ვისაც ლუვრში ყოფნის ბედნიერება ჰქონია, პირველი, რის სანახვად გავარდით, უთუოდ, ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზაა”. არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ… როგორც რანევსკაიას უთქვამს: ამ ქალმა უკვე იმდენ ადამიანზე მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ახლა თავად წყვეტს, ვიზე მოახდენს შთაბეჭდილებას და ვიზე არაო. 🙂 სიმართლეა.
იმ ადამიანებს შორის, ვიზეც “მონა ლიზამ” შთაბეჭდილება მოახდინა, ზოგი ისე “შეაქანა” რომ ტილოს განადგურებაც სცადა. ამიტომაა, რომ ვერ მიუახლოვდები დღეს და საგანგებო ტყვიაგაუმტარი შუშა იცავს. მაგიერ იმ “მონა ლიზა”-ს რომელსაც მთელს მსოფლიოში დაატარებს Grande Exhibitions მიუახლოვდები კიდეც, ხელითაც შეეხები და ფეხიც შეგიძლია დააბიჯო. ან, სულაც, ზედ წამოწვე.
Grande Exhibitions ავსტრალიური კომპანიაა, რომელიც მულტიმედიურ, ინტერაქტიულ და 3D გამოფენებს მართავს მთელს მსოფლიოში. სადაც მიიწვევენ. ასეთი მიმწვევები კი ბევრი აქვთ: პარიზიდან, რომიდან, მადრიდიდან დაწყებული და ნიუ იორქი, მონრეალი, ტოკიო, სეული, სტამბოლი, ქეიფ თაუნი, თელ ავივი, რიო, ბუენოს აირესი, და ყოფილი სსრკ-ს უამრავი ქალაქი – ალმა-ატა გინდა, ოდესა, ყაზანი, თუ სხვა. თბილისში ჯერ არ იწვევენ.
პირველი მულტიმედიური გამოფენა რომელიც კომპანიამ მოაწყო, ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას ეძღვნებოდა – 2005 წელს.
ოღონდ არ მითხრათ ახლა – ორიგინალში ჯობს ნახვაო.
დღეს უკვე 120-ზე მეტი “ცოცხალი” გამოფენა აქვთ და არამხოლოდ მხატვრობის თემაზე: ტექნოლოგია, კოსმოსი, პლანეტა დედამიწა, ფლორა და ფაუნა, წიგნები, პოლიტიკა… ასე რომ სათავისოს ყველა ნახავს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
მგონი ფაინა რანევსკაიამ თქვა მონა ლიზაზე 🙂
ექსპოზიცია შთამბეჭდავი ჩანს, მაგრამ მაინც ორიგინალში ნახვა ჯობს 😉
LikeLike
ოკ. რანევსკაიაა და რანევსკაია იყოს 🙂
LikeLike
მეც არ მგონია ამ მულტიმედიურმა ექსპოზიციამ ნამდვილი გამოფენა ჩაანაცვლოს. ფერწერის გადმოცემა პროექტორით როგორ შეიძლება? ლამაზი კი იქნება ერთხელ სანახავად. 🙂
LikeLike
ჰოდა ეგაა თავად ამბობ ლამაზი იქნება სანახავად და ერთხელ ნახავ თუ მეორედაც მოგინდება, იქ გამოჩნდება 🙂
LikeLike
ამას კარგი კოპია ჯობია. უფრო ახლოსა იქნება ორიგინალთან. 🙂
LikeLike
ის სხვაა ეს სხვა. ასეთ პერფორმანსს თავის პლიუსები აქვს. და ბევრი შესაძლებლობა. რა ჯანდაბა გინდა ახლა? 🙂
მაინც არავინ ჩამოიყვანს ამათ ჩვენთან. აგე რობი უილიამსი ხომ ჩამოგიყვანეს, ბილეთი იყიდე? ჰოდა გიხაროდენ. 🙂
LikeLike