How-to: ბულდოგების ბრძოლა ონლაინში

ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ – ამბობენ, ასე შეაფასა ჩერჩილმა კრემლის პოლიტიკა. დღეს ბულდოგების დიდი ბრძოლა ონლაინშია გაჩაღებული. კომპანიები ყიდულობენ დადებით და უარყოფით შეფასებებს. დადებითს – საკუთარი პროდუქციისთვის და უარყოფითს, ცხადია, – კონკურენტებისთვის. ამ ცრუ შეფასებებს ყველა ონლაინ მაღაზიაში ნახავთ, მათ შორის ყველაზე პოპულარულ “ამაზონზეც”. არადა, შეფასებები პროდუქტის შეძენისთვის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია. წინა მყიდველი უკანა მყიდველის ხიდიაო, ამბობენ. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ეს შეფასებები ნაყიდია?

არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც პროდუქტის შეფასებების გაფილტვრა და ფსევდო-კომენტარების ამოყრა შეიძლება, მაგრამ ასე სათითაოდ რჩევა-ძიება რთულია და დიდ დროს ითხოვს. არის მარტივი გზა – საიტი Fakespot.com. აკოპორებთ “ამაზონის” ლინკს სასურველ პროდუქტზე, Fakespot ამოწმებს რეალურ თუ ფსევდო-მყიდველთა მიერ დაწერილ შეფასებებს და გამოაქვს ვერდიქტი A–დან (შეფასებები სანდოა) F-მდე (გაყალბებულია).

FakeSpotFakeSpot 2

განსაკუთრებით სასარგებლოა უცნობი მწარმოებლების Fakespot-ით გადამოწმება. ლაკოსტისა და ფილიფსის, ბრუქსებისა და ქინდლის ლოგოს გადაუმოწმებლად ვენდობი. მაგრამ როდესაც ზურგჩანთას ვყიდულობდი ან პორტატულ დამტენს სმარტფონის/ტაბლეტისთვის ან ბლუთუს-ყურსასმენს ან დინამიკს – ყველა ჩემთვის უცნობი ფირმისა იყო და თავი Fakespot-ით დავიზღვიე.

100%-იან სიზუზტეს Fakespot-ის ალგორითმიც ვერ გვპირდება (საერთოდ, რაა ამქვეყნად 100%), მაგრამ მაინც კარგი დამხმარე სერვისია.

ცხადია, თავად ინტერნეტ-მაღაზიებიც ებრძვიან ასეთ ყალბ შემფასებლებს, მათ პროფილებსაც ხურავენ და ცრუ შეფასებების მყიდველი კომპანიის ანგარიშებსაც. მეტიც, თუ კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს, ონლაინ მაღაზიები ამ გამყალბებლებს სასამართლოშიც უჩივიან. მაგრამ ვეჭვობ, ეს პრობლემა უახლოს მომავალში (ან ოდესმე) მოგვარდეს, ამიტომ სერვისები, როგორიცაა Fakespot კვლავ აქტუალურია. ასე რომ, ონლაინ-შოფერებო, დააბუქმარქეთ და ჩაინიშნეთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Advertisements

3 thoughts on “How-to: ბულდოგების ბრძოლა ონლაინში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s