დაფხრეწილები

შაბათის პოსტი

დაფხრეწილი ჯინსი 70-იანებში გამოჩნდა პირველად, როგორც პროტესტის სიმბოლო და “ფეხებზე მკიდიხართ” გზავნილი კაცობრიობას. დახეული ტანსაცმელი ჰიპებსაც ეცვათ, თუმცა ეს უფრო იშვიათი და შემთხვევითი ამბავი იყო – ტანზე გაცვდა-შემოეფლითებოდათ ხოლმე. პანკებმა კი შეგნებულად მიჰყეს ხელი ჯინსებისა და ტყავის ქურთუკების ფხრეწვას.

“მფხრეწავების” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საეტაპო ფოტო ჟურნალ Punk-ის ფოტოგრაფმა რობერთა ბეილიმ გადაუღო “რამოუნზ”-ის (Ramones) წევრებს და ჯგუფის 1976 წლის ალბომის ქავერზეა. თავად მუსიკოსებს ალბომის Meet The Beatles-ის სტილში გაფორმება სურდათ, მაგრამ სტუდიის არტ-დირექტორმა თონი ვეიდლერმა ივაჟკაცა და გადაარწმუნა. შედეგად, დაფხრეწილი ჯინსი ალბომის ქავერზეა. Ramones

80-იანებში დაფხრეწილი ჯინსი უკვე მეინსთრიმია – არამხოლოდ პანკებს, პოპის დედოფლებსაც აცვიათ და სხვა არადედოფლებსაც.

Madonna

ლამის ნახევარმა საუკუნემ ჩაირბინა და კი გაიგონებთ, უკვე თავიც მოგვაბეზრაო, მაგრამ მოდაში რჩება. დიზაინერის მიერ დაფხრეწილ ჯინსს ფასიც დიდი ადევს, ზოგი თავად ფხრეწს იაფობიზა კუსტარულად: ხან გამოსდის – ხან ვერა.

მაგრამ დღეს უკვე გვაქვს ალტერნატივა: გარანტირებული ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით.

სამკერვალო ფირმა “Tigger” –  ჩვენგან მხოლოდ კმაყოფილი კლიენტი მიდის. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: