კვირადღის პოსტი
ჯადა ფიჩი (Jada Fitch) ამერიკელი ილუსტრატორია. უყვარს ფრინველები და მათთვის აი, ასეთ სახლებს ამზადებს:
სახლი პირობითად ვთქვი – უფრო კაფეა ჩიტებისთვის: შეფრინდებიან, დანაყრდებიან, გაფრინდებიან. საფასურს იხდიან ჭიკჭიკითა და კარგი განწყობით.
ფლორისა და ფაუნის სხვა ბინადრებიც ძალიან უყვარს. მხატვარი არ ვარო, ამბობს, “მხოლოდ” ილუსტრატორი ვარო. თავმდაბალი ადამიანია. და არაჩვეულებრივი ილუსტრაციები აქვს წიგნებისთვის, ბავშვებს რომ მოსწონთ, ისეთი.
ხატვა დედამ შეასწავლა – ისიც მხატვარია, კერამიკოსი. მამა – არქიტექტორია და დურგალი, ხისგან სახლებს აგებს, ისეთებს, ლურსმნის გარეშე რომ იკვრება. ჯადამ საწარმოო-შემოქმედებითი პრაქტიკა ბაბუის მაღაზიის აბრის და დახლების მოხატვით გაიარა. დახელოვნება კი Maine College of Art-ში.
მენი ხომ იცით რომელი შტატია? აი გიგანტური მეინ კუნებით ცნობილი. ცოტა მეუცნაურა კიდეც, კატებს რომ იშვიათად ხატავს.
აი, ასეთი ძალიან კარგი გოგოა. ❤
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ჯადა ფიჩის სხვა ნამუშევრები იხილეთ მის თამბლერზე და ინსთაგრამზე
https://www.instagram.com/jadafitchillustration
რა კარგი მოფიქრებულია!
LikeLike