ვარსკვლავური მოდა

ორ ფანტასტიურ, მაგრამ ანტი-ფანტასტიკა გოგოს ეს პოსტი
ფანტასტიკის ფარულ როლზე მათ ცხოვრებაში

ჯორჯ ლუქასის ვარსკვლავური კინოსაგა არამხოლოდ თავადაა მოდური, მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც განსაზღვრავს და უდიდესი დიზაინერების შთაგონების წყაროც არაერთხელ გამხდარა.

“ვარსკვლავური ომები” იყო ჯანი ვერსაჩეს ბეწვეულის “Force” კოლექციის ინსპირაცია. 1977 წლის ნოემბრის Vogue-მა კოლექცია წარადგინა C-3PO-ს თანხლებით .

Vogue Star Wars Nov 1977

დიზაინერმა ჟურნალთან ფილმის პერსონაჟებიც შეაფასა. გამორჩეულად რობოტები მოსწონებია, პრინცესა ლეას კი ჩაცმულობა და სტილი დაუწუნა.

1979 წლის ტიერი მიუგლერის კოლექციაშიც აშკარა იყო “ვარსკვლავური ომების” ზეგავლენა.

1979 Thierry Mugler

პადმე ამიდალა გახდა ივ სენ ლორანის 1999 წლის კოსმეტიკური ხაზის “One Love” მუზა და სახე.

YSL-Padme Amidala One Love makeup 1999

“მილედი ვეიდერი”. ნიკოლა გესკიერის 2011 წლის კოლექცია ბალენსიაგასთვის.

Star Wars Balenciaga 2011 Vader Headpieces

2012 წელს იაპონურმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Comme des Garçons კლიენტებს “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟების პრინტებით დაფარული პერანგები შესთავაზა.

Comme des Garcons SW prints 2012

ესპანელი დიზაინერის, მაია ჰანსენის კოლექციის მადრიდული ჩვენებისას 2013 წელს მოდელებს ვერსაჩეს მიერ დაწუნებული პრინცსა ლეას ვარცხნილობა ამშვენებდათ.

Maya Hansen 2013 Leia buns

2014 წელს ორი ბრიტანული მოდის სახლის Rodarte-სა და Preen-ის კოლექციები იყო უხვად დატვირთული “ვარსკვლავური ომების” პრინტებით.

Rodarte and Preen SW prints 2014

იმავე წლის დიორის კოლექციისთვის სტილისტმა გუიდომ მოდელებს ლეასეული ვარცხნილობა გაუკეთა.

Dior models Leia loops

ამერიკელი მარა ჰოფმანის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პლანეტა ტატუინური თავსაფრებით.

Mara Hoffman fall 2015 SW scarves

იმავე წლის ბრიტანელი ბობი ეიბლის კოლექცია ვარსკვლავური პრინტებით.

Bobby Abley SW inspiration 2015

CoverGirl-ის ვარსკვლავური ტუჩის საცხი. 2015 წლის სექტემბერი.

Covergirl SW lipsticks Spt 2015

რიკარდო ტიშის  2016 წლის საგაზაფხულო კოლექციის პრეზენტაცია ჟივანშის სახლისთვის და მოდელი პრინცესა ლეას ბიკინიში და ვეიდერის მარწუხებში.

Givenchy for Spring 2016 Leia bikini

ასეა, როცა შენ არ მიხვალ ფანტასტიკასთან – ფანტასტიკა მოვა შენთან. Winking smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

10 Times The Fashion World Was Obsessed With Star Wars

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

One thought on “ვარსკვლავური მოდა”

  1. წინა პოსტზე კომენტარი ვერ დავტოვე, ამიტომ აქ დაგიწერ, რომ ძალიან სახალისო პოსტი იყო. 🙂 იქ ჩამოთვლილს ვერაფერს გავეკარები, ისე მეზიზღება, ფოტოებზეც კი შემეშინდა მაგრამ აღწერილი გქონდა არაჩვეულებრივად!

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: