თქმა არ უნდა, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი ბარსელონასა და ბავარიას შორის უნდა შემდგარიყო. ეს იქნებოდა სამართლიანი. ლიგის ფინალის მოგებას კი იუვენტუსი იმსახურებდა. ასე უნდა მომხდარიყო.
რა ვუყოთ მერე, რომ ბავარია ზედიზედ მესამე წელია, ნახევარფინალში ვარდება. ვერც ბარსელონა ითამაშებდა ფინალს, მეოთხედფინალში დაამთავრა ასპარეზობა და იმიტომ. იუვენტუსი კი… იუვეზე რა ვთქვა აბა, გუნდს 8 ფინალიდან 6 აქვს წაგებული, მაგრამ მაინც ესენი იმსახურებდნენ.
რატომ? იმიტომ რომ ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში სრული გიაგორგოძიზმია გამეფებული. გიაგორგოძიზმი ისაა… როგორ აგიხსნათ, აი, რაც პარლამენტში – მეჭიაურიზმი.
მაგრამ ფინალში შეხვდნენ ისინი, ვინც შეხვდნენ. და მათგან გაიმარჯვა იმან, ვისაც სულ 3 ფინალი აქვს წაგებული. მოგებული კი – იმდენი, რამდენიც ბარსელონას, ბავარიასა და იუვენტუსს ერთად… თითქმის – იმდენი.
Zinedine Zidane: Real Madrid is ‘the club of my life’
აქ კიდევ ორი ვიდეო შეიძლება, ყოფილიყო: ზიდანის ფანი ზუგდიდელი ბაბუსი და “ლეისისა”, მესის რომ ტელევიზორთან მიეჩქარება, ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ არ გაემაზოს. 🙂
მაგრამ ორივე ნანახი გექნებათ და აღარ დავპოსტავ.