ოკუდა ხატმწერი

Okudaარის ქალაქები, სადაც არიან მერები, ვინც აშავთეთრებენ. სხვები კი – პირიქით, ქალაქის ურბანული სახის გამოცოცხლებას ცდილობენ. ასე მოიქცა არქანზასის შტატის ქალაქ ფორთ სმითის მერია, რომელმაც რამდენიმე შენობა სთრითარტერებს დაუთმო. მიწვეულთა შორის იყო ესპანელი მხატვარი ოსკარ სან მიგელ ენრიკეც, იგივე – ოკუდა.

ოკუდა სან მიგელი (Okuda San Miguel)  ესპანელი სკულპტორი, გრაფიკოსი და დიზაინერია. მისი ხელწერა იოლად ამოსაცნობია. ერთი ნამუშევარი მაინც თუ გაქვს ნანახი – სხვაში აღარ შეგეშლება. თავად საკუთარ სტილს პოპ-სიურეალიზმს უწოდებს. კუბიზმის გავლენაც ჩანს. შთაგონების წყაროდ ასახელებს სალვადორ დალისა და ენდი უორჰოლის ნახატებს, მიშელ გონდრისა და თერი გილიამის ფილმებს.

Okuda Bear HeadOkuda Birds Revenge

Okuda Puppets of PowerOkuda Sweet Head

Okuda in Temuco. ChileOkuda in Logrono

Okuda exhibition at New Coliseum, Lisbon, Portugal

სანტანდერიდანაა. მისი პირველი “ტილოები” 90-იანებში მშობლიური ქალაქის მიტოვებული შენობები, რკინიგზის სადგური, ჩამოწერილი ვაგონები იყო. ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი მხატვარია. მადრიდში ცხოვრობს და პარიზის, ლონდონის, ნიუ იორქის გალერეები მასპინძლობენ. და მრავალი ქალაქის შენობები.

Okuda in SantanderOkuda in Suances

Okuda in Cicus, Sevilla, SpainOkuda in Haus Khas Village. New Delhi. India

Okuda in Madrid

Okuda in Milano, Italy

Okuda in Mexico City

Okuda in TennesseOkuda in Berlin

Okuda in Hongkong. ChinaOkuda in Youssoufia, Morocco

ახლა კი ფორთ სმითში მოხატული შენობა ვნახოთ – “უნივერსალური სამლოცველო”, პოსტი რითიც დავიწყე.

ტყუილად არ მიუწვევიათ, მგონი.

Okuda Drone in ArkansasOkuda Drone in Ft. Smith, Arkansas

კიდევ ის მგონია, რომ თბილისში თუ მოვიწვევთ, უარს არ გვეტყვის. და ტყუილად ფიქრობთ, რომ მომწვევი არ გამოუჩნდება. Smile

Okuda Penguin

ფოტოებზეც ხედავთ – ოკუდას რამდენიმე ტაძარი აქვს მოხატული, თუმცა მოქმედი არც ერთია.  გასულ წელს ესპანურ ქალაქ ლიანერაში 1912 წელს აგებული ტაძარიც მოახატინეს.

Okuda in Llanera. Oviedo. Spain 1

Okuda in Llanera. Oviedo. Spain 2Okuda in Llanera. Oviedo. Spain 4

Okuda in Llanera. Oviedo. Spain

Okuda in Llanera. Oviedo. Spain 5Okuda in Llanera. Oviedo. Spain 6

Okuda in Llanera. Oviedo. Spain 7

როგორც ვთქვი, მოქმედი არაა – იქ სქეით-პარკია განთავსებული. თუმცა რომელიმე ახალაგებული, თანამედროვე არქიტექტურის ეკლესიის მოხატვა რომ სთხოვონ, კი იქნება საინტერესო.

შეიძლება, ის თქვათ, ამდენი ფერი ეკლესიას დააფრთხობს და არ მიუშვებენო, მაგრამ საპატრიარქოს გულსაც მოიგებს, ისეთია ეს ოკუდა.

Okuda Buck Head

მარტორქის გვერდით ვერ დაშვენდება თუ? Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___
P.S.
აგერ კიევში მოხატა მეტროს ვაგონები.

Okuda San Miguel

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “ოკუდა ხატმწერი”

    1. ახალი ავტობუსები რომ შემოყავთ, მაგათ გასაფორმებლად, მაგალითად.
      თან ფერად ავტობუსში ბევრი არ ავა და გადაჭედვის პრობლემაც მოიხსნება 🙂

      Liked by 2 people

  1. ლამაზია, მაგრამ მგონი ძალიან მკვეთრია ფერები :)))
    სტრიტ არტში ყველაზე კარგია, მთლიანი შენობები…

    Like

    1. კი მკვეთრია, მაგრამ საფირმო ხელწერა აქვს ეგეთი.

      დიდ მასშტაბებში ყველაზე შტამბეჭდავია. მატარებლები, იახტები. თვითმფრინავები ვერ ვნახე, მაგრამ ეგენიც ექნება.
      და ის ტაძარიც ძალიან მაგარია.
      თემატურად რომ მოხატოს მოქმედი ეკლესია, მაგარი იქნება. ჰიპსტერული ეკლესია გამოვა :))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: