ბეთლემი

საუკეთესო ადგილი თბილისში?

ხშირად, ძველ თბილისში სეირნობას აბანოთუბანში ვამთავრებთ, ლეღვთახევში, შარდენის რომელიმე კაფეში… მაგრამ, თუკი არ დაიზარებთ, სოლოლაკიდან ტიმოთე ბელოის 120-საფეხურიან კიბეს აჰყვებით, დაგხვდებათ ულამაზესი ხედები, ვიწრო, საფეხმავლო შუკები, რამდენიმე კოხტა ეკლესია, სპარსული ათეშგა – მაზდეანური სალოცავი,  ძველი თბილისის განუმეორებელი არომატი და გასაოცარი კაფე-რესტორნები. ეს არის თბილისური ბეთლემი – კლდის უბანი.

კაფე-რესტორნები ვთქვი და გამორჩეული სამია.144 Stairs

პირველს 144 საფეხური ჰქვია. ბეთლემის ქუჩიდან ზემოთ, კიბით 144 საფეხური უნდა ასკინკილა აირბინოთ და თბილისის ყველაზე კოლორიტულ კაფეში აღმოჩნდებით.  აქედან თბილისი ყველაზე ლამაზი ჩანს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ჩვენს ქალაქზე ყველაზე ლამაზი ხედი. ამ კაფეში ძალიან კარგი, მხიარული, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანები მუშაობენ. ამ კაფეში ამზადებენ უგემრიელეს ნამცხვრებს. აქ მზეს ეფიცხება 144 ბუნდღლა (და არაბუნდღლაც) კატა. Smile აქ ბევრი ნახატია კედლებზე (კაფეს მფლობელი თავადაც მხატვარი და გალერისტია), აქ მყუდრო ვერანდაა და, როგორც ვთქვი, ულამაზესი ხედები.

Art cafe Home

მეორე არის Homeრომელშიც არ ვყოფილვარ. აბა, რატომ წერო – მეტყვით და მართალიც იქნებით, მაგრამ ეს კაფე იმდენად ლამაზადაა გაფორმებული, კედლებზე იმდენი ფერად-ფერადი ჩიტის სახლია… ფერად-ფერადი ჩიტის ფერად-ფერადი სახლი Smile – შეუძლებელია, სამზარეულო არ უვარგოდეთ.

le Montrachet

დაბოლოს სულ ახლახან გახსნილი რესტორანი, რომელიც გახდა ამ პოსტის ინსპირაციაცა და მიზეზიც – Le Montrachet. ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული რესტორანი თბილისში. დასახელება, კი ხედავთ, ფრანგულია (მონტრაშე, სომელიეთა აზრით, ბურგუნდიის საუკეთესო ვენახებია. თეთრი შარდონეს ღვინო სწორედ ამ ადგილებიდან მიიჩნევა ეტალონად) მენიუ – ფრანგულ-იტალიურ-ამერიკული. გარდა ამისა, სხვადასხვა დღეს მენიუს ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ეთმობა. მსოფლიო სამზარეულო ქართული აქცენტებით და ქართული კერძები ევროპული აქცენტებით. შეფი – ამერიკელია (იტალიური წარმოშობის). მენიუში კერძების მრავალფეროვნებითა და სიუხვით თქვენს განცვიფრებას აქ არ ცდილობენ, მაგრამ კულინარია არის უზადო.  Le Montrachet არის გურმანთა ედემის ბაღი ბეთლემის ქუჩაზე. Smile

ინტერიერი და დეკორი მინიმალისტურია და ეკლექტური.  გემოვნების ამბავია. არ აგიწერთ. კი შემეძლო, რამ კრიტიკულიც დამეწერა, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსმა გამაჩუმა. თუ მიხვალთ – თავად ნახავთ.

  • კულინარია, ჩემთვის, ჯაზს ჰგავს. კარგი შემსრულებელი აიღებს ნოტების რვეულს, ვთქვათ დიუქის “ქარავნის”, და თუ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს – სასიამოვნოდ მოსასმენი, კარგი სტანდარტი გამოუვა. გენიალური მუსიკოსი კი აიღებს ნოტებს და თავის გემოზე გადაასხვაფერებს. ეგკიარა, თავად დიუქიც საკუთარ “ქარავანს” ხან ასე უკრავდა, ხან ისე. ხან რაღაცას მოაკლებდა, ხან რაღაცას დაამატებდა. თუ მხიარულ ხასიათზე იყო, ასე უკრავდა, თუ მოწყენილი – ისე. თუ შეყვარებული იყო, ასე დაუკრავდა და თუ გულგატეხილი – ისე. მზიან დარში ასე დაუკრავდა, მოქუფრულზე – ისე. დარბაზში შესვლის წინ კონცერტზე, მანამ როიალს მიუჯდებოდა, თუ ესპრესოს მიართმევდნენ, ასე უკრავდა და თუ კაპუჩინოს – ისე. მაგრამ ყოველთვის არაჩვეულებრივი მოსასმენი იყო. იმიტომ რომ დიუქი იყო. კულინარიაც ასეა. შეგიძლია აიღო ბარბარე ჯორჯაძის წიგნი ან დიუმას კულინარიული ენციკლოპედია, როგორც წერია, მიჰყვე ხელდახელ და ერთხელ ვერა, მეორედ ვერა და მესამედ გამოგივა. და შემდეგ ყოველთვის გამოგივა. გემრიელად, მაგრამ – ერთნაირად. როგორც – სტანდარტია. გენიალური კულინარი კი ისეა ქურასთან, როგორც დიუქი იყო როიალთან.

ბეთლემი–კლდის უბანი ასეთი ლამაზი და საოცარი ადგილი რომ არ იყოს, თუნდაც მხოლოდ Le Montrachet-ის გამო ეღირებოდა აქ ამოსვლა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “ბეთლემი”

    1. მე მგონი. მფლობელია თვითონ.
      ამერიკელია ისე. იტალიური წარმოშობის.

      ძვირია კი. შეიძლება ყველაზე ძვირი რესტორანია თბილისში. 🙂 პორციების ზომის გათვალისწინებით.

      Liked by 1 person

      1. ლონგ სთორი 🙂
        სიტუაციამ მოიტანა და სასმელმა და ზოგადად დესერტის არჩევანმა. 🙂
        მერე პოსტფაქტუმ კი ვინანე 🙂 მართალი ხარ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: