ქალები სტადიონზე

volume 1

ქალები ფეხბურთის სტადიონზე იშვიათად დადიოდნენ. ადრე. დღეს კაცებიც აღარ დავდივართ და არ ვიცი, როგორია ქალი-გულშემატკივრების საქმე. სპორტის სასახლეში კი ყოველთვის ბევრი ქალი-გულშემატკივარი იყრიდა თავს. იმ დროს, თბილისის “დინამო” რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა და მერეც. ყოველთვის. ახლაც ასეა. საიდან ეს განსხვავება? ალბათ იმიტომ, რომ გოგონებს მაღალი ბიჭები მოსწონთ. 🙂

მაგრამ მსოფლიოში ფეხბურთს ბევრი ცნობილი ქალი გულშემატკივარი ჰყავს. გამორჩეული გარეგნობის. სტადიონზე, ხშირად, სილამაზის კონკურსის გამართვაც შეიძლება. 🙂 მაგრამ ახლა სხვებზე დავწერ – იმათზე, ვისთვისაც ფეხბურთი პროფესიონალური ინტერესის საგანია. ქალ ჟურნალისტებზე, რომელთა გამორჩეულ გარეგნობას ფეხბურთის ნიუანსების ჩინებული ცოდნაც კი ვერ ფარავს.

კოლუმბიელი მირელლა ხრისალესი (Mirella Grisales) Telemundo Sports/NBC Universal-ის ჟურნალისტია. 38 წლისაა. Deportivo Independiente Medellín-ისა და მადრიდის “რეალისა” გულშემატკივარია. ერთხელ, კარგა ხნის უკან, ყველაზე სექსუალურ ლათინოამერიკელ ჟურნალისტებს შორის დაასახელეს და მას შემდეგ ამ სიის მუდმივი ბინადარია და არ ტოვებს. 🙂

Mirella GrisalesMirella Grisales 3

Mirella Grisales 4Mirella Grisales 2

მარინა გრანსიერა (Marina Granziera) კოლუმბიური Blu Radio-სა და Caracol TV-ს სპორტული ამბების მიმომხილველია.

Marina GranzieraMarina Granziera 3

Marina Granziera 4Marina Granziera 2

ერიკა ფერნანდესი (Erika Fernández) Fox Sports-ის ჟურნალისტია, კოლუმბიელია და მექსიკაში ცხოვრობს. კოლუმბიისა და მექსიკის ნაკრებების მხარდამჭერია, კლუბებს შორის მისი რჩეული მექსიკური Cruz Azul-ია. ერიკა ველური ბუნების დამცველია და WWF-ს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ❤

Erika Fernandez 3Erika Fernandez 4

Erika Fernandez 2Erika Fernandez

მისი კოლეგაა 35 წლის ხიმენა სანჩესი (Jimena Sanchez), მექსიკელია და, იმედი მაქვს, გულში მაინც მექსიკის საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრობს, თორემ ამ “საფეხბურთო” პოსტში ვერ ჩავსვამ. Smile ღიად კი ამერიკული ფეხბურთის Oakland Raiders-ის ფანია… და ჟურნალი Maxim “მექსიკელ კიმ კარდაშიანად” მოიხსენიებს.

Jimena Sanchez 3Jimena Sanchez 4

Jimena Sanchez 2Jimena Sanchez

ყოფილი მის სამყარო მექსიკიდან მარისოლ გონზალესი (Marisol González) Televisa Deportes-ის სპორტული ამბების წამყვანია.

Marisol Gonzalez 3Marisol Gonzalez 4

Marisol Gonzalez 2Marisol Gonzalez

“კრუზეიროს” გულშემატკივარი და “ვარსკვლავური ომების” დიდი ფანია Globo-სა და Fox Sports-ის ბრაზილიელი ჟურნალისტი რობერტა სეტიმი (Roberta Setimi). გატაცებულია სერფინგით, ტანვარჯიშითა და იოგათი.

Roberta SetimiRoberta Setimi 3

Roberta Setimi 2Roberta Setimi 4

ედუარდა პეჩინატიც (Eduarda Peccinatti) ბრაზილიელია. Fox Sports Brasil-ის სპორტული გადაცემების წამყვანი და საფეხბურთო მიმომხილველია (თავისი ფოტო-ალბომები ჩაკეტილი აქვს, ამიტომ მხოლოდ ოფიციალური მედია-ფოტოების ამარა ვართ Sad smile).

Eduarda Peccinatti 2Eduarda Peccinatti

არგენტინელმა პამელა დავიდმა (Pamela David) 38 წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ მოასწრო: იყო “ფლეიბოის” მოდელი, მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსებში, რეალითი შოუებში, სცადა მსახიობობა, გაახმოვანა რამდენიმე ფილმი, სიმღერებიც ჩაწერა და BBC-ის Match of the Day-ის წამყვანიც იყო.

Pamela DavidPamela David 4

Pamela David 3Pamela David 2

37 წლის არგენტინელი ჟურნალისტი და მოდელი ალინა მოინი (Alina Moine) არგენტინულ Fox Sports-ზე მუშაობს. სპორტულ ამბებს მიმოიხილავს და სპორტული თოქ-შოუს წამყვანია. უსმენს ჰევი მეტალსა და ჰარდ როკს. სირბილის დიდი პროპაგანდისტია, მარათონელი. მეკლდეურია და დართსიც უყვარს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არგენტინელი სპორტული ჟურნალისტია, გამორჩეულად პოპულარულია ვიდეო, სადაც გადაცემის წაყვანისას პირდაპირი ეთერის დროს მერილინ მონროს ცნობილი კაბის ფრიალის სცენა გაიმეორა უნებლიედ. Smile

Alina Moine 1Alina Moine 2

Alina Moine 3Alina Moine

ოკეანგადაღმა ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი, კალათბურთი, ბეისბოლი უფრო უყვართ და ყველა ლამაზ ჟურნალისტსაც მაქეთკენ მიუწევს გული. ასე იყო კანადელი ჯული სთიუართ-ბინქსიც (Julie Stewart-Binks), Toronto Maple Leafs-ის დიდი გულშემატკივარი და CBC-ის კორესპონდენტი NHL-ის მატჩებზე, მაგრამ ESPN-სა და Fox Sports West-ზე გადასვლის შემდეგ, MLS-ს მიმოიხილავს და მსოფლიო ჩემპიონატებზეც მუშაობს. 29 წლისაა.

Julie Stewart-BinksJulie Stewart-Binks 2

Julie Stewart-BinksJulie Stewart-Binks 3

MLS-ის მატჩებს მიმოიხილავს ამერიკელი ჩარისა თომსონიც (Charissa Thompson). ჩვენებური ფეხბურთი (იქ სოკერად წოდებული) მისთვის დამატებითი სამუშაოა. იყო NHL on Versus და The NFL on Fox Sports-ის წამყვანი, მაგრამ ESPN-ზე MLS-საც უთმობს ყურადღებას. 34 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ჟურნალისტია.

Charissa ThompsonCharissa Thompson 4

Charissa Thompson 2Charissa Thompson 3

უგულშემატკივრეთ ფეხბურთს და გახსოვდეთ – კარგი წამყვანის ხელში ყველაზე მოსაწყენი მატჩიც კი შეიძლება ნამდვილ სანახაობად იქცეს!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ევროპელ სპორტულ ჟურნალისტებზე – მეორე ნაწილი.

P.P.S.

გასულ კვირას და ბოლო დროს ისეთი პოსტები მქონდა, რომ ეს ორშაბათი, დროა, გავალაითო.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: