ალექსანდრ დიუმა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და პარიზში ნაცხოვრება ბოლო-ბოლო და იქაურ პერო-ბომონდსაც არ მოკლებია, ქართველების ჩაცმულობით მოიხიბლა განსაკუთრებით (დიუმაზე და მის ქართულ შთაბეჭდილებებზე ადრე დავწერე უკვე კაი უშველებელი პოსტი), მაგრამ ტანსაცმლის დიზაინერი, ისეთი, მსოფლიოში რომ გაეტანა სახელი, ქართველებს არ გვყოლია. უცნაური კია. მაგრამ არც გასაკვირი. ბოლო-ბოლო ზღვისპირა ქვეყანას ნაოსანი არ გვყოლია და ზღვით ჩვენი გატაცება ნავის ფორმის ხაჭაპურით ამოიწურება. მაგრამ ეს იქეთ იყოს.
მოკლედ, ტანსაცმლის დიზაინერი არ გვყოლია და მოდაში მეტწილად სხვებს ვუყურებდით – ახლა მოდელებსა და მსახიობებზე მექორწილე მდივნები და პრინცი მაჩაბელი სათვალავში მოსატანი მხოლოდ იმადაა, რომ სხვა არავინ გვყავს… არვინ გვყავდა, სანამ დემნა გვასალია გამოჩნდებოდა. დემნა გვასალია, ეჭვიც არ მეპარება, იცით. მისი სახელი ასე სამი-ხუთი წელია ძალას იკრებს და 2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მოდის ამ ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა და პატივცემულმა მოდის სახლმა ეს პოსტი სწორედ ჩვენ თანამემამულეს შესთავაზა.
Balenciaga-ს 15 წელი ხელმძღვანელობდა ნიკოლა გესკიერი. მან მთელი ეპოქა შექმნა “ბალენსიაგაში”. შემდეგ სამი წლის განმავლობაში მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ალექსანდრ ვანგი იყო. ახლა ის დემნა გვასალიამ შეცვალა. მისია კრისტობალ ბალენსიაგას საფუძვლებთან დაბრუნება და დიდი წარსულის და ტრადიციების თანამედროვე გააზრებაა. როგორც მოდის სახლის იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, იზაბელ გუიშომ განაცხადა, შეარჩიეს ადამიანი, ვინც “ქაღალდის არევასა და ხელახლა დარიგებას” შეძლებდა. ალბათ, გესკიერის რეკომენდაციაც გაითვალისწინეს – გვასალიას უმუშავია მასთან “ლუი ვიტონში”.
ჩვენი მიდგომა – ჩვენი მეთოდოლოგიაა. დღეს საჭირო არაა, აკეთო სიგიჟეები, ამით ვერვის გააკვირვებ. მთავარი კითხვაა – გჯერა თუ არა, რასაც აკეთებ? ასე გვსურს მუშაობა.
დემნა გვასალია, Vogue, 2015 წლის ოქტომბერი
ფრანსუა-ანრი პინო, ჯგუფ Kering-ის მფლობელი, ვის მფლობელობაშიცაა Balenciaga, რამდენიმე წელია ჯგუფში თავმოყრილი ბრენდების განახლებით დაკავდა. ის აქტიურად ეძებს ახალგაზრდა დიზაინერებს. მიახლოებით ერთ დროს მივიდნენ ედი სლიმენი და შემდეგ ენტონი ვაკარელო – Saint Laurent-ში, ალესანდრო მიკელე Gucci-ში, დემნა გვასალია – Balenciaga-ში. პინოს ჩანაფიქრით და ახალი ტალღის დიზაინერთა ხელში, ეს პატივცემული ბრენდები უნდა გახდნენ უფრო დემოკრატიული, დროს ადევნებული და ამასთან, არ დაკარგონ ის დიდება, რაც დაარსების დღიდან ჰქონდათ. სათქმელად და დასაწერად იოლია.
მოდის კრიტიკოსთა აღიარებით, დემნა გვასალია ამ მისიას წარმატებულად ართმევს თავს. Balenciaga-ს ჩვენებები მოდის კვირეულებზე დიდ ინტერესს იწვევს და თავად დიზაინერი Business of Fashion-მა 2016 წლის პერსონად დაასახელა, როგორც ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე გასულ წელს. Balenciaga-სთან შეთანხმებით, გვასალია Vetements-ის მთავარი დიზაინერის პოსტსაც ინარჩუნებს.
მსურს, ტანსაცმელში იგრძნობოდეს ენერგია და აუთენტურობა. თუ ჩვენების დროს ტანსაცმელმა თვალი მოგწყვიტა, შემდეგ მიუბრუნდები, რომ უკეთ ნახო.
დემნა გვასალია. NYT, 2015 წლის ოქტომბერი.
- Vetements რამდენიმე დიზაინერის მიერ დაფუძნებული ბრენდია (ამბობენ – შვიდეულისო). დემნა გვასალია ამ შვიდეულის მთავარი და გამორჩეული წევრია – ბრენდის მთავარი დიზაინერი. სხვების ვინაობას არც ამჟღავნებენ. 2015 წელს ბრენდი LVMH-ს მოდის ახალგაზრდა დიზაინერთა წლის ჯილდოზე იყო ნომინირებული. როგორც გვასალია ამბობს, Vetements-ში “არასამუშაო” განწყობა, “არასამუშაო” გრაფიკი და “არასამუშაო” საათებია. დიზაინერები ერთად და სამუშაო ოთახში დროს თითქმის არ ატარებენ – მაქსიმუმ 20 წუთი, რომ მუდამ იყოს სიახლის შეგრძნება და მოყირჭების გრძნობამ ფანტაზია და მუშაობის სურვილი არ შეჭამოს.
დემნა გვასალია სოხუმელია. რუსეთის ტანკებისა და ოკუპაციის “წყალობით” ლტოლვილად იქცა საკუთარ სამშობლოში. შემდეგ ევროპას მიაშურა ცოდნისთვის. ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის კურსდამთავრებულია. ამჟამად პარიზში ცხოვრობს. სად მუშაობს კი დავწერე და აკეთებს ამას:
დაბოლოს – ბონუსად: ჯოან სმოლზი ოჯალეშის მტევნით ხელში. 🙂
ახლა, კახელები იტყვით, რატომ რქაწითელით ან საფერავით – არაო?!! კარგი მეღვინე, ღვთის მადლით, ბევრი გვყავს, მაგრამ დიზაინერი – ერთი. თავად ჯოანს კი სულ გრძელ ფეხზე ჰკიდია, ოჯალეში იქნება, საფერავი თუ, სულაც, ადესა. ვეჭვობ, ნიუანსებში ერკვეოდეს, მითუფრო რომ ღვინოსაც არ გეახლებათ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ეს “ლილოს ჩანთები” არ შემიძლია
LikeLiked by 1 person
რას ერჩი? რაღაც ქართული ელემენტი ხომ უნდა შეეტანა?
LikeLike
ოჯალეშიც საკმარისი იყო, იმჰო 😀
LikeLike
ბაზარი არაა. მაგრამ პრაგმატულად მიუდგა – ოჯალეშის გაპიარება საფრანგეთში ძნელია და აგერ ნახავ მალე თუ ნახევარმა შანზ ელისემ ლილოს ჩანთებით არ იატასაოს.
LikeLiked by 1 person
ნახევარი მოსკოვი უვე ტასაობს ლილოს ჩანთებითო, ასე გავიგე
LikeLike
მე მეგონა ღადაობდი ოჯალეშზე 🙂
ყოჩაღ გვასალიას.
LikeLiked by 1 person
ღადაობს აბა რას შვრება :))
http://www.wmagazine.com/gallery/young-fashion-designers-to-watch-2017/all
აქ არის ფოტოს ორიგინალი 🙂
LikeLike
მანდ წერია სადმე, რომ ოჯალეში არაა??
მოდის ჟურნალში ტანსაცმელზე წერია და ტურისტულ საიტზე უნდა გენახა – საქართველოში ღვინის ტურიზმზე სადაც წერია.
LikeLike
ვიცი, დიუმა რომ ქართველების ჩაცმულობით მოიხიბლა, არც მაგას დამიჯერებთ და აგერ

ასე ეცვათ წინაპრებს. ფერების სიუხვეს დააკვირდით 🙂
დღეს რომ ასე ჩაცმული გავიდეს ვინმე, შეიძლება ერთი კარგად მიბეგვონ ბნელ ქუჩაზე.
LikeLiked by 2 people
ოჯალეშის ყურძენი როგორ არა და ტყემალი ზედ
LikeLike
მაშინ – აჯიკა, ალბათ
LikeLike
გვასალიას პოსტი მიუძღვენი?:) ოღჩ, მოგწონს?
LikeLike
ერთდროულად იმდენი პასუხი მომაფიქრდა 🙂
“აბა, ავთანდილი ჯობდა”-დან დაწყებული და “ლევან უჩანეიშვილმა ერთი პანღური ამოკრა ჰარისონ ფორდს და ლამის ყველაზე დიდ ქართველს მსახიობად გამოვაცხადეთ”-ი დამთავრებული. 🙂
მაგრამ ადამიანმა კრისტობალ ბალენსიაგა შეცვალა და პოსტსაც არ იმსახურებს, იმე? მე ვინ ვარ მომწონდეს ან არა.
LikeLiked by 1 person
“არასამუშაო” განწყობა, “არასამუშაო” გრაფიკი და “არასამუშაო” საათები – აი ასეთ სამუშაოს ვეძებ მე, მაგრამ სად არის 😦
LikeLiked by 1 person
სად არის და ვეტმანტში 🙂 ვიზა კი გაგვიუქმეს და აწი მარტივად შეგიძლია მიაკითხო.
LikeLike
უფრო ახლოს არ გეგულება არაფერი?
LikeLike