ფრანგი ქალღმერთი

ამასწინათ მეგობარმა, რომელსაც დეტექტივები არ უყვარს დიდად და არც “ნამდვილი დეტექტივი” აქვს ნანახი, არც – “ფარგო”, არც – “ხიდი”… (ჰო, “ფარგო” მთლად დეტექტივი არაა, მაგრამ მაგარია (ფილმიც და სერიალიც) ძალიან)… მოკლედ, ვისხედით, ვსვამდით ყავას შოკოლადის ტარტალეტითა და ვაფლით, ვლაპარაკობდით აქეთურზე და იქეთურზე და “მენტალისტი” მირჩია. რაკი კარგი დეტექტივი ჭირს და კარგა ხანია არაფერი მინახავს, ცდა გადავწყვიტე.  “ფარგო” ვერაა. ვერც – “ხიდი”. მაგრამ ახლა ამ სერიალზე არ ვწერ. ეს დეტექტური სერიალი იქცა ინსპირაციად პოსტისა ფრანგ “ქალღმერთზე”.

“ქალღმერთს” პირველად ბევრი წლის წინ მოვკარი თვალი ფრანგულ კომედიურ-კრიმინალურ-ფანტასტიკურ ფილმში “ფანტომასი”. არ ვიცი, დღეს როგორაა, მაგრამ მაშინ, როდესაც “ფანტომასი” საბჭოთა ეკრანზე გამოუშვეს, ამ ავტომობილის კადრში “შემოსვლა” სუნთქვის შეკვრა, აღტაცება, ფურორი და შოკი იყო.

Fantomas DS

თეთრი ფერის “ქალღმერთით” ფანტომასი გარბის, შავი ფერის “ქალღმერთით” კი კომისარი ჟიუვი მისდევს. თუმცა, ეს მეორე, კი ხედავთ, მთლად წარმატებული ვერაა.

“ქალღმერთი” სიტროენის ფირმის ავტომობილია. Citroën DS (Déesse – ფრანგულად “ქალღმერთია”). კომპანიამ 1955 წელს წარადგინა პირველად და მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დიზაინისა და ტექნოლოგიურად დახვეწილი ავტომობილი იყო. 1975 წლამდე აწარმოებდნენ მცირე მოდიფიკაციებით (DS19, DS21, DS23). დღესაც არაერთია შემონახული თაყვანისმცემელთა და კოლექციონერთა ავტოფარეხში.

Citroen DS DecapotableCitroen DS Pallas

სიტროენის “ქალღმერთი” ორი გენიოსის ქმნილებაა  – იტალიელი დიზაინერის,  ფლამინიო ბერტონის (Flaminio Bertoni) და ფრანგი ინჟინრის, ანდრე ლეფებრის (André Lefèbvre).

ბერტონი მხატვარი და სკულპტორი იყო, წარმოშობით – იტალიელი, თუმცა წლების მანძილზე “სიტროენის” მთავარ დიზაინერად მუშაობდა და DS-ის გარდა, ლეგენდარული Traction Avant-ის დიზაინის ავტორიცაა. მშობლიურ ქალაქ ვარეზეში დღეს მისი მუზეუმიც არის.

ლეფებრი ფრანგი ავია-კონსტრუქტორი იყო. ბერტონი-ლეფებრის ტანდემი პირადად ანდრე სიტროენის მეცადინეობით შეიკრა, როდესაც ეს ორი “რაღაც რევოლუციურის” შესაქმნელად გადაიბირა. “რაღაც რევოლუციური” აღმოჩნდა ჯერ Traction Avant და მოგვიანებით კი ამ პოსტის გმირი – DS.  

Citroen DS BossaertCitroen DS CabrioCitroen DS ConcordeCitroen DS Red

  • Traction Avant, ალბათ, ასევე იმსახურებს პოსტს. ეს ავტომობილიც უამრავ ფილმში ჩანს, მითუმეტეს, რომ ის იყო ამერიკელი განგსტერებისა და ნაცისტი გესტაფოელების საყვარელი ავტომობილი.

Citroën DS კი დარბაისელ არისტოკრატთა და მეამბოხე (და ფულიანი Smile) ახალგაზრდების საყვარელ ავტომობილად იქცა, რაკი, მიუხედავად “წარმომადგენლობითი” დიზაინისა და შთამბეჭდავი გაბარიტებისა, გამოირჩეოდა მანევრულობითა და სიჩქარით – ტექნიკური დეტალებით არ შეგაწყენთ, მითუფრო, რომ ამ საქმის მცოდნე ნამდვილად ვერ ვარ, საკმარისია ის ვთქვა, რომ “ქალღმერთი” რამდენიმე ავტორბოლის გამარჯვებულია. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი პოპულარული ფეშენ-ავტომობილიც იყო. მოდის ჟურნალებისა და ფოტო-სესიების გმირი.

ამ ავტომობილის თაყვანისმცემელთა შორის ისეთი განსხვავებული ადამიანები არიან, როგორც შარლ დე გოლი, პაპი იოანე XXIII, ბრაიან ჯონსონი, ჯეინ ბირქინი, მარკ შაგალი, გრემ გრინი, ფრენსის ფორდ ქოფოლა, სერ ალექ გინესი, როზამუნდ ფაიქი.

Francis F. Copalla DSJane Birkin DS

IMDB-ს თუ ვენდობით, “ქალღმერთი” 2’000-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს. “ფანტომასი” და “მენტალისტი” კი ვახსენე. კიდევ ორს ,“უკან – მომავალში” და “ნაიარევი სახე” ვახსენებ და სხვა საჭიროც არ იქნება.

“ტურის დღეში” კი რეალური ამბებია ნაჩვენები, როდესაც ფრანგმა ექსტრემისტებმა პრეზიდენტ დე გოლს მოკვლა დაგეგმეს. სამხედრო-ტერორისტული ოპერაციის დროს პრეზიდენტის ავტომობილის ბორბლები ავტომატის ჯერით დაცხრილეს, რომ მწყობრიდან გამოეყვანათ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დე გოლის DS ბრონირებული არ იყო, ავტომობილმა თავდასხმას გაუძლო და პრეზიდენტი სამშვიდობოს გაიყვანა.

როცა Global Automotive Elections Foundation გასული საუკუნის ყველაზე-ყველაზე-ყველაზე ავტომობილებს გამოარჩევდა, მათ შორის, რომლებმაც მე-20 საუკუნეზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს (influental cars – ასეთი იყო ნომინაცია) Citroën DS-მა მესამე ადგილი დაიკავა Ford Model T-სა და BMC Mini-ს შემდეგ, Volkswagen Beetle-სა და Porsche 911-ის წინ.  ამავე დროს ბრიტანულმა ჟურნალმა, Classic & Sports Car-მა მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ავტომობილად დაასახელა. DS ამერიკული ჟურნალის, Automobile-ის ყველა დროის ყველაზე მაგარ ავტომობილთა სიის მე-5 საპატიო ადგილზეცაა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: