გამოპიცებულები…

დომენიკო კროლა (Domenico Crolla) გლაზგოს იტალიური რესტორნის, Bella Napoli-ს მფლობელი და შეფ-მზარეულია. როგორი კულინარია, ვერ გეტყვით, გლაზგოში აბა ნამყოფი არ ვარ და მის ნახელავს სად დავაგემოვნებდი, მაგრამ კრეატიული ადამიანი კი ჩანს – სხვა იტალიური რესტორნებისგან გამოსარჩევად პორტრეტებიანი პიცის გამოცხობა მოიფიქრა, აი – ასეთების:

Frank Sinatra-pizza-Domenico CrollaAndy Warhol-pizza-Domenico Crolla

Marilyn-pizza-Domenico CrollaSophia Loren-pizza-Domenico Crolla

Beyonce-pizza-Domenico CrollaQueen-pizza-Domenico Crolla

Dita-von-Teese-Pizza-Domenico CrollaRihanna-pIzza-Domenico Crolla

Giuseppe Verdi-pizza-Domenico CrollaPapa Francisco-pizza-Domenico Crolla

Mona Lisa-pizza-Domenico CrollaKarl Lagerfeld-pizza-Domenico Crolla

Tom Ford-pizza-Domenico CrollaGiorgio Armani-pizza-Domenico Crolla

Versace-pizza-Domenico CrollaHugh Hefner-pizza-Domenico Crolla

Andrea Pirlo-pizza-Domenico CrollaCristiano Ronaldo-pizza-Domenico Crolla

Victoria Beckham-Pizza-Domenico CrollaDavid Beckham-Pizza-Domenico Crolla

Al Pacino-pizza-Domenico CrollaClint Eastwood-pizza-Domenico Crolla

Lee Van Cleef-Pizza-Domenico CrollaEli Wallach-Pizza-Domenico Crolla

Anna Wintour-pizza-Domenico CrollaHamish Bowles-pizza-Domenico Crolla

Louboutins-pizza-Domenico CrollaDomenico Crolla

22 წლის იყო, როდესაც პირველი პიცერია გახსნა, იქამდე მამამისის რესტორანში მუშაობდა. ახლა უკვე 220-ადგილიან რესტორანს მართავს. მისი კერძები არ გამისინჯავს-მეთქი, მაგრამ  წარმატება მარტო ორიგინალური პიცების გამო ვერ ექნება – უთუოდ, კარგი შეფია და კარგი მენეჯერი. ხატვით კი პიცებზე უკვე 10 წელია ხატავს. თავიდან ხუმრობა იყო, გართობა, დღეს – მისი რესტორნის საფირმო ნიშანია. მიმდევრებიც გამოუჩნდა… ისეთებიც არიან, ვინც იდეას ედავება და პირველობასაც ჩემულობს. მე ქორონიკონად ვერ გამოვდგები.  თავად დომენიკო ამბობს, რომ პიცაზე ხატვის სურვილი მას შემდეგ აღეძრა, რაც ერთი კორეელი შეფის მიერ ბოსტნეულიდან გამოქანდაკებული სკულპტურები იხილა.

ცხადია, კროლას “მხატვრობაში” იტალიელების პორტრეტები სჭარბობს. ასეც უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვა, პიცაა მაინც და შეფიც იტალიელია. ასეთი “საგამოფენო პიცის” გემოსი რა გითხრათ და პორტრეტული მსგავსება კი დიდია. თუმცა, დომენიკო კროლა ჩივის, ჯორჯო არმანის გამოპიცება არ გამომდის – ძნელი მისამგვანებელიაო… მაგრამ ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. დავწერ მაინც: სინატრა და უორჰოლი. მერილინი და სოფია. დედოფალი ბი და დედოფალი ლიზა. კიდევ ერთი დედოფალი – ბურლესკისა დითა ფონ თისი და რიანა.  ვერდი და პაპი ფრანცისკე. ჯოკონდა და ლაგერფელდი. ფორდი და არმანი. “ვერსაჩე” და “ფლეიბოის” დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი. ანდრეა პირლო და კრიშტიანუ რონალდუ. აწ უკვე ბექჰემადქცეული ფოშ სფაისი მეუღლითურთ. ალ პაჩინო და ქლინთ ისთვუდი/”კარგი”, ლი ვან ქლიფი/”ცუდი”, ელი უოლაჰი/”ბოროტი”. ბრიტანული და ამერიკული “ვოუგის” რედაქტორები ანა უინთერი და ჰემიშ ბოულზი. ლაბუტანები და თავად კროლა მადონათი ხელში.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

 

Domenico Crolla: the ART of Making Pizza

Bella Napoli

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: