– როდის შემოვა საქართველოში “სთარბაქსი”?
– სანამ “სთარბაქსი” არ გვეყოლება, ყავას ვერ ვსვამ თბილისში.
– ყავის დასალევად სტამბოლში მიწევს გადაფრენა, გოგო!
– ჩემი მეზობლის ძმის მეგობრის გერლფრენდის დაქალი “სთარბაქსში” მუშაობს და ნამდვილად ვიცი, მალე იხსნებიან საქართველოში.
არამხოლოდ “სთარბაქსის”!
The Coffee Bean & Tea Leaf რა თქმა უნდა, ვერ არის ისე პოპულარული, როგორც “სთარბაქსია”, მაგრამ ნამდვილი ამერიკული ყავის დაგემოვნება თუ გსურთ, როგორც იტყვიან – ველქომ!
“სთარბაქსზე” მომცროა, “სულ რაღაც” 1’000 ყავახანა აქვთ მსოფლიოს გარშემო (“სთარბაქსის” 24’000-ის საპირისპიროდ), მაგრამ უფრო დიდ ისტორიას ითვლიან – 2 წლის შემდეგ 55 წელს იზეიმებენ. დამფუძნებლები – ჰერბერთ და მონა ჰაიმანები (Herbert B. Hyman & Mona Hyman) ნამდვილი ყავამანიაკები არიან. CB&TL-ის ისტორიაც იქედან დაიწყო, რომ გემრიელი ყავის დევნაში მსოფლიო შემოიარეს. ჰაიმანები პირველები იყვნენ, ვის ყავახანაში კლიენტს შეეძლო ყავის მომზადებამდე ჯერ ეხილა მარცვლები, საიდანაც ყავა იხარშებოდა. დეხედა, დაეყნოსა, აერჩია და მისი მოწონებული სახეობის ყავა დაეგემოვნებინა. ბევრს მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, საიდან მზადდებოდა ყავა. და რომ, თურმე, კენიური არაბიკა განსხვავდება ეთიოპურისგან და ეს ორი კი ვიეტნამური რობუსტასგან. მეტიც, ბევრის მიერ ასე მოსაკლისებული ფრაპუჩინო “სთარბაქსში” კიარ, The Coffee Bean & Tea Leaf-ში მოამზადეს პირველად… ფრაპუჩინო არ ერქვა, მაგრამ სწორედ ის იყო.
თუკი თბილისში ამერიკანოს დალევა გსურთ – CB&TL-ს გირჩევთ. აქ არამხოლოდ გემოა “ამერიკანული”, ფინჯნის მოცულობაც ამერიკულია.
სხვა დანარჩენიც გემრიელია. მშვენიერი ტკბილეულიც აქვთ და მომსახურებაც – საუკეთესო.
ადრე რომ ერთი კაფე შევაქე და მოვიწონე, სამწუხაროდ – დაიხურა. ეგებ, თარსი ხელი მაქვს. არ მინდოდა, CB&TL-იც დამეთარსა, მაგრამ აგერ უკვე მე-4 ყავახანა გახსნეს თბილისში და მეიმედება.
მოკლედ, თუ ყავა გსურთ – არამხოლოდ “სთარბაქსის”!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ცხადია, ჩაიც აქვთ. დასახელებიდანაც ჩანს.
ყოველი მეათე ფინჯანი უფასოა 😉
LikeLiked by 1 person
კიი, დიიიიდი ფინჯანი ამერიკანო ჰქონდათ (კრემას გარეშე) და ტკბილეულიც გადასარევი.
სხვათა შორის, მშვენიერი სოკოს კრემ-სუპიც.
LikeLiked by 1 person
მიყვარს ეს ქსელი. Ice Blended ყავაა საუკეთესო. სენდვიჩი – საშუალო. ტკბილეული კარგია. კენკრის ჩაიც გემრიელი აქვთ.
რუსთაველზე დავდიოდი აქამდე და მოლში. ახლა საბურთალოზე ვივლი ხშირად, მართლა არ დახურონ ;)))
LikeLiked by 1 person
ეგებ, თარსი ხელი მაქვს.:/
ხელი კი არა – ფეხი.
მანდ მისული არ დაგინახო! )))
LikeLike
ამდენი ყავის პოსტის მერე ერთი კითხვა გამიჩნდა, კაფეში ყავის ტიპის გარდა ყავის ჯიში არ უნდა მიუთითონ მენიუში?
რახან “კენიური არაბიკა განსხვავდება ეთიოპურისგან და ეს ორი კი ვიეტნამური რობუსტასგან”? 🙂
LikeLike
გუდ ქვეშჩნ. ეგეთი არსად შემხვედრია. აქკიარა, არც სხვაგან. ყოველ შემთხვევაში კაფეებში.
რომელიმე ძაან აფგრეიდ ყავახანებში შეიძლება იყოს. შეკვეთით რომ გიფქვავენ რომელი ყავაც გინდა და გიხარშავენ.
როგორც თევზის რესტორნებშია – აკვარიუმში რომ აჩვენებ და იმ თევზს ამოიყვანენ და მოგიმზადებენ.
LikeLike
ერთი საშუალო დონის ამერიკული ფასთფუდის ქსელია
LikeLike
დონე იქეთ იყოს და სთარბაქსიც ფასთფუდია. და საერთოდ ფასთფუდის საზღვრები ისევე გაფართოვდა დღეს, როგორც ფასთფეშენის. 🙂
LikeLike
მგონი ყველაზე გემრიელი კაპუჩინო აქვთ თბილისში, დიდი ჭიქით და შოკოლადმოსხმული, მმმ…. კი ღირს 9 ლარი, მაგრამ მართლა უგერიელესია.
LikeLiked by 1 person
შენ რომ გევასება ფრონცკი ადგილები – ფილინიში არის ძაან გემრიელი.
CB&TL ნებისმიერი ფინჯანი უფრო დიდია ვიდრე სხვაგან. 🙂 ყავა კი მართლა გემრიელია. იმიტომ რომ თვითონ მაგ ქსელის ყავა არის გემრიელი. სახლისთვისაც ვიყიდე.
თუმცა… ერთხელ ესპრესო მანდაც დამიწვეს.
LikeLike