ეკონათურა

ეკონათურას რომ ვიტყვით ჩვენში, ეკონომიურ – ენერგოდამზოგავ ნათურას ვგულისხმობთ ხოლმე, მაგრამ დიზაინერთა დუეტმა Emilia + Arne, იგივე Nui Design Studio-მ შექმნა ნამდვილი ეკო–ნათურები. ეკოლოგიური. განათება მინი ეკოსისტემით.

Mygdal Lamp 4

Mygdal Lamp ესაა მინისა და ალუმინისგან დამზადებული სანათი, რომელშიც მთელი ეკოსისტემაა მოქცეული. რასაც  ფოტოზე ხედავთ, ცოცხალი მცენარეებია, არა – ხელოვნური.

სანათი შეგიძლიათ მოათავსოთ ყველგან, სადაც გაგიხარდებათ, დადგათ იატაკზე ან შეკიდოთ ჭერში. მასში შექმნილი ეკოსისტემა გარედან ჩარევას არ საჭიროებს. Mygdal Lamp-ში ყველაფერია იმისთვის, რომ მცენარემ გაიხაროს და იცოცხლოს. მათ არ სჭირდებათ მორწყვა, არც მზის შუქი. ფოტოსინთეზსა და სითბოს LED ნათურა განაპირობებს. მთავარია, დენი იყოს და შუშა არ გაგიტყდეთ.

Mygdal Lamp 3 Mygdal Lamp 2

Mygdal Lamp 1Mygdal Lamp 6

Mygdal Lamp 5

სახელი “მიგდალ” დანიელი შუშის ოსტატის პეტერ კუხინკეს საპატივცემულოდ შეარჩიეს, რომელიც ამ ქალაქიდანაა.

თავად ლამპის შემქმნელები კი გერმანელები არიან.

Emilia and Arne

ემილია ლუხტმა (Emilia Lucht) და არნე სებრანტკემ (Arne Sebrantke) დიზაინი და ხეზე მუშაობა (სადურგლო საქმე) Muthesius Academy of fine Art-ში შეისწავლეს. Nui Design Studio 2014 წელს დააფუძნეს და უკვე ასეთ არაჩვეულებრივ რამე-რუმეებს ქმნიან. იმედია, მალე დიდ წარმატებას მიაღწევენ ბიზნესში. ამისთვის ყველაფერი აქვთ, იმჰო – ფანტაზია, გემოვნება და ნიჭი, ძამიკო, ნიჭი, როგორც გალაკტიონმა ბრძანა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

დეკორატიულ მცენარეთა ჯიშები ეკონათურისთვის ფრანგი პატრიკ ბლანის მიერაა შერჩეული. ის ცნობილი ბოტანიკოსი, ფლორისტი და დიზაინერია. ცალკე პოსტსაც იმსახურებს. 🙂

ნეტა, ხეტიტას ვერ გაახარებენ მაგ სანათში? ჰა???

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “ეკონათურა”

  1. მოვიხიბლე ❤
    მაგრამ, ეგეთი რა მცენარეებია, მორწყვა რომ არ სჭირდებათ? ან ფოთლები არ ცვივა? ფოტოებზე ჩანს, რომ ზოგი ყვავილობს და ყვავილი მაინც არ ჭკნება და ახალი არ ამოდის? უცნაური რამეა.

    Liked by 1 person

    1. მაგ მცენარეების ჯიშებზე ვინც მუშაობს, დავწერ პოსტს 🙂
      შენ სხვა რამ იკითხე – კალაძე დენს თუ/რომ გამორთავს, რამდენ ხანს ძლებს.

      Like

  2. ლამპა კი არა, მთელი ორანჟერეაა. 🙂 რა ღირს? საიტზე არ უწერიათ.

    მაგრამ დენი რომ ჩაქრეს მაშინ რა ხდება? :/

    Liked by 1 person

  3. ულამაზესია და თან სიმყუდროვეს შემატებს ინტერიერს ❤ ყოველთვის საინტერესო რამეს ვიგებ და ვნახულობ ამ ბლოგზე 🙂

    Liked by 1 person

  4. რა კარგი რამეააა!
    ნახევარლიტრიან კომპოტის ქილებს მაგონებს ცოტათი, მაგრამ არა უშავრს 🙂 სხვა ფორმისას, ნეტა არ აკეთებენ?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: