შურდული და ფრინველები

Pejacგქონიათ თუ არა ბავშვობაში შურდული (ე.წ. “რაგატკა”)?

(ბუზღუნა) მეზობლის ფანჯრის შუშა თუ ჩაგიმსხვრევიათ?

თუ შურდული გქონდათ, ფანჯარასაც ჩაამსხვრევდით. ერთხელ მაინც. და თუ გამოგიჭირეს, ეგებ, გაუტყეპიხართ კიდეც.

“რაგატკის” ამბავში, ალბათ, არც ხორვატი ბავშვები და მათი მშობლები განსხვავდებიან ქართველი ბავშვებისა და მშობლებისგან, მაგრამ ქალაქ რიეკას მერიამ თავად გადასცა ესპანელ სთრითარტერს სილვესტრე სანტიაგოს, იგივე პეხაკს (Silvestre Santiago / Pejac) შურდული და მიდი აბა, შენ იციო – შეაგულიანა.

აი, რა გამოვიდა მაქედან:

Camouflage by PejacCamouflage by Pejac 2

კომპოზიცია, მხატვრის თქმით, მტრედების დიდ მოყვარულს, ბელგიელ რენე მაგრიტს ეძღვნება. თუმცა, მაგრიტს არ ეწყინება და არც პეხაკს, თუ ამ არტის უკან ალფრედ ჰიჩქოქსაც დავლანდავთ.

პეხაკი სანტანდერელია. სალამანკისა და მილანის სამხატვრო აკადემიების კურსდამთავრებული. საკუთარი გზისა და ხელწერის ძიებაში სტუდიიდან ქუჩაში გავიდა. მისი ნამუშევრები ბევრ ქალაქს ამშვენებს, მათ შორისაა სანტანდერი, მადრიდი, მილანი, ლონდონი, სტამბოლი, პარიზი. თავად ასე ამბობს: მელანქოლია და იუმორი გამომარჩევსო. მისი სტილი მეტწილად გრაფიტია, უყვარს ოპტიკური და 3D ილუზია. 

The world going down the drain by PejacTribute to the East in Street Works by Pejac

Usküdar’s Lock, Poster and Shutters by PejacDust by Pejac

Seppuku by PejacSuicide by Pejac

Human Nature by Pejac

Ants by Pejac

ფრინველები მისი ნახატების საყვარელი პერსონაჟები არიან.

Bird spreader by PejacWeaver by Pejac

New Order by Pejac

კიდევ ციტირება უყვარს.

არამხოლოდ მაგრიტის.

Vandal-ism by Pejac

Scream by Pejac

The Re-Thinker on a window by Pejac

და არამხოლოდ მხატვრების.

აქ, უეჭველი, ჰერბერთ უელსი გაგახსენდება ადამიანს.

Exit To Surrealism by Pejac

ეს ნახატი კი ამსაარჩევნოდ საქართველოს საზღვარს მოუხდებოდა. სარფს.

IYKWIM Smile

 Desire by Pejac

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Pejac.es

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “შურდული და ფრინველები”

  1. ძალიან მომეწონა!

    განსაკუთრებით ის ნამუშევრები, აზიური ფანჯარა და კატა როა ეგ და მის გაყოლებაზე.

    პირველმა ფოტომ ჩემი ბავშვობის ეზო მომაგონა, რაღაც ტექნიკუმთან ახლოს ვცხოვრობდით და ასეთი ფანჯრები ჰქონდა. ხშირად ვხედავდი მხოლოდ მაღლა აწვდილ ხელებს და ბურთს.

    Like

      1. ყველა სთრითარტერი, ვიზეც დამიპოსტავს მოუხდებოდა თბილისს.
        ოკუდა კლიჩკომ მიიწვია აგერ მეტროს ვაგონების მოსახატად.

        და ჩვენი სთრითარტერებიც გვყავს მშვენიერი. ერთი კარგი ფესტივალის მოწყობა შეიძლება.

        ტრაბზონში ესტაკადის ჯებირებზეა აგერ ქართული სთრითარტი.

        Like

      1. ნწუ.
        ხელოვნების ყველა დარგში ვარ სრულიად უნიჭო. 😦
        შედარებით წერა გამომდის ასე-ისე. 🙂

        ხარკოვშიც არის ქართული არტი.

        მშვენიერია.
        არტიც და ავტორიც. 🙂

        მე ქართველებიდან გაგოშას (გიორგი გაგოშიძის) ნამუშევრები მომწონს და დოქტორ ლოვის – ბაჩა ხოფერიასი. და მუსია ქებურიასი შარდის ჩაბარების პროცედურა ვისიცაა.

        მაგრამ გაგოშას ძალიან ერჩიან, სამწუხაროდ და უნადგურებენ. თან ისეთ სტილში მუშაობს, რომ იოლად მოგლეჯვადია. 🙂 სხვას უნდა წახვიდე, საღებავი და ფუნჯი იყიდო, მიიტანო და გადაუღებო და ამას – ჩამოგლეჯ და ფაფუ.

        Like

  2. ფანჯრები რა კარგი მიგნებაა! ჩიტებს ანთავისუფლებს.
    რამდენი მიტოვებული შენობაა ჩვენთან – ფაბრიკები, ძველი ადმინისტრაციული შენობები, თბილისშიც არის და რეგიონებშიც ბევრია, რა კარგად შეიძლება სთრიტარტისთვის გამოყენება.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: