დავითი და ჯენიფერი

David Komaვინც დემნა გვასალია ორიენტაციის გამო დაიწუნა, სხვა გმირი მსურს შევთავაზო – დავით კომახიძე, ნატურალი, კაი პურის მჭამელი (ქართული სუფრა მენატრება ყველაზე მეტადო, ამბობს) მაგრამ – ცუდი კულინარი: კვერცხის შეწვაც არ იცის და უგემურ ყავას ხარშავს, უფლის სწამს, მოსწონს მონიკა ბელუჩი და სოფია ლორენი, სანკტ-პეტერბურგელი ქალი ყავს ცოლად და ტიერი მიუგლერის მოდის სახლის არტ-დირექტორია.

დავიდ კომა (David Koma) თბილისში დაიბადა. 8 წლის იყო, ოჯახი რომ რუსეთში გადაბარგდა საცხოვრებლად. იქ დაამთავრა კუსტოდიევის სამხატვრო სასწავლებელი და სანკტ-პეტარბურგის შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-საწარმოო აკადემია. პირველ ჩვენებებსაც პეტერბურგში მართავდა, ბოლოს, ლონდონს მიაშურა და, როგორც ამბობს, ბავშვობის ოცნებაც აიხდინა – Central Saint Martins College of Art&Design-ის მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა. პირველივე ნამუშევრებმა (ჩვენ რომ სადიპლომოს ვეძახით) წარმატება მოუტანა – ორი ჯილდო Harrods Design Award და  Vauxhall Fashion Scout Merit Award და კონტრაქტი ქსელ Harrods-თან.

დავიდ კომამ ბრიტანეთის მოდის საბჭოს ახალგაზრდა დიზაინერთათვის განკუთვნილი ფულადი პრემიაც მოიპოვა და ბრენდი David Koma დააფუძნა.

– რა წიგნს კითხულობთ ახლა?
– არცერთს. კარგა ხანია, წიგნებს ვეღარ ვკითხულობ.
– მუსიკა? რომელ მუსიკას უსმენთ?
– რუსულ პოპს. ბასტა, “გოსტი იზ ბუდუშჩეგო”, ლინდა მიყვარდა ადრე, ზემფირა… “ვია გრა” მომწონს – ძალიან ლამაზი ფორმები აქვთ, მიყვარს ქალები ლამაზი ფორმებით. აწოწილები და გამხდრები ჩემს გემოვნებაში ვერ ეტევიან.
დავიდ კომა. Sobaka.ru, დეკემბერი, 2009

დავიდ კომას კაბები სილუეტზეა მორგებული, საუკეთესოდ გამოკვეთს ქალის სხეულს, რა გასაკვირია, რომ მის კლიენტთა შორის არიან ქალები ლამაზი ფორმებით, ისეთები, დავიდ კომას რომ მოსწონს: სელენა გომესი, რიანა, ბეიონსე, ქილი ჯენერი, კიმ კარდაშიანი.

Selena Gomez in David KomaRihanna performance in David Komabeyonce-2009-mtv-awards-berlin-billboard-1548
Kylie-Jenner-Nip-Fab-AmbassadorKim-Kardashians-Fleur-Fatale-Melbourne-Launch-David-Koma-Beige-Halter-Top-and-Atsuko-Kudo-Latex-Skirt
(ვიცი, ახლა ამ ლამაზ ფორმებსა და კარდაშიანზე მეტყვით Smile მაგრამ მაგ ფოტოს მერე ვარჯიში დაიწყო და კარგადაც დაიკლო წონაში. მართლა.)

და ყველაზე ერთგული

Jennifer Lopez in David Koma - 3Jennifer Lopez in David Koma - 2
Jennifer Lopez in David KomaJennifer Lopez in David Koma - 5

ანატომიას ვსწავლობდი, ისე, როგორც სამედიცინოზე რომ მესწავლა – სხეულის შეცნობა მსურდა სრული სისავსით. ჯანსაღი გონება და ჯანსაღი სხეული – ეს იდეა მომწონს. სპორტი და ცეკვა სხეულის საუკეთესო სკულპტორები არიან.
დავიდ კომა. ინტერვიუ დელფინ როშს. Numero.com, მაისი, 2016

ანატომიის ლექციებს უკვალოდ არ ჩაუვლია. კაბა სხეულზე აკვდებაო რომ იტყვიან – ეს ყოფილა ზუსტად.Jennifer Lopez in David Koma - 4დავიდ კომა Fendi-ს კრეატიულ დირექტორობაზე ოცნებობდა, მაგრამ კარლ ლაგერფელდი ჯერ არსად წასვლას აპირებს, ამიტომ ტიერი მიუგლერის შეთავაზება სიხარულით მიიღო და 2013 წლის მიწურულს Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახდა, მითუფრო რომ მიუგლერს საყვარელ დიზაინერთა ექვსეულში ასახელებს (პიერ კარდენის, ონდრე კურეჟის, კლოდ მონტანას, ეზედიან ელაიასა და ჯეფრი ბინს შორის).

არტ-დირექტორსა და კრეატიულ დირექტორს შორის განსხვავება დიდხანს ვეძებე. ვერსიები და განმარტებებიც ბევრი შემხვდა. თავი რომ მოვუყარო, ასე ჩანს კრეატიული დირექტორი უფრო შემოქმედებითი თანამდებობაა – ის კოლექციების მომზადებაზე და ჩვენებებზე აგებს პასუხს, არტ-დირექტორს მეტი მენეჯერული ვალდებულებები აქვს და “სახლის” ზოგადი განვითარების სტრატეგიას მართავს. განსხვავება (დემნა გვასალიას თუ შევადარებთ) ისიცაა, რომ კრისტობალ ბალენსიაგა კარგა ხანია გარდაცვლილია, ტიერი მიუგლერი კი თავს მშვენივრად გრძნობს და პენსიამდეც ჯერ ადრეა.


გვასალიას მსგავსად, დავიდ კომაც ერთდროულად ორი ბრენდის კოლექციებზე მუშაობს – მიუგლერის სახლისა და საკუთარი ლეიბლისთვის.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

სექსიზმში რომ არ დამადანაშაულონ, პირდაპირ დავაკოპირებ: Smile

Curvy women are more intelligent

A study in 2007 claimed that women having a curvy figure is more intelligent than their skinny counterparts. The scientists compared waist-to-hip ratio (waist size divided by hip size) with cognitive test scores during the study. They found out that women having bigger differences between the waist and hip measurements scored high on intelligence tests.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “დავითი და ჯენიფერი”

    1. აქოური წესია 🙂 მაგრამ არ ვთიშავ ხოლმე.

      ალუჩას პოსტზე თუ ამბობ, მანდ რაღაცას ისეთს დაწერენ საპოლემიკოს, რომ პასუხის გაცემა დაჭირდება, მერე იმ პასუხზე მიპასუხებენ, მერე იმის პასუხი და ამისთვის ფბ არის, რომელსაც ზუსტად ამ მიზეზით დავანებე თავი :)))

      Like

    1. როგორც ბაბუაჩემი ამბობდა, ცხონებული ნიკიფორე, კაბა რომ შემოგასკდეს, შემოსასკდომი უნდა გქონდესო.

      რა უხდება დავპოსტავ მოგვიანებით აქაც. თამბლერზე მქონდა დაპოსტილი ფოტო დაა მოვძებნი.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: