ყავის ისტორია ეთიოპიიდან იწყებაო, ასე ამბობენ. ყავის მარცვლიდან რომ საოცარი სასმელის მომზადება შეიძლება, ამ საქმეში წვლილი შეიტანეს მწყემსებმა და შეიხებმა, ბედუინებმა და ფილოსოფოსებმა, თეოლოგებმა და დერვიშებმა… შეიხზე რა ვთქვა, მაგრამ ფრანკ ო’დი (Francis O’Dea) ქალაქ მონრეალიდან ფილოსოფოსიც იყო, თეოლოგიც, ბედუინიცა და მწყემსიც. არც სახლი ჰქონდა, არც კარი. მოგზაურობდა ქვეყნის გარშემო და საჯარო ლექციებით (ასე დავარქვათ, პირობითად) ირჩენდა თავს. უცნაური ადამიანი იყო. ერთ დღეს კი ქალაქ თორონთოში მის “კოლეგას”, სხვა კანადელ ფილოსოფოსსა და თეოლოგს თომ ქალიგანს (Tom Culligan) გადაეყარა. შეუამხანაგდა და ასე დაიწყო “მეორე ფინჯნის” ისტორიაც.
Second Cup Coffee Co. კანადური ყავახანებისა და ყავის მაღაზიის ქსელია. ამერიკული CB&TL-ის მსგავსი. 1975 წლიდან არსებობს. თავიდან მხოლოდ ერთი ყავახანა იყო, სადაც ისეთი თავისუფალი, ანარქიული და არაფორმალური გარემო იყო, მის მფლობელებს რომ შეეფერებოდათ. ადგილობრივი ბომონდის საყვარელი თავშესაყარი. “ვიყიდოთ ერთი სამოვარი, დავდგათ სტოლზე , ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე”, – აი, ეგეთი გარემო იყო. უბრალოდ სამოვრის ნაცვლად ყავის სახარში მანქანა ჰქონდათ და ჩაის ნაცვლად ყავას სვამდნენ. ხელოვნებასთან ერთად, კანადაა მაინც და ჰოკეიზეც საუბრობდნენ, უთუოდ. და მარიხუანასაც ეწეოდნენ, ალბათ.
მაგრამ ო’დის ერთ ადგილზე ჯდომა მალევ მობეზრდა, გულმა კვლავ მომთაბარეობისკენ უწია, აიკრა გუდა-ნაბადი, წილი ქალიგანს მიჰყიდა და – ჰაიდა… თომ ქალიგანმა კი სესხი აიღო, დააბანდა, გააფართოვა ქსელი და 150-ე ყავახანა რომ გახსნა, ბიზნესი სარფიანად გაყიდა… დღეს “Second Cup” ყავის ყველაზე დიდი სპეციალიზირებული ქსელია კანადაში, 300-მდე ყავახანით. ქვეყნის გარეთ ფრანჩაიზინგის გზით ვრცელდება და წელს საქართველომდეც ჩამოაღწია.
არ ვიცი, როგორი იყო ო’დის დროინდელი “Second Cup”. კარგი რამე იქნებოდა. დროის მანქანა რომ იყოს, შეივლიდა კაცი, მაგრამ არც დღევანდელია ურიგო. ბევრად უფრო ფორმალიზებული გარემოა, სტანდარტიზირებული. მაგიერ – ხარისხის კონტროლი, ყავის მარცვლის შერჩევა და მომზადებული ბარისტები ჰყავთ. ყავის მარცვლის არჩევანი ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ სურვილი გაქვთ, იქვე დაგიფქვავენ. არომატული ყავაა, გემრიელი. კაფე პატარაა, მყუდრო და ნათელი. ყველა სახის ყავას ამზადებენ – ესპრესოდან ამერიკანომდე. ფრაპუჩინოც, რა თქმა უნდა. ფინჯნების ზომა სტანდარტულია, ამერიკული IYKWIM (ამ შემთხვევაში კონტინენტს ვგულისხმობ, კანადელები არ გამიბრაზდნენ ).
მენიუზეც ვიტყვი: ტირამისუ არ იყო ცუდი. სხვა ტკბილეულიც აქვთ, სენდვიჩები… მაგრამ გამრავალფეროვნებას ველი (იმავე CB&TL-ში ბევრად დიდი არჩევანია).
მომსახურება ღიმილიანია, ყურადღებიანი, პერსონალი – სიმპათიური.
წარმატებებს ვუსურვებ და ბლოგის მკითხველებთან რეკომენდაციას ვწევ. ჩაინიშნეთ.
და მიჰყევით თეთრ ბაჭიას ფინჯანს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ეს ყავა წამოვიმძღვანიე. ზოგადად კლასიკური ყავა უფრო მიყვარს, მაგრამ იმდენად არომატული იყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი.
სხვათა შორის, 2011 წელს ამერიკის დერმატოლოგთა მიერ ჩატარებული კვლევით, ყავის ანტიოქსიდანტები ამცირებენ კანის კიბოთი დაავადების რისკს ქალებში. თუმცა, ბლოკირატორების საჭირო დღიურ რაოდენობას 6 და მეტი ფინჯნის მირთმევის შემთხვევაში მიიღებთ.
კოფეინის უსაფრთხო დღიური ნორმის გამოთვლა კი ასეა – 6 მგ თქვენი სხეულის წონის 1 კილოგრამზე.
P.P.S.
ამ პოსტს სანამ ვწერდი, “სთარბაქსი” შემოდისო, მახარეს. ძალიან კარგი, თუ სიმართლეა.
ბაზრისთვის და მომხმარებლისთვის კონკურენცია კარგია. სახელმწიფო კონტროლი – ცუდი.
დაავადების შანსს მანდ ალბათ რისკს უნდა იყოს. ეს დაავადების შანსი ძალიან ცუდად მომხვდა თვალში.
ამ კანადურ ყავას კი აუცილებლად გავსინჯავ.
LikeLike
მართალი ხარ. ჩასასწორებელია.
10Q!
LikeLike
სტარბაქსი ქარხანას და რეგიონალურ გაყიდვის ცენტრს ხსნისო?
LikeLike
ხსნისო
ნისო
სო
ოოოო
:))))
LikeLiked by 1 person