. ვისაც წაკითხული არ გაქვთ, მოსალოცად გქონიათ საქმე. ნამდვილი სიამოვნება გელით წინ. პირველად წაკითხვის სიამოვნება. უცნაურია, რომ ჩვენში ნაკლებად პოპულარულია და ნაკლებად იცნობენ. აღმოსავლური მითოლოგია, მისტიკური შეფერილობა, დეტექტური ისტორია, მოულოდნელი ფინალი – ყველაფერია, რომ გეგემრიელოს.ტარო ჰირაიმ ჯერ თარგმნით დაიწყო – ჰოლმსიანიდან რამდენიმე მოთხრობა თარგმნა. შემდეგ თავადაც სცადა დეტექტური მოთხრობის დაწერა. გააგზავნა ჟურნალში და დაუწუნეს. ძალიან ჰგავდა ქონან დოილს და ორიგინალობა აკლდა. მთელი ათი წელი საკუთარი სტილის მოძებნას მოანდომა – ამასობაში უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის კურსი დაამთავრა, სცენარისტად დაიწყო მუშაობა – კლასიკური იაპონური ანიმესთვის იგონებდა სიუჟეტებს. კორექტორადაც მუშაობდა გაზეთში. ატრიის (ლაფშის) შეჭამანდსაც ამზადებდა პატარა ჩაიხანაში. ერთი პირობა წიგნების მაღაზიაც ჰქონდა ძმებთან ერთად. 1923 წელის 22 სექტემბერს ტარო ჰირაი გაქრა და დაიბადა ედოგავა რამპო (Edogawa Rampo) – იაპონელი პო, სადებიუტო მოთხრობით “სპილენძის 2-სენიანი მონეტა”. აქედან მოყოლებული ბოლო მოთხრობამდე ყველაზე პოპულარულ იაპონელ დეტექტივისტად რჩებოდა. იაპონიის დეტექტივისტთა კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო და ამ კლუბის პრემიის პირველი ლაურეატიც. მოგვიანებით კლუბმა ედოგავა რამპოს სახელობის პრემიაც დააწესა – ამერიკული ედგარის პრიზის იაპონური ანალოგი. ედოგავა რამპო ერთ-ერთი ყველაზე ეკრანიზებული იაპონელი ავტორია – ტელესერიალები, რადიო და თეატრალური დადგმები. ანიმაციური ფილმებიც კი არის…

  • სამწუხაროდ იაპონური სინე-ტელეპროდუქციიდან ჩემთვის გასაგებ ენაზე თარგმნილს ვერაფერს მივაგენი.. დასავლურიდან კი ბარბე შროდერის 2008 წლის ფილმს “ინჟუ: მხეცი წყვდიადში” (Inju: The Beast in the Shadow”) შეგიძლიათ, უყუროთ.

რამპოსეული ჰოლმსი კერძო დეტექტივი კოგორო აკეჩია – ჰოლმსთან ბევრი რამ აქვს საერთო, მაგრამ განსხვავებებიც მოიძებნება. ჯერ ის არის, რომ უოთსონი არ ჰყავს. მეორე ის რომ მარტოხელა არაა, ცოლი ჰყავს. სიგარეტს ეწევა ჩიბუხის ნაცვლად. კრივის ნაცვლად – ძიუდოს ფლობს. ჰყავს დამხმარე არმია – ტოკიოს ქუჩებში მაწანწალა ბავშვებისგან შემდგარი, გადაცმის დიდოსტატია და გამოძიებისას დედუქციურ მეთოდს იყენებს.

Rampoპო თუ მისტიკოსი იყო, რამპო – მისტიფიკატორიაო, წერენ. რამპოს დეტექტურ მოთხრობებში ხშირია იდუმალებით მოსილი ამბები, ლეგენდები, ზღაპრები… მაგრამ ახსნა, როგორც წესი, რაციონალურია (ამით უფრო ქონან დოილს წააგავს ისევ). ის, რაც ამერიკელ “სეხნიასთან” უდავოდ საერთო აქვს – ატმოსფეროა. ნუარი. ხშირია ეროტიკული კონტექსტი (ანიმე-ჰენტაი-მანგას უკვალოდ არ ჩაუვლია მაინც). დანაშაულის მოტივი და მიზეზი მასთან ვნებაა უფრო ხშირად, ვინემ – ანგარება. რამპო გატაცებული იყო ფსიქოლოგიით და ესეც კარგად ჩანს მის ნაწარმოებებში.

მისტიფიკატორიო, კი ამბობენ, მაგრამ, კლასიკური დეტექტივის გარდა, რამპოს საშინელებათა და მისტიკური ჟანრის ნაწარმოებებიც აქვს. იოკაი (რაც მოჩვენებას, მაქციას ნიშნავს) ტრადიციული ჟანრია იაპონური ლიტერატურისთვის, ისეთივე ძველი, როგორც – ჩაის ცერემონია. რამპო იაპონური და მსოფლიო ლიტერატურის მკვლევარი იყო, არაერთი წიგნი და სტატია აქვს და, ცხადია, ვერც მშობლიურ ფოლკლორულ მოტივებს აუვლიდა გვერდს… მაგრამ ჩემთვის მაინც მისი დედუქციური, ჰოლმსიანური დეტექტივებია პირველი.

ახლა ორ მოთხრობას გირჩევთ დასაგემოვნებლად – და უმალ მიხვდებით, თქვენია რამპო თუ არა.

მთვარის ჯადოსნური ხიბლი

ბროწეულის ნაყოფი

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

მწერლის ფსევდონიმი იაპონურად ედოგავა რანპოა. დასავლეთში – რამპოდ იცნობენ, თუმცა ორივე ვარიანტი შეგხვდებათ. მე რამპო ვამჯობინე, რაკი მწერლის სიცოცხლეში მის წიგნებს ინგლისურად სწორედ ამ ტრანსლიტერაციით გამოსცემდნენ, ჰოდა, თავად უკეთ იცის.

***

ედოგავა რამპო ი-რიდინგზე და ფლიბუსტაზე (რუსულად)

ედოგავა რამპო საბა.ჯიზე (ერთი მოთხრობაა მხოლოდ)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “იაპონელი პო”

    1. იყო დრო, იაპონურ ლიტერატურას ვებდღვენი 🙂 ძალიან ბევრი მწერალი წავიკითხე. მერე გადამიარა.
      ახლა იმათგან დამრჩა სამი: კავაბატა, ინოუე და რამპო.
      პლუს კიდევ აკუტაგავა მეტნაკლებად.

      ოღონდ კობო აბეზე და მურაკამიზე არ მკითხოთ :))

      Like

  1. ეს მწერალი არ ვიცი, მაგრამ პოსტი ისეთია, თითქოს გეზარებოდა წერა :))
    ფამუქზე რა კარგი პოსტი დაწერე, ან სელინჯერზე და ედოგავა რამპო დაჩაგრე.

    Like

    1. ყველა, ვიზეც ვწერ უკეთეს პოსტს იმსახურებს. 🙂 მაგრამ შესაძლებლობებში და ნიჭშია სხვაობა.
      აი, იმათ რომ დაწერონ პოსტი ჩემზე – უფრო მაგარი გამოვა. :))

      ისეკი, სელინჯერი კაი, მაგრამ ფამუქზე პოსტი ვაიუშველებელია. თავად მე მაგხელა პოსტებს არ ვკითხულობ. :)))

      Liked by 1 person


  2. https://polldaddy.com/js/rating/rating.jsნაწარმოებების ნაწილი ვერ ითარგმნება, ნამეტნავად იაპონურ ენაზე მორგების გამო. მაგალითად მოთხრობა “ფსიქოლოგიური ტესტი” წავიკითხე რუსულად და ინგლისურად, არ ვარგოდა… არადა რამპოს ტოპ 10-ში შედის.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: