საუკუნის ნოსტალგია

შაბათის პოსტი

უფროკი – 90-იანების. იმ მშვენიერი დროის, როცა დენი იყო გათიშვით, მეტრო გვირაბში გაჩხერით და ფული – ბღუჯა-ბღუჯა კუპონით.

როგორც ვატყობ, ისევ იმ დროში ვბრუნდებით და, დროა, გავიხსენოთ ნივთები, რომელთა გარეშეც ცხოვრება გაუსაძლისი იქნებოდა.

დავიწყოთ სეზონურად:

ფუჯიქსი. იაპონური საოცრება, რომელმაც ქართველი ერი გაყინვას გადაარჩინა. მისი მოხმარების წესი იყო მარტივი – ჩაასხამდი ნავთს, მიიტანდი ასანთს ან სანთებელას ფთილასთან ფრთხილად, მოუკიდებდი და… აღუღუნდებოდა, მაგრამ რას აღუღუნდებოდა!

Fujix

ფუჯიქსი იდგა ხოლმე ოთახის შუაში – დედაცეცხლივით. საპატიო ადგილას. ოთახის კარი, სადაც ფუჯიქსი იყო, უნდა გამოგეკეტა, რომ სითბო არ გაფანტულიყო. შემოუსხდებოდა მთელი ოჯახი ირგვლივ და ზედ ჩაიდანსაც შემოასკუპებდნენ ხოლმე – თან გათბობდა, თან წყალსაც გააცხელებდა.

კარგი რამე იყო, მოკლედ. დაილოცოს იაპონია.

იაპონიიდან შორს არ მივდივართ – სამი ერთში: ჩინური რადიოფანარი საათით. როცა დენს გათიშავდნენ, შეუცვლელი რამ იყო და ეკონომიურიც – “დვიჟოკის” დამზოგავი. Smile თან ანათებდა, თან ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუს გადმოსცემდა ნატო ონიანთან… ონიანი რადიოჟურნალისტი იყო, 90-იანების ია ანთაძე – თქვენ არ გემახსოვრებათ. ამ რადიოფანარს აკუმულატორი ამუშავებდა, მაგრამ თბილისში მთლად ისე 24-საათიანი დაბნელებაც არ იყო, რომ რადიოფანრის დატენვა ვერ მოგესწრო, თბილისს გარეთ კი ელემენტებზე მომუშავე ვარიანტი უფრო სარგებლობდა პოპულარობით. Radiolantern

ინვაიტი იყო 90-იანების ფრეშიც, “კულაც”, “გრანინიც” და “ალოე ვერაც”. ჩამოასხამდი ბლოოოომად წყალს, გახსნიდი ერთ პაწია პაკეტს, ჩაყრიდი, მოურევდი კოვზით და უგემრიელესი, გამაგრილებელი, ვიტამინებით გაჯერებული და არაჩვეულებრივად არომატული სასმელი მზად იყო. დღეს რომ რაღაც ქიმიას ვსვამთ ოთუსბირად, ისე კიარა – იაფი, ნატურალური და მარგებელი.

კვერცხის ფხვნილი – გაგიკვირდებათ და ასეთი რამეც არსებობდა. არა, სპორტსმენებისთვის პოპულარულ პროტეინულ დანამატს არ ვგულისხმობ, კარგა გვარიანი ფასი რომ ღირს, ეს იყო კვერცხის შემცვლელი და რავიცირის შემცველი ფხვნილი, რომელსაც კვერცხის სიძვირისა და დეფიციტის გამო კულინარიაში იყენებდნენ. ეგკიარა, მოხერხებული დიასახლისები ომლეტსაც აკეთებდნენ როგორღაც. Smile სხვათა შორის, ფრიად პრაქტიკული რამ იყო – კვერცხი შეიძლება გაგიტყდეს, ფხვნილს კი რა მოუვა? ჰადაჰა მაგიდაზე მიმოგეფანტოს ცოტა. აიღებ და უკან ჩაყრი.

სიგუას ნამცხვარი – ეს მახსოვს, როგორც ტკბილი აჯაფსანდალი ან “სბორნი სალიანკა”. Smile აი, გამოაღებ განჯინას, რასაც რამ პროდუქტს ნახავ – ჩაყრი ქვაბში და მოხარშავ – სბორნი სალიანკაც მზადაა. რუსული ფანტაზიისა და სამზარეულოს გვირგვინი. სიგუას ნამცხვარიც ეგრე იყო, ოღონდ – ტკბილეულებში. თუ არ ვცდები, ყველაზე პოპულარული ინგრედიენტები იყო – ფხვიერი ნამცხვარი (პეჩენია) და ვაშლი. შეიძლებოდა – ცხობით, ან უბრალოდ, მოხარშულ კრემსა და ფქვილში ამოზელდნენ და იმ ფუჯიქზე გაცხელებულ ჩაისთან მშვენიერი დესერტი იყო, ბიძინა ივანიშვილის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუზე მისაყოლებლად. 90-იანების ტირამისუ იყო რა, ფაქტობრივად…

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება, რაც ჯერკიდევ 80-იანების ბოლოს გამოჩნდა და წარმატებით გადმოგვყვა 90-იანებშიც იყო ალან ჩუმაკი.

თუმცა, ჩვენ ჩვენი ალან ჩუმაკი გვყავს დღეს. Winking smile და სეანსებსაც წარმატებით გვიტარებს.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: