ლიბერიელი მოდელის, დედე ჰოუარდის (Deddeh Howard) პროექტი: როგორი იქნებოდა მოდის ჟურნალების ცნობილი ფოტოები, შავკანიანი მოდელის მონაწილეობით:
ყოველთვის მიკვირდა, მოდის სახლები Gucci იქნება თუ Chanel, Louis Vuitton თუ Guess ასე იშვიათად რატომ უხმობენ შავკანიან მოდელებს სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობისთვისო, – წერს ჰოუარდი.
იმ შავკანიან მოდელთა სია, რომლებსაც ასეთ ფოტოსესიებში ვხედავთ, ჩაკეტილი წრეა და წლიდან-წლამდე არც იცვლებოდა: თაირა ბენქსი, ნაომი და, შესაძლოა, კიდევ იმანი – ესაა და ეს. დღესაც ბევრი არაფერი შეცვლილა და შავი მოდელი ცნობილი ბრენდის ფოტოსესიაში – უფრო გამონაკლისია და არა ჩვეული რამ. ამიტომ გამიჩნდა ამ პროექტის იდეაო, – ამბობს დედე ჰოუარდი.
- სხვათა შორის, ნაომის, გარეგნულ მონაცემებთან ერთად, ერთგული და გავლენიანი მეგობრებიც ჰყავდა – ქრისთი და ლინდა უარს ამბობდნენ მოდის სახლებთან თანამშრომლობაზე, თუ ნაომის ეტყოდნენ დიზაინერები უარს. 1988 წელს ივ სენ ლორანი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა ფრანგულ Vogue-სთან თანამშრომლობას, თუ ნაომის ფოტო გარეკანს დაამშვენებდა – ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალის ქავერზე შავკანიანი მოდელი გამოჩნდა. ბრიტანული Vogue-ის ქავერზე სულ 5 შავკანიანი მოდელია: დონიალ ლუნა, ნაომი, რიანა, ბიონსე და ჯორდან დანი. ამერიკული Vogue-ის ქავერისთვის 14 შავკანიან ქალს გადაუღეს ფოტო. მათ შორის ერთი მიშელ ობამაც იყო.
ფოტოგრაფი შვეიცარელი რაფაელ დიკროიტერია (Raffael Dickreuter) – სხვათა შორის, ფრიად ღვაწლმოსილი ადამიანი. რამდენიმე ცნობილ ფილმზე უმუშავია, მათ შორისაა “წარმოუდგენელი ჰალკი”, “რკინის კაცი” და “მარსიანელი”.
- თქმა არ უნდა, ნაომიც, იმანიც და თაირა ბენქსიც ძალიან ლამაზი და ელეგანტური ქალებია, მაგრამ ამოუხსნელი გამოცანაა, რომ, ვთქვათ, ჯოან სმოლზს არ აქვს არც ბრიტანული, არც ამერიკული Vogue-ის ქავერი. ამის შემდეგ სხვა მოდელებზე რა უნდა ვთქვა… არადა, აგერ, “შავი სარკიდანაც” ჩანს, რომ ზოგი ფოტო შავკანიანი მოდელის მონაწილეობით, აშკარად, უფრო ეფექტური გამოვიდა…
თუნდაც – სულ ბოლო.
“შავი სარკის” სხვა ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ასევე:
ამ გოგოს თავისი თავი ადარდებს, მაგრამ მხოლოდ შავკანიანები არ იჩაგრებიან.
ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის 90% არის ევროპოიდი, მაღალი, ღია ფერის კანით, თვალებით და თმებით. 🙂 ვინც ტანსაცმელს ყიდულობს იმ ქალების 90% ვერ ჯდება ამ სტანდარტში.
LikeLiked by 1 person
მთლად მასეც არაა 🙂 სადაა მაგდენი ქერა და ცისფერთვალება ქალი 🙂 ნორვეგიაშიც აღარ არიან უკვე.
ხალხთა მიგრაცია და კლიმატჩენჯი. მალე საერთოდ გადაშენდებიან. დათვლილია მეცნიერულად. 🙂
სერიოზულად კი – სტანდარტი ყოველთვის იყო და, ალბათ, იქნება. სტანდარტი არის კოლექტიური გემოვნება სხვა არაფერი. რუბენსის დროს არ იყო მოდის ჟურნალები, თორემ დაბალი და
მსუქანიპუტკუნა ქალები იქნებოდნენ ქავერზე. 🙂მაშინაც იყვნენ ალბათ, მაღალი და გამხდარი ქალები, ვინც სტანდარტში ვერ ჯდებოდა და იმათაც წყინდათ, ალბათ, რუბენა რომ სხვებს ხატავდა.
იმას შორის თუ რამდენია მართლა ძალიან ლამაზი შავკანიანი მოდელი და რამდენი ხვდება ქავერზე – არის აშკარა დისპროპორცია. ამაში ეგ გოგო მართალია 100%. ჯოან სმოლზი მაგალითად იყო ბრაზილიურ, თურქულ, რუსულ და სხვა ქავერებზე, მაგრამ არა ამერიკულზე ან ბრიტანულზე. და ბევრია სხვაც ასე. “პერიფერიებში” უშვებენ. 🙂
ე.წ. Solo-ს ვგულისხმობ, არა კოლექტიურ ფოტოებს.
LikeLike
უკუღმა ბოლოდან წერს ეგეც და შენც.
რამდენი შავკანიანი დიზაინერი უნახავს? ან შენ რამდენი იცი? :))
დიზაინერების უმრავლესობა თეთრია, ფოტოგრაფები – თეთრია, ჟურნალის რედაქტორები – თეთრია და მოდელების უმრავლესობას ფოტოებზე რა ფერის კანი ექნება? 🙂
LikeLike
რა შვაშია ახლა ეგ?
თუ ფოტოგრაფი და რედაქტორი შავგვრემანია, ყველა მოდელიც შავგვრემანი უნდა იყოს?
სილამაზის აღქმა მარტო მსგავსი-მსგავსზე არ ამოიწურება. 🙂
LikeLike