საბურთალოს ქუჩაზე ლუდის დასალევად დავდივარ ხოლმე. ბევრი კარგი ბარია იქ. დაჯდები, ხინკალს შეჭამ, ფეხბურთს ან რაგბს უყურებ მეგობრებთან. მაგრამ არც დიდი ხანია, ლუდხანებს შორის მოკალათდა პატარა იტალიური კაფე, გვერდს რომ ვერ აუქცევ, ისეთი: ჯერ ისეთი გემრიელი სახელი აქვს, მერე კიდევ ისეთი აბრა, არ იქნება, გვერდი აუქციო.
იდეალური გარემოა ლანჩთაიმისთვის, თუმცა სხვა დროს თუ მიხვალთ, არც მაგას ინანებთ. სახელის საპირისპიროდ (Cantina – იტალიურად სარდაფია) ძალიან ნათელი ადგილია, მინიმალისტური, სადა, ურბანული დიზაინით, არაჩვეულებრივი, ღიმილიანი მომსახურება და გემრიელი მენიუ – ესაა კანტინა ბაი ბონტემპი.
უგემრიელესი ესპრესოა. ამ ბოლო დროს დავდივარ და ესპრესოებს ვტესტავ, გაიგებდით, ალბათ.
ჰოდა, კანტინას ესპრესო (ერთ-ერთი) საუკეთესოა ქალაქში, თხილისფერ-ჟღალისფერი, თითქმის ისეთი, როგორსაც კურტ ბაუერი ამზადებს… (ამ ერთ-ერთით ახლა თავი დავიზღვიე, თორემ სადაც ვნახე, მათ შორის კია საუკეთესო).
ყავაა Manolo Coffe. კოხტა, მეტალის ქილებში. Illy-ს რომ უყვარს, ისეთში. სხვათა შორის, ყავა, ტკბილეული და უგემრიელესი ბელგიური შოკოლადი შეგიძლიათ შეიძინოთ და გააყოლოთ ხელს. ლამაზ ჩანთაში ჩაგიწყობენ და ისე გამოგატანენ.
ძალიან გემრიელი სალათები აქვთ. კარგი სენდვიჩი… ტირამისუ, ეგებ, სხვაგან უფრო გემრიელიც იყოს, მაგრამ როგორც ოზგუდ ფილდინგ მესამე ამბობდა – არაფერია იდეალური.
სამაგიეროდ, პერსონალია ისე თავაზიანი და მეგობრული, რომ სულ რომ გამაძღარი იყოთ, თუ ამ ქუჩაზე კიდევ მოხვდებით, აუცილებლად შეივლით “კანტინაში”. არ მოხვდებით და გული გაგიწევთ და მაინც ესტუმრებით.
თბილისში სულ რამდენიმე ადგილია, ისე რომ მიყვარს, თითქოს ჩემი იყოს. ერთი – “კალაა”, თბილისის ერთ-ერთი უძველესი თანამედროვე კაფე. მეორე კი “კანტინა ბაი ბონტემპი” – გემრიელი სიცინცხლე ჩვენს ქალაქში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
AmEx-Unfriendly. სამწუხაროდ.
ცოტა უფრო იქნებ დაგეზუსტებინათ მისამართი, სენიორ, საბურთალოს ქუჩა გრძელია.
თან ისე იდეალურად დაახასიათე…
LikeLike
იოლი მისაგნებია – მანქანას გააჩერებ საბურთალოს ქუჩის დასაწყისში და აუყვები ფეხით… სადღაც შეგხვდება რა 🙂
თან იქეთა გზაზე მადას გამოაღვიძებ და უკანა გზაზე კალორიებს დაწვავ.
LikeLike
ვნახე ფბ-ზე უკვე, 12 ნომერში ყოფილა. ფასებზეც თქვი ორიოდ სიტყვა და მეტს აღარ შეგაწუხებ. .. და კაპუჩინო მოსინჯე? 🙂
LikeLike
თუარადა თათას ოფისის გვერდით ყოფილა და კითხე იმას და მიგასწავლის 🙂
LikeLike
ხოდა ჩავკიდოთ ხელი სამივემ ერთმანეთს და მივირთვათ ყავა
ჩვენ ხომ საბურთალოს ქუჩელები ვართ – მორელის შეხვედრას გაგრძელება უნდა :)))
LikeLiked by 2 people
ვაი ნოთ…
თუმცა ახლა რაღაც მადგია ენის წვერზე და ვერ ვამბობ 🙂 თაკოს ნებართვის გარეშე :)))
LikeLike
The Coffee Bean & Tea Leaf ფრანჩიზა იქნება მალე საბურთალოზე. მთლად სთარბაქსი ვერაა, მარა კაია მაინც
LikeLike
თა, მაგარი აზრია 🙂 დავგეგმოთ
LikeLike
ფასები ზომიერია. თბილისის პირობაზე იაფიც ეთქმის.
კაპუჩინო არა. ამ ბოლო დროს ესპრესოზე გადავედი ტესტირების ამბავში. კაპუჩინოს კი სახლშიც კარგად ვსვამ. 🙂 რძე ცუდად მომზადებულ ესპრესოსაც კარგად ნიღბავს :)) ამიტომ ბარისტას შესაფასებლად ესპრესო უფრო ნაღდია.
LikeLiked by 1 person
ჩემი ესპრესო აქაფებული იყო, სადაც ისხმევა იმ ადგილას.
გემოთი ცუდი არ იყო.
LikeLiked by 1 person
პორტაფილტრიდან ფინჯანში სადაც ისხმევა? მაგას გულისხმობ?
LikeLike
დონათების პირდაპირაა, ქუჩის მეორე მხარეს.
კაპუჩინო და ლატეც გემრიელი აქვთ.
LikeLiked by 1 person
კი მაგ ადგილას. ფერი და გემო კარგი ჰქონდა 🙂
კიდევ სადაა კარგი ესპრესო, დაწერე . 🙂
LikeLike
აჰა, გასაგებია.
თუ ფერი და გემო კარგი აქვს, არა უშავრს. :)) მანქანის ამბავია. თუმცა, წესით კრემა არ უნდა დაირღვეს თუ სწორედ ისხმება ფინჯანში. ერთნაირი უნდა იყოს.
Reply-ს არასწორად აჭერ :)))
LikeLike
მობილურით შემოვდივარ 🙂
LikeLike