მილიონი ხე… კედელზე

ჩვენი თბილისის, დღესუკვე მერი და მაშინ ჯერკიდევ მერობისთვის შემზადებული დავით ნარმანია დაგვპირდა, მილიონ ხეს დავრგავ ქალაქშიო, გახსოვთ, ალბათ. სიცილი დააყარეს – ავყია ხალხს რა გამოლევს და სულ გოჯა-გოჯა გადაზომეს თბილისის მიწა და ასე თქვეს, მილიონი ხე თუ დარგო, ქალაქში აღარც ქუჩები დარჩება, არც შენობები – აქაურობა უღრან ტყედ იქცევა და ადამიანებიც ვერ ვიცხოვრებთ – მგლები შეგვჭამენო.

მაგრამ ვინ თქვა განა, რომ ბატონი დავითი თბილისის ქუჩების გადათხრასა და მილიონი ხის მიწაში დარგვას გვპირდებოდა? ის პატრიკ ბლანის პროექტის გან(ს)ხეულებას გეგმავდა ქალაქში…

პატრიკ ბლანი ვინ არის? ვინ არის და ფრანგი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის დიზაინერია. მეგაპოლისების “ვერტიკალური გამწვანების” იდეის ავტორი. ბლანის მიერ გამოყვანილი მცენარეები პირდაპირ კედლებზე იზრდება და ხარობს, არც ასფალტის აყრა სჭირდება, არც მიწის მოჩიჩქნა. შენობების დანგრევა ხომ – მითუფრო. პირიქით, რაც მეტი მაღალსართულიანი შენობაა ქალაქში, მით უფრო მეტი ხე იზრდება პატრიკ ბლანის მეთოდით.

ვინც ახლა იფიქრეთ, რომ შეცდომით ჩემს ვუვუზელურ ბლოგზე ხართ შესული, აგერ, ფოტოებს გადახედეთ:

Blanc Vertical garden ParisBlanc Vertical garden paris 1

Blanc Vertical garden Paris viewBlanc Vertical garden Paris close

Blanc Vertical garden Paris 2

ეს შენობა პარიზის მე-2 რაიონშია აღმართული. 25 მეტრი სიმაღლისაა და პატრიკ ბლანმა მის კედელზე 236 სხვადასხვა სახეობის დიდი თუ მცირე მცენარე ამოზარდა.

ბლანის “ვერტიკალური ბაღები” არც განსაკუთრებულ მოვლას, არც მორწყვას, არც ადამიანის მხრივ რამერიგ “დახმარებას” ითხოვს. არც შეწამვლა უნდათ, არც გასხვლა. იზრდებიან და ხარობენ. მზიან კედლებზეც და უმზეოზეც. სითბოშიც და სიცივეშიც. ბლანი სწორედ ის ბოტანიკოსია, ვის მიერ გამოყვანილი მცენარეებიც ემილიასა და არნეს ეკონათურებში ხარობს.

Patrick Blanc

ამ საქმეს უკვე ნახევარი საუკუნეა მიჰყვება – ექსპერიმენტები მშობლების აგარაკზე 12 წლის ასაკში დაიწყო. პირველი დიდი პროექტი 1988 წელს განახორციელა პარიზში – “მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმის” კედელზე. შემდეგ იყო კარტიეს ფონდის შენობა პარიზში, აკვარიუმი გენუაში, მაღაზიის ფასადი მანჰეთენზე, ნიუ დელი, კანაძავა, ბანგკოკი, მადრიდი, გდანსკი, მელბურნი, ბერლინი, ლონდონი… და ამ ქალაქებს შორის, შეიძლება, თბილისიც აღმოჩნდეს!

Vertical Garden ParisVertical Garden 2

Vertical Garden 5Vertical Garden 6

Vertical Garden

თქვენ კი წუწუნებთ, “იამკებიო”…

რა დროს “იამკებია” – 21-ე საუკუნის ურბანულ პროექტს ვიწყებთ ქალაქში! თუ ამ ვადაში არ მოესწრება, ხელმეორედ რომ ავირჩევთ მერად – მაშინ.

რიყის მილები როა, უსარგებლოდ დევს და რა უყონ, არ იციან… პატრიკ ბალნს რომ “მიუსევენ” ახლა – ნახეთ, რა ძალიან მაგარი რამეები გააკეთოს. და იმ ადგილს ძალიანაც დაშვენდება!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

მე კი ყურადღებიდან გამომრჩა, მაგრამ ვორდპრესს რას გამოაპარებ.

500 posts

Replanting Concrete Jungles

http://www.verticalgardenpatrickblanc.com

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

11 thoughts on “მილიონი ხე… კედელზე”

  1. რიყის თეატრზე იხუმრე, თუ მართლა აპირებენ რამეს?
    იდეა კია მშვენიერი, მაგრამ ნარმანიას არ მგონია გაგონილი ქონდეს პატრიკ ბლანი ვინ არის.

    Like

    1. ნარმანიას არ აქვს, ბატონ ბიძინას აქვს.
      “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში იგეგმება მასობრივი პატრიკბლანიზაცია შენობების.
      მართლა მასე კი არაა საქმე, ალეკო ელისაშვილი რომ ბჟუტურობს რაცხას :/

      Like

  2. :)))) ნარმანია რომ მაგას გააკეთებს, იქამდე არაფერი გვეტკინოს..
    ისე კი ვგიჟდები ამ სილამაზეზე ❤ გუშინაც ველაპარაკებოდი ჩემს ქმარს ზუსტად ამ თემაზე, ძალიან ძვირი რომ არ იყოს აიტაცებდნენ ალბათ ქართველები, თუმცა ჩვენთანაც შემოიტანეს უკვე აქა-იქ. იმედია მალე მომრავლდება.

    Like

    1. აქ, რა თქმა უნდა, შემეძლო რაღაც მეპასუხა… მაგრამ საჯარო სივრცეა და არ გიპასუხებ. 🙂

      ფასი კი 175’000 დაჯდა ეგ ერთი შენობა. 🙂

      Like

  3. რიყის თეატრს მეტალის გადახურვა აქვს და მცენარე ვერ გაიხარებს ზედ. არც ამაში ვარგა. 😦

    Like

  4. უალამაზესია. და ერთი ასეთი კედელი ჩვენც რომ გვაქვს? ეგ ვისი გაკეთებულია? ავლაბრის მეტროს კედელს ვგულისხმობ.

    პ.ს.
    პანორამას არც ეს უშველის :დ -_-

    Liked by 1 person

    1. მაგარი კაცი ხარ შენ! მეთქი, ვინმეს თუ გაახსენდება.

      თუ არ ვცდები, ადგილობრივი კომპანიის გაკეთებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ბლანის დაპროექტებულია და საკუთარ გვერდზეც უდევს. ეგკიარა მისი ვერტიკალური ბაღების კატალოგშიცაა შესული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. უყვარდა მიშას ახალი რამეების გადმოტანა სადაც რამე კარგს დაინახავდა ხოლმე. ვერ დაუკარგავ. 🙂

      http://twistedsifter.com/2011/10/incredible-vertical-gardens-patrick-blanc/

      Liked by 1 person

      1. ეე რა მაგარია. :დ ეგ კედელი პირველად რო შევამჩნიე, გავგიჟდი ისე მომეწონა და ჩამრჩა მეხსიერებაში და აგერ, კი გავიგე ყველაფერი :დ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: