ამერიკანო

მზარეულები კარგი გვყავს. მხოლოდ ქართულ სამზარეულოზე არ ვამბობ – ევროპული კერძებიც არაჩვეულებრივად გამოსდით. ბევრ ქართულ პიცერიაში ძალიან გემრიელი პიცაა. სტეიკსაც კარგს ამზადებენ. ბურგერსაც. (სუშის მოყვარული არ ვარ და არც იაპონიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ გაუსინჯავად დავწერ, რომ ქართული სუშიც არ ჩამოუვარდება ტოკიოს კარგი რესტორნის სუშის – ორივე ერთნაირად უგემურია). 🙂 ნამცხვრებზე ხომ ნუღარ იტყვით – ქართული გემოვნებისა და დასავლური რეცეპტურის სინთეზი, მართლაც საუკეთესოა. თბილისური ბრაუნი, მაგალითად, სჯობს კლასიკურ ამერიკულ ბრაუნის. გემოვნების ამბავია, ცხადია, მაგრამ კლასიკური ბრაუნი ხმელია, რაღაც ნამცხვარსა და ორცხობილას შორის. ჩვენებური კი ფაფუკია. ბევრგან სტომაქიც ცხელი შოკოლადით აქვს გამოვსებული – დაადებ კოვზს და სკდება… მმმმ…. უგემრიელესია!

მაგრამ აი, ყავა… ყავა ტკივილია. იმიტომ, ალბათ, რომ ყავა ჩვენში უბრალოდ “მისასმელია” და არა თავისთავადი რამ. ცალკე კულინარიული ფასეულობა არ აქვს. ასე აღიქმება. ფასი კი აქვს, იცოცხლე Smile – ფასეულობა არ აქვს… ალბათ, არცაა გასაკვირი. ყავა კი არა, ღვინოც მისასმელია, ხშირად. ისე, მოსაჩვენებლად დავყნოსავთ-დავაგემოვნებთ ხოლმე, პირს ავაწკლაპუნებთ… მერმე კი იმდენს და ისე უზომოდ დავლევთ რომ ბუკეტი, გემო, ზომა-წონა, თავი, კუჭი და ღვიძლი ერთიანდება. და აღარაფერი გვახსოვს “პახმელიის” გარდა.

ჰოდა, თუკი ღვინო ასეთ დღეში გვყავს, ყავაზე რაღა მეთქმის. ყავა ხომ სულ ახალი ხილია ჩვენთვის. მეტადრე – იტალიური ყავა. რაღაც 20 წლის წინ მხოლოდ ორი ყავა ვიცოდით – თურქული და ხსნადი. Smile ზოგ “პრადვინუტი ზავედენიაში” ხსნად “ნესკაფეს” –  ამერიკანოს უძახდნენ. ზოგან კი კაპუჩინოსაც ამზადებდნენ –  MacCoffee-ს ერთჯერადი პაკეტებიდან. Smile ზოგი იმასაც ამტკიცებდა, MacCoffee-ს პაკეტი ორ ფინჯანს ყოფნისო, მაგრამ ეგ მაინც ერესი იყო.

ნამდვილი ამერიკანო იტალიელების მოგონილი ყავაა.  მეორე მსოფლიო ომის დასრულებისკენ, როდესაც მუსოლინი ხეზე ჩამოაკონწიალეს, იტალია კი მოკავშირეების ჯარმა დაიკავა, ამერიკელ ჯარისკაცებსა და იტალიელ ბარისტებს შორის ცივილიზაციური განხეთქილება მოხდა – ლამისიყოდა, ჰანთინგთონის მიხედვით. ამერიკული ტრადიცია – ყავა დიდი ფინჯნებით და იტალიური კულინარიის სიამაყე – ესპრესო ერთმანეთს ვერ მოერგო. ბოლოს მარკეტინგმა გადასძალა კულინარიას და იტალიელმა ბარისტებმა შექმენს ამერიკანო, კლასიკური იტალიური ესპრესო, რომელსაც გაამერიკულებისთვის ამატებენ ზედ მდუღარე წყალს. შედეგად ვიღებთ მუქი ფერის ყავას დიდი ფინჯანში. კრემას გარეშე! წყლის დამატებისას კრემა ქრება. ესაა ამერიკანო და მზადდება სწორედ ასე. მაგრამ თბილისში 100-დან 95 შემთხვევაში ქაფიანი ამერიკანო მოაქვთ. რაც სინამდვილეში არის ხან ლუნგო, ხანაც – ლონგ ბლექი. ეს ბოლო ამერიკანოს ავსტრალიელი ბიძაშვილია – როდესაც ესპრესოს ამატებენ მუღარე წყალში და არა – პირიქით, შედეგად, მცირე კრემა ნარჩუნდება. ლუნგოს მომზადებისას კი ბარისტა შეგნებულად არღვევს ესპრესოს მომზადების ოქროს წესს – 30 მლ ესპრესო 7 გრამი ყავიდან – არ თიშავს აპარატს და ყავა მოდის და მოდის და მოდის…  როგორც ერთი ჩემი ნეაპოლელი ნაცნობი ამბობს: Americano is no coffe, and Lungo is wrong coffee. ამერიკანოში (ესპრესოსთან შედარებით) ცოტა გემო და არომატია, მაგრამ ეს მაინც ყავაა, ლუნგო კი უბრალოდ სულწაწყმედილი ყავაა, მეორადი ყავა. ლუნგო ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც ყავას შეიძლება დამართოს ადამიანმა. აიღეთ ნებისმიერი კერძი… თუნდაც – საცივი იყოს ან ხაჭაპური და ორჯერ-სამჯერ ნაკლები სუნელი, ნიგოზი ან სულგუნი გამოიყენეთ პორციაზე. და კიდევ უარესია ლუნგო, იმიტომ რომ ესპრესოსთვის საჭირო რაოდენობის წყლის გავლისას ფილტრში, თუ რამ კარგი და გემრიელი და არომატული და სასარგებლოა ყავის მარცვალში – ყველაფერი ფინჯანშია უკვე და რაც შემდეგ ჩაედინება, არის თხლე.

მაპატიეთ, ეს ბუზღუნა პოსტი. 🙂 სექტემბრიდან ისევ ძველებურად მაქებარი პოსტები წამოვა.

დაკიდევ, ბარემ აქვე დავწერ, რომ საუკეთესო მუქი (შავი) ყავა არის, იმჰო, მოკა, რაც მოკადანში მზადდება. კარგი ყავისგან კარგად მომზადებული მოკა არის ყველაზე არომატული და გემრიელი შავი ყავა, რაც შეიძლება იყოს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

How-to: ისმინე, ყავის მძებნელო

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “ამერიკანო”

  1. თბილისური ბრაუნი, მაგალითად, სჯობს კლასიკურ ამერიკულ ბრაუნის.

    თბილისური ბრაუნი ფონდანტია და არა ბრაუნი. 🙂

    Like

    1. კაია. მე ამერიკანოს არ ვსვამ, ვინმე თუ შეუკვეთავს ხოლმე მაშინ ვხედავ როგორია 🙂 ადრე კაპუჩინოს ვსვამდი და ახლა ესპრესოზე გადავედი.

      Liked by 1 person

  2. ამერიკანო და ლონგ ბლექი გემოთი ერთია, მხოლოდ კრემაა განსხვავება.
    ლუნგოზე გეთანხმები, მაგრამ ლუნგო და ლონგ ბლექი გარეგნულად როგორ განსხვავდება? სანამ არ დალევ ვერ მიხვდები? 🙂

    კანტინას კაფე რატომ დაიკეტა შენ გეცოდინება?

    Like

    1. ზოგი მიხვდება, ზოგი – ვერა 🙂 ალბათ.
      ზოგადად რაც მეტ ხანს ხარშავ მით მწარეა ყავა და ნაკლებარომატული.
      რით განსხვავდება წყალგარეული ღვინო და აძმარებული ღვინო? :)))

      ისე, ლუნგოს უკეთესი კრემა აქვს ვიზუალურად. ლონგ ბლექის კრემა თხელია – ლუნგოსი უფრო სქელი კრემაა.

      კანტინას კაფე რატომ დაიკეტა შენ გეცოდინება?

      იშვიათად დადიოდით და იმიტომ :/

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: