კვირადღის პოსტი
პოსტი კარგა ხნის მომზადილი მქონდა, როდესაც ბლოგერმა Molly Bloom-მა ტომბილის სკულპტურის ფოტო და ლინკი გამომიგზავნა.
ტომბილი სტამბოლის ყველაზე პოპულარული კატა იყო. მისი ფოტო, უთუოდ, ნანახი გექნებათ. კატა-მოაზროვნე. კატა-ფილოსოფოსი. ცნობილი Grumpy Cat-ის მთავარი კონკურენტი მემების რაოდენობით. როდესაც კატებისთვის ბოძებული 9-ვე სიცოცხლე ამოწურა, სკულპტორმა სევალ შაჰინმა გამოძერწა და ახლა კვლავ ჩვეულ ადგილასაა. მხართეძოზე. ჩვეულ პოზაში.
მეგობრებიც აკითხავენ.
დაბოლოს, ეგებ, ჯერ არ იცით, მაგრამ თბილისშიც ცხოვრობს ერთი განსაკუთრებული კატა. კაფე “კალას” მიკედლებული პატარა, თეთრი კატაა. ჯერ თითქმის კნუტია ისევ. ბევრი კატა ყავს “კალას”, მაგრამ მხოლოდ ესაა პაციფისტი, ჰუმანისტი და ვეგანი – რამდენს ეცადა ერთი ჩემი მეგობარი, რამდენი ტენა ვენური შნიცელი პირში, არც გაეკარა. მტკიცედ დგას თავის რწმენაზე და მხოლოდ ყველით და ბოსტნეულით იკვებება. ჩაისაც სვამს, ალბათ. გურიელის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ბეჰემოთის გარეშე ეს პოსტი ვერ დარჩება.
ეს ორი ბეჰემოთი გაქრა. თუმცა, ბევრი სხვა ბეჰემოთი ადგილზეა.
მსუქანი კატა ❤ ბარსელონაში დგას.
ბათუმის ბულვარშიც არის კატის სკულპტურები.
LikeLiked by 1 person
ცალცალკე აღარ მივაწერე და ისე ზედ ფოტოებზე აწერია ვინაა ავტორი და სადაა. რომელიც ვიცოდი.
რამდენიმე ცნობილი სთრითარტერია.
LikeLike
ხადურის კატა :))
LikeLike
კაცო ვეგეტარიანელი კატა ვის გაუგია, მარხვაზე იყო ალბათ.
LikeLike
კიეველებსაც ძალიან უყვართ კატები.
ეს არის რესტორან “პანტაგრუელის” კატა პანტელეიმონის ქანდაკება.
სურვილი უნდა ჩაიფიქრო და ყურებზე და კუდზე მოეფერო.
https://ru.wikipedia.org/wiki/Памятник_Коту_Пантелеймону_(Киев)
რესტორნის აბრა
კიდევ ბევრია. 🙂
LikeLiked by 1 person
კაი ტიპი ყოფილა პანტელეიმონი.
აბრა არ ჩანს. რა ლინკია?? გამოუშვი და ჩავამატებ.
LikeLike
კიევური კატლეტი მაინცდამაინც არ მიყვარს და აგერ კიეველი კატები. 🙂
http://vkieve.net/stati/kievskie-pamyatniki-kotam-i-koshkam
LikeLike
ეგ ორი ბეჰემოთი სად გაქრა? აიღეს?
LikeLike
იდიოტებს რა გამოლევს.
LikeLike
დავგუგლე. 🙂
მოსკოვში დემონტაჟი გაუკეთესო და კიევის ბარელიეფი რესტორნის თავზე ყოფილა, ის რესტორანი დაკეტილა და ჩამოხსნეს ბეჰემოტიც. 😦
ხარკოვში ყოფილა მსგავსი სკულპტურა, ოღონდ კოროვიევის მაგიერ ბულგაკოვი ზის სკამზე. 🙂

LikeLiked by 1 person
თბილისში

LikeLiked by 1 person
ეს ფოტო კატამ გადაიღო?
ძაღლი რომ სეკვესტრირებულია :)))
LikeLiked by 1 person