ცენზურა და(ვ)იცავი, ბიჭო!

ერთხელ მეგობართან ვიყავი სტუმრად და საიდანღაც ძველი, სკოლისდროინდელი რვეული გააძრო. ნახე, რა ვიპოვეო. ლენინის რომელიღაც იუბილე იყო და სკოლაში საგანგებო მრავალფურცლიანი რვეული გაგვახსნევინეს –  მთელი იმ საიუბილეო წლის განმავლობაში ვავსებდით – ლენინზე ლექსები, ფოტოები, მოგონებები და ჯანდაბა იმას და ჩემ ბავშვობასაც. Smile მეც მქონდა მაშინ ეგეთი რვეული. პოლიტმეცადინეობა ერქვა თუ ისტორიის გაკვეთილზე იყო, აღარ მახსოვს.

მიჩვენებს ის ჩემი მეგობარი ამ რვეულს და ნახე რა ვიპოვეო, რა დღეში ვყავდითო… გამოვართვი და ამ დროს მისი პატარა შვილი მოდის და ეკითხება:

– მამა, ლენინი ვინ არისო.

მამამისს ჯერ გაუკვირდა, შემდეგ გაუხარდა და ეუბნება:

– რა ბედნიერი ხარ, შვილო, ლენინი ვინ არის, რომ არ იციო. Smile 

დღეს ის პატარა გაიზარდა და ახალგაზრდა კაცია უკვე. ლენინიც იცის, სამწუხაროდ და რუსული ენაც იცის. მაგრამ კარგი მშობლები ყავს, კარგი აღზრდა და კარგი გენები.

ყველას არ გაუმართლა ასე, სამწუხაროდ.

bigshit

bigshit continues

ჩვენც არ გაგვიმართლა, რომ უდაბნო არ აღმოგვაჩნდა საქართველოს მახლობლად, რომ გავეყვანეთ ვინმეს 40 წლით.

ებრაელებს გაუმართლათ: ჭკუაც მისცა ღმერთმა. სინდისიც. და უდაბნოც მეზობლად.

ჩვენ – მეზობელი რუსეთი, ლენინი/სტალინი და ახალი კონსტიტუცია ილიჩის დაბადების დღეს გამომცხვარი. და ბევრი “სასარგებლო იდიოტი”.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

საქართველოს ნაკრები კიარა, GDS-ის ნაკრებიაო მითხრეს.

არა. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებია, სწორედ.

ჩემი ნაკრებია. შენი ნაკრებია. ბატონი ბიძინას ნაკრებიცაა, ცხადია.

P.P.S.

ვინც ამ ორ ფოტოს შორის კავშირს ვერ ხედავთ, მაპატიეთ, მაგრამ ბრიყვები გულუბრყვილოები ხართ, უბრალოდ.

P.P.P.S.

დიახ, ისეთი ხალხისთვის, ჩვენ რომ ვართ, რუსულის ცოდნა არის მავნებელი. ზიანის მომტანია და ფსიქიკის დამაზიანებელი. რუსული ენა არის მეტასტაზი. ინგლისური ენა საგანმანათლებლო სისტემაში უნდა შემოვიდეს როგორც აუცილებელი! სხვა ევროპულ და არაევროპულ ენებს არ აქვთ რუსულის განდევნის ძალა და უნარი. ასეთია რეალობა. ამიტომ – სწორედ ინგლისური და როგორც აუცილებელი საგანი.

Advertisements