დიუსელდორფში – ფინჯანი ყავისთვის

Dritan Alsela Coffee 2დიუსელდორფში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რისთვის ღირს იქ ჩასვლა, კარგად ვიცი. ისე კარგად, რომ, კეჟერაძის თქმის არ იყოს, კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი დიუსელდორფში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.

რატომ უნდა ჩახვიდე დიუსელდორფში? შეგიძლია, მოინახულო რაინშტადიონი, სადაც ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა – თბილისის “დინამომ” ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა… მაგრამ დღეს აღარც ეგ ტურნირი ტარდება და ის სტადიონიც დაანგრიეს. შეგიძლია, ბლოგერ ქეითს ესტუმრო, თუ დაბლოკილი არ ყავხარ და კარი გაგიღო. Smile მაგრამ ყველაფერს სჯობს, აეროპორტიდან პირდაპირ Schlüterstraße 3a-სკენ აიღო გეზი, სადაც დიუსელდორფის საუკეთესო ყავახანაა. სად გერმანია და სად ყავა, რატომ ლუდხანა არო – იტყვით. დანარჩენ გერმანიაში, კიბატონო – ლუდი, მაგრამ დიუსელდორფში – ყავახანა. დიუსელდორფში გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარისტაა. დრიტან ალსელა (Dritan Alsela). ალბანელია წარმოშობით და გერმანიაში იტალიური კაფე აქვს. Smile ასეთებიც ხდება. მაგრამ იტალიელი თუ არაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ყავის ავან-ჩავანი არ იცის. მისი ყავა ერთდროულად კულინარიული შედევრიცაა და ხელოვნების ნიმუშიც. პირველი – ვინც გასინჯა, მათგან ვიცი, მეორე კი… აგერ ნახეთ:

Dritan Alsela Coffee

დღეს ლატე-არტისტების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ჩემპიონატებზე ისეთს დახატავენ, რომ ლეონარდოც მოაწერდა ხელს, მაგრამ ხშირად ასე გაფორმებული ყავა აღარ დაილევა. Smile ესპრესო, კაპუჩინო, ლატე… განსაზღვრული ტემპერატურისა უნდა იყოს (ამაზე იმდენი პოსტი დავწერე, რომ აღარ ჩამოვთვლი) სანამ არტისტი შედევრს ხატავს, ყავა ცივდება. მუზეუმში დასადებად – კარგია, კლიენტისთვის მისართმევად – ცუდი. ალსელა პრაქტიკოსი ბარისტაა. მისი გაკვეთილებიც მარტივია და ძალიან პრაქტიკული.

პირველი ყავახანა 1996 წელს გახსნა. “ბაზარ კაფე” ერქვა, მაგრამ ახლა Dritan Alsela Coffee-ში უნდა ეწვიოთ, მისამართი კი დავწერე ზემოთ. იქვე პატარა ყავის-ატელიეც აქვს, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყავის მარცვალს აზავებს და განსხვავებულ გემოსა და არომატებს ეძებს. როგორც – პარფიუმერი. როგორც – სომელიე.

მისი კაფე კი ყავის აპარატების ნამდვილი ტექნოლოგიური მუზეუმია. და ამ დანადგარებს შორის ბიალეტის პატარა მოკადანიცაა. ისე, როგორც ყავის ნამდვილი გურმანის Mast Have წესია.

Dritan Alsela Coffee 1Dritan Alsela Coffee - Moka Express

გულშემატკივრობს: “ფორტუნას”

უსმენს: “ფინქ ფლოიდს”

უყვარს: სტეიკი

Dritan Alselaპერიოდულად მასტერ-კლასებსაც მართავს. მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ხან მიწვეული სტუმარია, ხან – ჟიურის წევრი. ახლა, ამ პოსტს როცა ვწერ, ლონდონის ყავის ფესტივალზე მიემგზავრება (როცა ამ პოსტს კითხულობთ, იქ უნდა იყოს უკვე და ვინც დიუსელდორფში ხართ, მისი ყავახანის სტუმრობას ნუ იჩქარებთ).

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Youtube Channel

Instagram

Dritan Alsela – il Barista

ეს სააღდგომოდ გამოგადგებათ. ერთი კვირა გაქვთ სავარჯიშოდ. Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “დიუსელდორფში – ფინჯანი ყავისთვის”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: