პოლი, ბრუქსი და ბარნოვი

PAUL

Paul Tbilisiქალაქ კრუაში პატარა საფუნთუშეს იმ დილით კლიტე რომ ჩამოხსნა და პირველად შეუღო კარი მყიდველებს, ფრანგი ხაბაზი შარლემან მაიო ნამდვილად არ იფიქრებდა, რომ 127 წლის შემდეგ, თბილისში 3-ჯერ მომიწევდა მის კაფეში მისვლა, იმისთვის რომ შევკვეხებულიყავი ძლივს და ორი თავისუფალი ადგილი მომეგდო გაჭირვებით.  Smile “დონათები გაგვითავდა”-ო გამახსენდა. თუმცა, PAUL-სა და Dunkin’ Donuts-ს ვერ შევადრი. ფასთ-ფუდისა და დონათების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ “პოლი”-ს რეცეპტურა და ტკბილეული “ჟანრის კლასიკაა”. უგემრიელესი ბოლო ნამცეცამდე.

მაიოს საფუნთუშე PAUL დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მცირე საცხობად, კრუას გარეთ ცოტა ვინმეს თუ გაეგონა. კრუა კი პაწაწკინტელა ქალაქია – 20’000 ადამიანი ცხოვრობს დღეს და 1889 წელს რამდენი იყო არ ვიცი. ალბათ, იმდენი, რამდენის დაპურებასაც შარლემან მაიო, მისი მეღლე და ორი შეგირდი გასწვდებოდა. Smile

მაგრამ საფრანგეთში გურმან ხალხს რა დათვლის და თუკი მე აგერ, ვაკეში გავედი PAUL-ის ტკბილეულის დასაგემოვნებლად, ფრანგები ჯერ ლილიდან ეწვივნენ კრუას (7 კილომეტრია სულ), შემდეგ – სხვა ქალაქებიდან. მაიოს საფუნთუშის სახელმა პარიზამდეც ჩააღწია. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან კი PAUL-ის პურ-ფუნთუშეული სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდა (მათ შორის, “კარფურს” არ ეწყინოს და “აშანის” დახლებზე, რომლის ისტორიაც ასევე ქალაქ კრუადან იწყება).

დღეს PAUL – ესაა საცხობებისა და კაფე-რესტორნების ქსელი საფრანგეთსა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ახლა უკვე – საქართველოშიც. უგემრიელესი შოკოლადის ტარტლეტი (ტარტალეტკა – ჩვენებურად), შოკოლადის მაკარუნი (მაკარონი არა – მაკარუნი, ბისკვიტი), ფრანგული კულინარიის შედევრი – ეკლერი და, ცხადია, კრუასანი, რომელიც ვითომ ავსტრიელებმა კი მოიგონეს, მაგრამ კრემისა და შოკოლადის დამატებას სწორედ ფრანგები მიხვდნენ… აბა, რა იქნებოდა კრუასანი კრემისა და შოკოლადის გარეშე?

PAULამას გარდა ბრიოში, კრეპი, სენდვიჩები, სალათები, ყავა… და კიდევ ბევრი და ნაირ-ნაირი გემრიელობა.

გლობალიზაციის მიუხედავად, PAUL კვლავ ოჯახურ ბიზნესად რჩება, მაიო-ოლდერების მფლობელობაში (ჟულიენ ოლდერი შარლემან მაიოს შვილიშვილის, სიუზანის მეუღლე იყო). ოლდერები ასევე ფლობენ Ladurée-ს, ტკბილეულისა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაკარუნების კომპანიას. ვინც პარიზში ყოფილხართ, კი გექნებათ ნანახი მათი ულამაზესი მაღაზია შანს-ელისეზე. ახლა, როცა უკვე “პოლი” გვაქვს, იმედია, “ლადურეც” არ დაგვამადლის დიდხანს.

1818

მეორე ამბავი, რაც იმ პირველს უნდა მოვაყოლო, ბუტიკ 1818-ის გამოჩენაა თბილისში… ცხადია, სჯობს მაღაზიას Brooks Brathers ეწეროს ფასადზე, ისე, როგორცაა ყველგან, მაგრამ, ჩანს (ბოლომდე მოუგვარებელი) ფრანჩიზის ამბავია… ასეა თუ ისე, 1818 ნამდვილად “ძმები ბრუქსების” მაღაზიაა, ფართო ასორტიმენტითა და ახალი კოლექციით.

BB 1818 Tbilisiთუ ხშირად… ხშირად კიარადა ხანგამოშვებით მაინც მკითხულობთ, Brooks Brathers-ის წარდგენა არ მჭირდება. გავალ-გამოვალ და ისედაც სულ ვახსენებ ხოლმე. ერთ-ერთი საუკეთესო ტანსაცმლის ბრენდია მამაკაცებისთვის, იმჰო. ისეთივე კლასიკა, როგორიც PAUL ან Ladurée. იმ ცნობილ ადამიანთა სია, რომელნიც “ბრუქსებში” იმოსებოდნენ და იმოსებიან ბევრ გვერდზე არ დაეტევა. მათ შორისაა აშშ-ს თითქმის ყველა პრეზიდენტი, მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები და ენდი უორჰოლი. Smile მათ გარდა – დიდი გეთსბი “დიდი გეთსბიდან” და ამერიკელი ფსიქოპათი “ამერიკელი ფსიქოპათიდან”. Smile ბოლოს და ბოლოს, სწორედ “ბრუქსებიდან” დაიწყო რალფ ლორენის კარიერაც. დაკიდევ, გაგიკვირდებათ და, 1818 წელს დაფუძნებული “Brooks Brothers” ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდის სახლია მსოფლიოში. ფრანგული სახლებიდან უძველესმა, Lanvin-მა მთელი 71 წლით “დაიგვიანა”.

ბარნოვი

კი ქუჩაა, სადაც ეგ ორი დაბინავდა. ის – 26 ნომერში, ეს – 61-ში (ოღონდ არ მითხრათ ახლა, ბარნოვი კიარა აბაშიძე ჰქვიაო. Smile მე აბაშიძეს არ ვუძახი და თუ მიგნება გინდათ, კი მიაგნებთ ისედაც).

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

PAUL Bakeries

1818 (Brooks Brothers boutique)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “პოლი, ბრუქსი და ბარნოვი”

  1. გემრიელია, მაგრამ ანტრეს რითი ჯობია?
    გემრიელი არის, მაგრამ რიგში დგომას ჯობია გახვიდე ორ ნაბიჯში ანტრეში 🙂 ანტრეშიც იგივე მენიუა და არაფრით არ არის ნაკლებად გემრიელი 🙂

    Like

  2. კომენტარი გაწყდა 🙂 ნამცხვრები კარგი აქვთ, მაგრამ სალათები გააფუჭეს და ყოველთვის ერთნაირი არაა, ასე მგონია, რომ ზოგჯერ ძველია ხოლმე.

    პოლში ჯერ არ ვყოფილვარ. 🙂

    Like

  3. told with style, as always 🙂

    მოწონებულია და დამატებულია სიაში, ლორდ. 🙂

    შემდეგზე შიგნით დავჯდები, აჯობებს მგონია 🙂

    Liked by 1 person

    1. ნწუ. ეგრე არა 🙂 შემდეგ ჯერზე შენც დაგპატიჟებო უნდა გეთქვა :))

      ისე, გარეთ თუ დაჯექი ე.ი. მართლა გაგიმართლა. გარეთ უფრო სავსეა ხოლმე. ეტყობა ნელნელა ჩაიარა ბუმმა.

      და საერთოდ, იმდენთან დავარეკლამე, პოსტი ვინც ნახა იმათ არ ვგულისხმობ – პირადად, რომ ერთი ფასდაკლების ბარათი კი უნდა მაჩუქონ 🙂

      Liked by 1 person

  4. გამარჯობა, მადლობა ბლოგისთვის, ძალიან მაგარია. 2012 წლიდან ვკითხულობ და მას შემდეგ ჩემი გარდერობი აშკარად დაიხვეწა:-)
    ერთი პრობლემა მაქვს, ვერ ვყიდულობ პიჯაკს ონლაინ, არ ვიცი როგორ შევარჩიო ჩემი შესაფერისი ზომა. ერთხელ სახელოები იყო პატარა, ერთხელ მხრები დიდი და ჩავიქნიე ხელი, არადა ბევრი კარგი deal არის ხოლმე და ვეღარ ვრისკავ:-) როგორც ექპერტი, რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდით, რომელიც დამეხმარებოდა ამ პრობლემის გადაჭრაში.

    მადლობა წინასწარ.

    Like

    1. მადლობა!
      ახლა ვნახე კომენტარი. რომ არ ვპოსტავ, ბლოგზეც არ შემოდივარ :/

      პიჯაკი ცოტა რთული შესაძენია, მართალი ხარ, თუმცა მე მაქვს რამდენიმე ნაყიდი.
      ზოგადად თავი არ მიმტვრევია – ავიღე რა ზომასაც ვატარებ, ვიყიდე და კი მომერგო. 🙂 რამდენიმე ბრენდის. XS…XL… მარკირებითაც და 34…48 მარკირებითაც. ესენიც და ისინიც ზომა-ზომაში იყო ჩემთვის.

      მაგრამ, ყველაზე ნაღდია კონკრეტულად იმ ბრენდის ჩარტი ნახო. თუ ვთქვათ მაიჰებითიდან ყიდულობ CK პიჯაკს – ენდე მაიჰებითის კიარა, CK-ს ჩარტს. და მანდ ზომის პარალელურად გაშიფრულია ხოლმე სახელოების სიგრძეებიც. და ეგ გაითვალისწინე ყიდვისას.

      თუ ბრუქსებზე მეკითხები – რახან ამ პოსტზეა კომენტარი, მაშინ 100% გზაა – წახვიდე ბარნოვზე, მოიზომო, დაიხსომო მოდელი და ეგ გამოიწერო :)))
      ბრუქსებიდან უფრო იაფი დაგიჯდება ტრანსპორტირებით, მე რაც შევადარე.

      Like

  5. ბრუქსი მზა ტანსაცმლის მაღაზია იყო ჩვეულებრივი, მაგას მოდის სახლი არ ქვია და ლანვინს მკრეხელობაც კია შეადარო. 🙂 იმ დროს პარიზშიც და რომშიც იყო ეგეთი მაღაზიები და მკერავებიც იყვნენ.
    ამერიკული მოდის სახლები გაჩნდა 20 საუკუნეში, როცა ამერიკელი დიზაინერები გამოჩნდნენ.

    თბილისის მაღაზია კიდე უსაშველოდ ძვირია, საიტზე რა ფასებიც ვნახე.

    პოლი კარგი იყო. მომეწონა ❤

    Like

    1. ნწუ. ადრე ყველა კერავდა ინდივიდუალურად, შემდეგ ამერიკელებმა პირველებმა გაიგეს მზა ტანსაცმლის ფენომენი რაა. დღეს ყველაზე ჰაი-ენდ სახლებსაც აქვთ რამდენიმე ბრენდი, პრეტაპორტე, ქეჟუალი და ათასი სხვა სერია სხვადასხვა სეგმენტისთვის. და ჯინსებსაც ყველა აწარმოებს.
      ასე რომ მოდის სახლია ზუსტად და ახლა შენ რომელი უფრო მოგწონს ეგ სხვა თემაა. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: