სწორედ ის ხოლმსი

Holmes and Watson posterამ ფილმებში ლონდონური ბეიკერ სტრიტის როლს იაუნელას ქუჩა ასრულებს რიგაში, ტემზის როლს კი – მდინარე ნევა ლენინგრადში. პერსონაჟთა სამოსი – ანაქრონულია, ოთახების ინტერიერი და ავეჯი – ეკლექტური. ფაიფური – უცნობი წარმომავლობის. Twinings Earl Grey-ის ნაცვლად ჩვენებურ “კოლხეთს” სვამენ და ვირჯინიული Arcadia Mixture-ის ნაცვლად Ява – Золотое руно ხრჩოლავს 90 კაპიკად. მანერები არაბრიტანულია და სახელები – დამახინჯებული… და ვინ მოთვლის კიდევ სხვა რამდენი ნაკლი აქვს ამ ფილმებს, მაგრამ იქ არის მთავარი – ნამდვილი შერლოკ ხოლმსი. რომელიც ისე ჰგავს თავად ქონან დოილის მიერ მოწონებულ, მხატვარ სიდნი ფეჯითისეულ ილუსტრაციას, თითქოს პორტრეტიაო.

ხოლმსი: რესტორან “ფერარიში”  გპატიჟებთ. მივირთვათ მწყერი და შატო-როზი დავაგემოვნოთ. დღეს მდიდარი ვარ!
ვატსონი: გმადლობთ. ისედაც მაძღრად ვარ.
ფილმი 1. გაცნობა

ვასილი ლივანოვზე ვამბობ, “საბჭოთა ხოლმსზე” იგორ მასლენნიკოვის ტელესერიალიდან “შერლოკ ხოლმსი და დოქტორი ვატსონი”. მხოლოდ სახის ნაკვთებიც არაა. ის ძალიან მომხიბლავი ხოლმსია. ქონან დოილს ნამდვილად მოეწონებოდა. და თუკი მოუსმენდა – ხომ მითუფრო. ვასილი ლივანოვის უჩვეულო ხიბლი ხომ მისი უნიკალური ხმაცაა. არავისში რომ შეგეშლება, ისეთი. ეს ხმა “შეძენილია” – მას შემდეგ დაებზარა მსახიობს, რაც ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს (ხოლმსიანაზე ბევრად ადრე) გაცივდა და მძიმე ანგინით ჩაწვა.

  • ლივანოვმა მის ახალ ხმას უცებ აუღო ალღო. შედეგად არამხოლოდ ხოლმსი, არამედ მის მიერ გახმოვანებული არაერთი საკულტო მულტ-პერსონაჟი გვყავს. მხოლოდ კარლსონის დასახელებაც კმარა. საბჭოთა კარლსონი წარმოუდგენელია ლივანოვის ხმის ტემბრის გარეშე. უკეთესი კარლსონი მართლა არ არსებობს. რუსები ბევრ რამეს ჩემულობენ – ჩვენი სჯობსო, მაგრამ კარლსონის მულტფილმის ამბავში ნამდვილად მართლები არიან, იმჰო.

Holmes SPHolmes-Livanov

ნაკლები გარეგნული მსგავსებაა ვიტალი სალომინსა და მის ლიტერატურულ პერსონაჟს შორის (ისევ და ისევ ილუსტრირებული პირველწყაროს – სიდნი ფეჯითის ნახატების მიხედვით) სამაგიეროდ, ვიტალი სალომინი ძალიან ჰგავს… ართურ ქონან დოილს.

  • როგორც ართურ ქონან დოილისადმი მიძღვნილ პოსტში დავწერე, ავტორსა და მის ამ პერსონაჟს ბევრი რამ აქვთ საერთო: დაბადების ადგილი – შოტლანდია, პროფესია, ულვაშები, ლამაზი ქალების სიყვარული, სამხედრო კარიერა და, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ნიჭი.

Watson-Solomin

საბჭოთა სერიალის უდავო პლიუსი ისიცაა, რომ მათ დოქტორი ვატსონის პერსონაჟი წინ წამოსწიეს და ხოლმსს გვერდით ამოუყენეს. სათაურიც ამაზე მიანიშნებს: არა შერლოკ ხოლმსის მხოლოდ, არამედ “შერლოკ ხოლმსისა და დოქტორი ვატსონის თავგადასავლები”… რა თქმა უნდა, მასლენნიკოვსა და სცენარისტების იური დუნსკი-ვალერი ფრიდის ტანდემს არ გაუკეთებიათ ეს პირველად, მიუხედავად იმისა, რომ თავად მასლენნიკოვი ასე ამბობს – პირველი მე ვიყავიო. სინამდვილეში პირველი იყო – თავად ართურ ქონან დოილი. მან 1920 წელს უკან გამოისყიდა საკუთარი პერსონაჟების ეკრანიზაციის უფლება კინოკომპანია Eclair-იდან და მიჰყიდა კომპანია Stoll-ს. სწორედ Stoll-ისეულ სერიებში ჩნდება უოთსონი მუდმივად და არა ხანგამოშვებით, როგორც ეს სხვა ეკრანიზაციებსა და თეატრალურ თუ რადიოდადგმებში იყო… მაგრამ, არ მინდა საბჭოთა სერიალის გადამღებ ჯგუფს ამაგი დავუკარგო – კარგად აუღეს ალღო ხოლმსიანას და ზუსტად შერჩეული ვატსონის როლის შემსრულებლით და ამ პერსონაჟის ჯეროვანი დაფასებით კიდევ უფრო საინტერესოდ გამოკვეთეს ხოლმსის სახეც. დოქტორი ვატსონი ხომ სწორედ ის სარკეა, რომელშიც შერლოკ ხოლმსს ვხედავთ.

ამასთან, მთავარი როლის შემსრულებლები გადასაღებ მოედანზე მართლა დამეგობრდნენ და ეს მათ თამაშზეც საუკეთესოდ აისახა. თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, დედუქციური მეთოდიც არ გიშველისო, ნათქვამია.

მაგრამ მასლენნიკოვის ნამდვილი მიგნება მისის ხადსონის პერსონაჟია. აქ მას პირველობას ვერვინ წაართმევს. საბჭოთა მისის ხადსონი ყველა სხვა მისის ჰადსონს სჯობს ერთად აღებულს. სხვები, რაც მინახავს, კუშტი ინგლისელი ქალბატონები არიან. აი, როგორც ერთ ცნობილ ანეკდოტშია:

  • შეგვიანებული ინგლისელი ტურისტი პარიზში რკინიგზის მახლობლად ერთ სასტუმროს მიადგება.
    ეუბნებიან – ადგილები არ გვაქვსო, მაგრამ მგზავრი შეეხვეწება, ახლა ამ ნაშუაღამევს ქალაქში ნუ მარბენინებთ ნომრის საძებრად, ხვალ დილით მატარებლით მივემგზავრები და ერთი ღამით შემიკედლეთ როგორმეო.
    ბოლოს დაჰყვებიან, პატარა ოთახი კი გვაქვს სხვენში, თუ იკადრებთო.
    სხვენში იყოს, ერთი ღამე არაფერია – გავათენებო, დასთანხმდება.
    შეუშვებენ იმ ოთახში. დაიძინებს. გამთენიისას, ჯერ ისევ სიბნელე რომაა, გაიღვიძებს, მიმოიხედავს და ეჩვენება, რომ მის გარდა ნომერში კიდევაა ვიღაც. დააკვირდება: ტახტია და ტახტზე, თითქოს, ქალი წევს.
    ადგება, დააცქერდება და ნამდვილად ქალია, სძინავს. მიუწვება გვერდით. ქალი ხმას არ იღებს. მოეფერება – ხმას არ იღებს. აკოცებს – ქალი ჩუმადაა. იფიქრებს, წინააღმდეგი არ ყოფილაო და, როგორც ქართული დუბლიაჟის მამებმა დაამკვიდრეს ტერმინი – გაჟიმავს.
    ადგება შემდეგ და ჩავა ფოიეში. გაეწერება სასტუმროდან და ის-ისაა, უნდა წავიდეს რომ პორტიე ეუბნება: უკაცრავად, სერ, ღამით ერთი ფრანგი ქალი გარდაიცვალა და სხვაგან სად წაგვეღო – დროებით თქვენთან სხვენში დავასვენეთო. ხომ არ შეშინდითო.
    – გარდაცვლილი ფრანგი ქალიო, – შეიცხადა მგზავრმა, – რას ამბობთ, მე ცოცხალი ინგლისელი ქალბატონი მეგონაო.

ცოცხალი ინგლისელი ქალბატონი ამ ანეკდოტიდან არის მისის ჰადსონი ბევრ სხვა ეკრანიზაციაში. მაგრამ საბჭოთა ვერსიაში ის სრულიად განსხვავებული, მართალია, ბევრად ასაკოვანი, მაგრამ ყველაზე ხალასი და ირონიული პერსონაჟია. ფილმის კომიკური რეპლიკების დიდი წილი სწორედ მისის ხადსონის წილად მოდის. როგორც ამბობენ, ბევრი თავად მსახიობ რინა ზელიონაიას იმპროვიზაციაა.

დაბოლოს, სერიალის მუსიკა. ვლადიმირ დაშკევიჩი იგონებს, რომ წამიერი იმპროვიზაცია იყო. ფილმის რეჟისორს უთხოვნია, BBC-ს ერთ-ერთი გადაცემის მელოდიას მოუსმინე, რაღაც მაგის მსგავსი მჭირდებაო. კომპოზიტორს კი გადაავიწყდა და როდესაც იგორ მასლენნიკოვმა დაურეკა, რა ჰქენი, მოუსმინე თუ არაო, არ გატყდა და ფორტეპიანოზე აიღო რამდენიმე აკორდი – პირველი, რამაც თავში გაუელვა. სწორედ ეს მელოდიაა დღეს სერიალის საფირმო ნიშანი.

საბჭოთა ხოლმსი ბრიტანელებმაც დააფასეს. მართალია, ის მითი, რომ დედოფალმა საბჭოური ეკრანიზაცია საუკეთესოდ ცნო, ერთობ გაზვიადებულია – რომელი კინოაკადემია დედოფალია – მაგრამ ვასილი ლივანოვი ნამდვილად დააჯილდოვა  ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით, მისეული ხოლმსის პორტრეტი ნამდვილად ამშვენებს ჰოლმსის ლონდონის მუზეუმს ბეიქერ სთრითზე და ახალი ზელანდიის ზარაფხანამ ჰოლმსიანის 120 წლისთავთან დაკავშირებით ნამდვილად გამოუშვა საიუბილეო მონეტები საბჭოთა სერიალის გმირებით რევერსზე.

ჩემი პირადი აზრით, რომელიც ჰოლმსიანობაში სულაც არ არის ინგლისის Holmes and Watson SPნებისმიერ დედოფალზე ნაკლებკომპეტენტური, ვასილი ლივანოვი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლმსია (თუნდაც ხოლმსი ერქვას).  კინოჰოლმსები კი იმდენია, ვინ დათვლის. 70-ზე მეტიაო, გინესის რეკორდების წიგნი ამბობს. ამას დაუმატეთ სპექტაკლები, რადიოდადგმები… ამ უამრავი ჰოლმსიდან ყველაზე კარგად ჰოლმსები იმ მსახიობებმა განასახიერეს, ვინც ნამდვილად აფასებდნენ ამ პერსონაჟს, ართურ ქონან დოილის შემოქმედებასა და დეტექტივის ჟანრსაც – ზოგადად.

ბავშვობისას, კონან დოილს რომ ვკითხულობდი, მეც, ბევრი სხვა ყმაწვილის მსგავსად, ხოლმსად წარმომედგინა თავი. მას შემდეგ დიდი დრო გამოხდა და ერთხელ, უკვე გამოცდილ მსახიობს, დიდი დეტექტივის როლი რომ შემომთავაზეს, მივხვდი, არასდროს დავმშვიდობებივარ ჩემს ოცნებას… ასეთი ბედი მხვდა წილად – გარდავისახო შერლოკ ხოლმსად. მეტი რა სასწაული გინდა?
ვასილი ლივანოვი, “ჩვენი მეგობარი შერლოკ ხოლმსი”

მასლენნიკოვს, მისივე აღიარებით (და ლივანოვისა და სცენარისტებისგან განსხვავებით) დიდად არ ესმოდა დეტექტივის, ამიტომ საუკეთესო ვერა, მაგრამ შესანიშნავი მსახიობების წყალობითა და გამართული სცენარის დახმარებით, მთლიანობაში მაინც კარგი სერიალი გამოუვიდა.

სხვა საუკეთესო ჰოლმსებზე შემდეგ პოსტებში დავწერ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

“Шерлок Холмс и доктор Ватсон”. Как снимали легендарный фильм

Человек, который никогда не жил. Блог Джерри Миллера

ასევე
პოსტი 2: ეტიუდი შავ-თეთრ ფერებში

P.S.

სხვათა შორის

შვეიცარული დავოსი ქონან დოილს უნდა უმადლოდეს… არა, ეკონომიკურ ფორუმს არა – სათხილამურო კურორტად ქცევას. მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მწერლის მეუღლეს ექიმებმა ალპებში დასვენება ურჩიეს, მოთხილამურე ბრიტანელები, მეტწილად, სკანდინავიას ეტანებოდნენ. ქონან დოილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დღეს უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული Die Maienfelder Furgga-ს სათხილამურო ტრასის ათვისება დაიწყო.

Conan Doyle ski

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

15 thoughts on “სწორედ ის ხოლმსი”

      1. რუბიკისაა ეს? მე უბრალოდ ფერადი კვადრატი მინდოდა )

        ვნახე და გიპასუხე. მადლობა ^^ დღესვე გადავწერ ქინდლში.

        ჰოდა, ოფფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, ლივანოვი, იმ თავისი გადასარევი ხმის წყალობით, ბევრ მულტფილმს ახმოვანებს. კრაკაძილ გენაც ეგაა, 38 მაიმუნი თუ გახსოვს, უდავიც, მესამე პლანეტის საიდუმლოში (აი, ბულიჩოვის მიხედვით როა სრულმეტრაჟიანი ფანტასტიკა ალისაზე) გრომოზეკა და ა.შ.

        Liked by 1 person

  1. მსახიობებიც, მუსიკაც საუკეთესოა. ძალიან მიყვარს საბჭოთა ხოლმსი.
    რიგაში შერლოკ ხოლმსის ფესტივალიც იმართებოდა, თუ არის ისევ შემორჩენილი. ბევრ ტუტისტს იზიდავდა რუსეთიდან. იურმალის ფესტივალივით 🙂

    Liked by 1 person

  2. ჩემი პირადი აზრით, რომელიც ჰოლმსიანობაში სულაც არ არის ინგლისის
    ნებისმიერ დედოფალზე ნაკლებკომპეტენტური,

    კომპეტენტური тоже мне Склифасовский! :)) შერლოკი არ გაქვს ნანახი!

    Like

    1. ეგ ხომ შერლოკიანობაა. 🙂 ჰოლმსიანობა – კლასიკური ეკრანიზაციებია.
      ორი პარალელური სამყაროა ეგ ორი.

      Like

  3. ყველაზე კარგი უოტსონი ლუსი ლიუა Elementary. 🙂 დოქტორი ვატსონი და ირენ ადლერია ერთდროულად.

    მე თანამედროვე შერლოკები უფრო კარგად ვიცი დაუნის ვარიანტი მომწონს ყველაზე მეტად. კამბერბეჩსაც მირჩევნია.

    Like

  4. არ მქონდა ნანახი, “ვერა და ვერ მოვაბი თავი” ამბავში, ჰოდა პოსტის მერე დავიწყე ყურება :3 რა ძალიან კარგი რამეა :3 ისე, თავისთავად ხოლმსიც, ვატსონიც და მისის ხადსონიც, მაგრამ ლესტრეიდია ძალიან მაგარი ვინმე :დ მაგაზე უკეთესი ლესტრეიდი არც ერთგან არ მინახავს :დ ❤

    Liked by 1 person

    1. მსახიობია კარგი ტიპი. მაგრამ საბჭოთა სერიალი ზედმეტად ბალაგანურია ადგილ-ადგილ. და აჭარბებენ ჟესტიკულაციებში. 🙂

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: