კომისარი, რომელიც (არ) იჯღანება

ჯერ ეს:

ფრანგი კომისარი ჟიულ მეგრე ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის ნაწარმოებში “ცაცია პიეტრი” გამოჩნდა პირველად 1931 წელს, სადაც მას მთავარი როლი სრულიადაც არ ეთმობოდა. მოგვიანებით ჟიულ მეგრე წინა პლანზე გამოვიდა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პოლიცილ-გამომძიებლადაც იქცა. მან დაამსხვრია ყეყეჩი და ბრიყვი პოლიციელის ის იმიჯი, ქონან დოილმა და ქრისთიმ რომ დაამკვიდრეს.

მეგრემ სამსახური რიგით პოლიციელად დაიწყო და დივიზიის კომისრად დაამთავრა. სიტყვაძუნწი და უაღრესად კეთილი ადამიანია. დამნაშავეებიც ეცოდება და ცდილობს მათ სულებში ჩაიხედოს – მეგრესგან, ალბათ, კარგი მღვდელი დადგებოდა. თანამშრომლების მიმართ მომთხოვნია, ამასთან, პატრონობს, ასწავლის და შეცდომებსაც პატიობს. გუნდური მუშაობა მისთვის წარმატების საფუძველია. მეგრე, პირველ ყოვლისა, ფაქტებს ენდობა, თუმცა, ხანდახან, მეუღლის ინტუიციასაც უგდებს ხოლმე ყურს.

კარგი მეოჯახე და მოსიყვარულე, ერთგული ქმარია.

ჰოლმსისა არ იყოს, გამოუსწორებელი მწეველია და ჩიბუხების მთელი კოლექციაც აქვს. როგორც ფრანგს შეეფერება, უყვარს ღვინო, სიდრი, პასტისი და, ზოგჯერ, ლუდიც. ნამდვილი გურმანია – მისი მეუღლე კარგი კულინარია.

და შემდეგ – ეს:

Mr. Bean

ხედავთ რამე საერთოს?

ინგლისელებმა დაინახეს.

როდესაც კომისარ მეგრეს შესახებ ახალი სერიალის გადაღება გადაწყვიტეს, მთავარი როლი სწორედ მისტერ ბინს შესთავაზეს.

Smile

რამდენი მეგრე მინახავს – ჟან გაბენის ძველი მეგრე, საბჭოთა ბორის ტენინის მეგრე, მაიქლ გამბონის მეგრე, ბრუნო კრემერის, იმჰო, საუკეთესო მეგრე… აი, როუენ ათქინსონი მეგრეს როლში ნამდვილად ვერ წარმომედგინა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამაწბილა (თუმცა, ფილმის კაი 20 წუთი სულ ველოდი, რომ აგერ, ახლა ჩიბუხს პირიდან გამოიღებს, კამერას ჩახედავს და… თვალებს დაქაჩავს ან ყურებს ააფართხალებს-მეთქი). მაგრამ ათქინსონი ძალიან ფრთხილია ლიტერატურულ პირველწყაროსთან – მისეული მეგრე მართლაც დინჯი, გულჩათხრობილი, აუღელვებელი, სიტყვაძუნწი ადამიანია, მეტს ფიქრობს, ვიდრე საუბრობს. სიმენონი რომ ცოცხალი იყოს, ვერც ის დაიწუნებდა, თუმცა მსახიობი ჯინო ჩერვი, სიმენონისგან საუკეთესო მეგრედ ხელდასხმული, ძალიან განსხვავდება ათქინსონისგან.

Rowan Atkinson as Inspector Maigret. Photograph: Colin Hutton/ITV/PR Image/Ealing Studios and Maigret Productions Ltd

ბრიტანული ტელესერიალი Maigret სულ ცინცხალია, ჯერ მხოლოდ პირველი ფილმი გამოვიდა, მეორე გადაიღეს და ჩვენებას ელის. ლონდონური Ealing Studios პროდუქციაა და არ ამხელენ, რამდენი წიგნის ეკრანიზაციას გეგმავენ… ფრანგი კომისარი 103 ნაწარმოებში ფიგურირებს – ვნახოთ, სადამდე “გაქაჩავენ”. ჯერ-ჯერობით კრიტიკოსები არ ინდობენ. ვისაც არ დაეზარა, ყველამ უთავაზა თითო მუჯლუგუნი. :/

პირველი ფილმი მეგრეს ციკლში ყველაზე შავი, მძიმე და სისხლიანი წიგნის, “მეგრე მახეს აგებს” ეკრანიზაციაა – სერიულ მკვლელზე და გადამღებმა ჯგუფმა ნამდვილად კარგად მოახერხა იმ ნუარული ატმოსფეროს გადმოცემა. კოსტიუმები, სტილიზაცია და ტიპაჟები მშვენივრადაა შერჩეული. ფილმის სიუჟეტი ცოტა მდორედ ვითარდება, მაგრამ ეს, ზოგადად, სიმენონის დეტექტივების სტილია. იქ ექშენი ყოველთვის ნაკლებია ხოლმე, ფიქრს, საუბრებს, პერსონაჟების ურთიერთობას აქვს მეტი როლი… სიმენონის წიგნებში სწორედ ეს მომწონს და სიუჟეტიც ამაზეა აგებული, თორემ როგორც დეტექტივისტი, ცოდვა გამხელილი სჯობს და… უკეთესებიც წამიკითხავს.

Smile

Rowan Atkinson and Shaun Dingwall in Maigret Sets a Trap. Photograph: Colin Hutton/ITV/Ealing Studios and Maigret Productions Ltd

რეზიუმე ასეთი იქნება: ბრუნო კრემერი უდავოდ საუკეთესოა, მაგრამ როუენ ათქინსონის მეგრეც მომეწონა. თავად მსახიობმა გადასაღები პავილიონის მიღმა დატოვა მისტერ ბინი და მაყურებელიც თუ ასე მოიქცევა, დაივიწყებს იმ სახეს და არ დაელოდება, თუ როდის დაიჯღანება კომისარი მეგრე – ნამდვილად ისიამოვნებს ფილმით.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

მეგრე (პირველი ფილმი)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “კომისარი, რომელიც (არ) იჯღანება”

  1. ჩემი მეგრე ❤ და უცბათ მისტერ ბინი? თავიდან ვიფიქრე რომ გვეხუმრები.
    მაგრამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ძალიანაც მოურგია როლი, იცი. თუმცა მეგრე ჩემს წარმოსახვაში ძალიან სხვანაირია.

    Like

  2. მართლაც რა უცნაური არჩევანია, მაგრამ ფოტოებზე კარგია.

    ჟან გაბენის მეგრე ნანახი მაქვს. კრემერი ნანახი მექნება, მაგრამ კარგად ვერ ვიხსენებ. ჯინო ჩერვი სულ არ ვიცი ვინ არის 🙂

    Like

    1. ჯინო ჩერვი იტალიელი მეგრეა, სიმენონს ნატქვამი აქვს, რომ ყველაზე ზუსტი ეგ არისო.
      კრემერი საუკეთესოა, თუმცა მაგის დროს სიმენონი უკვე აღარ იყო ცოცხალი და ვერ შეაფასებდა. კრემერიც არ იყო ერთმნიშვნელოვანი არჩევანი, იმიტომ რომ სულ განგსტერებს და ქილერებს თამაშობდა და უცებ კომისრის როლში გაიჩითა. 🙂 მაგრამ დღეს ყველაზე ცნობადი მეგრე ეგაა.

      Liked by 1 person

  3. ვნახე გუშინ. დეტექტივი სუსტია, მაგრამ ბინი კარგია. დაბერებულა 🙂 თმა გაუთეთრდა.

    არმენ ჯიგარხანიანსაც აქვს მეგრე ნათამაშები თუ გახსოვს 🙂

    Like

    1. ეგ რაღაც ***ური ტელესპექტაკლია თუ რაღაც ეგეთი გაუგებრობა. 🙂
      თუმცა, არც ტენინი ვარგა.
      ჰოლმსი ძაან მაგარი აქვთ რუსებს. მეგრე არ უვარგათ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: