დიდების 1500 პიქსელი

Scott Schumanყოველი ადამიანი იმსახურებს პრიალა ფოტოს ჟურნალის გარეკანზე – იფიქრა შუმანმა, ფოტოკამერა მოიგდო მხარზე და ქუჩაში გავიდა.

2005 წელს.

დღეს, 10 წლის შემდეგ ცოტა თუა, ვინც არ იცის The Sartorialist – ფოტოგრაფ სქოთ შუმანის ბლოგი, სადაც სელებრითები კიარა, უცნობი ადამიანების ფოტოებია. ასეთებზე ვამბობთ ხოლმე – ჩვეულებრივი ადამიანები, რიგითი გამვლელები ქუჩაში: ნიუ იორქი, ლონდონი, ტოკიო, იოჰანესბურგი, მიუნხენი, სიდნეი, მილანი, მონრეალი, რიო, პარიზი… ზოგი სალანჩაოდ გამოსულა, ზოგს ოფისში მიეჩქარება, ზოგი უბრალოდ მზიანი ამინდით ტკბება და სეირნობს, ვიღაც მერხზე ჩამომჯდარა და წიგნს კითხულობს ფინჯან ყავასთან ერთად, ვიღაც საშოფინგოდაა და ვიღაც – პაემანზე. უცნობი ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ აქვთ საერთო – გემოვნებით აცვიათ. საკუთარი სტილისთვის მიუგნიათ – ყურადღებას რომ მიაქცევ, ისე. და შუმანიც ობიექტივს მომართავს და აჩხაკუნებს.

  • სიტყვა Sartorialist -ს  ლათინური ძირი აქვს და ქართულად “ჭინჭის კაცს” ნიშნავს. ეგ სადაური ქართულიაო, თუ მკითხავთ, აბა ეს პოსტი არ წაგიკითხავთ. Smile

სქოთ შუმანი (Scott Schuman) ფეშენ სამყაროსთვის უცხო არასდროს ყოფილა. არც იქამდე, სანამ ბლოგერი გახდებოდა. გემოვნებიანი ჩაცმა, კარგი ხარისხის ტანსაცმელი, ფერთა და პრინტთა შეხამება – მისი სპეციალიზაციაა. ამ საქმეში ჭიპიც მოჭრილი აქვს და დიპლომიც – აღებული. ინდიანის უნივერსიტეტის.  ფაკულტეტი – ტანსაცმლის წარმოება.  როგორც მარკეტოლოგი თანამშრომლობდა რამდენიმე მოდის სახლთან და დიზაინერთან: ჟან-პოლ გოტიე, ჯეიმს ქოვიელო, ჰელმუტ ლანგი, ფითერ სომი… შემდეგ მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიაც გახსნა, სადაც ქოვიელოსა და სომის კოსტიუმებს ყიდდა.

ის, უდავოდ, ყველაზე ცნობილი “ქუჩის ფოტოგრაფია” დღეს და მის ფოტოებზე ნადირობენ “Vogue”, “Elle”, “GQ” და ყველა სხვა მოდის ჟურნალი, რაცრამ არსებობს. როგორც ფოტოგრაფი დროგამოშვებით თანამშრომლობს მოდის ინდუსტრიისა თუ სხვა კომპანიებთან: DKNY, Burberry, Saks Fifth Avenue, Nestle (Nespresso)… კითხულობს ლექციებს, მართავს მასტერ-კლასებს, გამოსცემს წიგნებს და…. დახეტიალობს ქუჩებში და აჩხაკუნებს, აჩხაკუნებს, აჩხაკუნებს… Smile

thesartorialist (17)thesartorialist (1)thesartorialist (2)thesartorialist (3)thesartorialist (5)thesartorialist (4)thesartorialist (6)thesartorialist (7)thesartorialist (8)thesartorialist (9)thesartorialist (12)thesartorialist (13)thesartorialist (10)thesartorialist (15)thesartorialist (16)thesartorialist (18)thesartorialist (22)thesartorialist (20)thesartorialist (21)thesartorialist (11)thesartorialist (14)thesartorialist (19)

 

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

დაკიდევ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ თავიდან სქოთ შუმანის ბლოგი ბლოგსფოთზე იყო, მაგრამ სულ მალე, როგორც გემოვნებიან ბლოგერს შეეფერება, გადმოვორდპრესდა. Winking smile

აქვე, ქალების დისკრიმინაციაში რომ არ დამდონ ბრალი, სხვა ბლოგერსაც ვახსენებ – ფრანგ გარანს დორეს. თავად შუმანიც აღიარებს, რომ თუკი ვინმესი შურს – ეს გარანს დორეა. და თუ ვინმეს ბლოგს ადევნებს თვალს – ესაა გარანს დორე…

Garance Dore and Scott Schuman

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “დიდების 1500 პიქსელი”

  1. ორივეს ჰყავს ფავორიტი რესპონდენტები, თუმცა არცერთი არ მომბეზრებია ჯერ. random სექციას ვუყურებ ხშირად.

    ჰოდა, გარანსს ისეთი კარგი საქმრო ჰყავს ახლა. არ გეწყინოს და ეგოისტი კაცი იქნება ეს. ცოტათი. :)))

    Like

    1. კი ეგრეა.
      ცხადია, “უცნობ” ადამიანთა ნახევარი მაინც ძაანაც ცნობილია. 🙂 თან თავიდან იმით დაიწყო რომ ივენთებზე მიდიოდა და იქ იღებდა მიმსვლელ-გამომსვლელს. ჰოდა ყველა ცნობილი იყო, ფაქტიურად. 90% 🙂
      აი, ჩვენთან ოპერის გახსნაზე რომ მისულიყავი და ხალხი გადაგეღო ქუჩაში. სთრითსთაილია ვითომ, მაგრამ ბომონდი და სელებრითები. 🙂 ქურქები და საყვარლობები.

      მართლა ქუჩაში რასაც იღებს და შემთხვევით – ეგ ყველაზე კაი პონტია, ფორ შურ.

      Like

  2. ქურქს გინდა ბაზარში ჩაიცვამ (როცა ცივ ქვეყანაში ცხოვრობ), გინდა ოპერაში. ელემენტარნო.

    ჩემი ახლობელი იაკუტიაში ცხოვრობს, სადაც მინუს 30 ნორმაა. იქ თუ ბეწვი არ გაქვს, დაიღუპები.

    ნუ ჭამ მაშინ კვერცხს. ქათმის შვილია, ჯერ დაუბადებელი.

    Like

    1. მთლად ზუსტი არგუმენტი ვერაა ეგ… 🙂 მარა მეზარება ახლა მე მაგის წერა და შენ – წაკითხვა დაგეზარება.
      სხვა დროს, პიცის თანხლებით განვიხილოთ, სხვა უფრო საინტერესო თემები თუ გამოგველევა 🙂

      ბზვ მოხარშეთ ბიალეტი? 🙂

      Like

      1. კაი, მე არ ვარ ავტორიტეტი….

        და არც ბიბლიაა?

        არ გამოგველევა :)))))))

        ბიალეტი ვიქენდის ამბავია, როცა არ გარბიხარ 🙂

        Like

      2. 15 წუთით ადრე უნდა გაიღვიძო და ეგაა 🙂 ან საღამოს შეიძლება. მე გვიან ღამითაც კი ვსვამ ყავას. 🙂

        ისე, ბიალეტი უფრო იოლია, ვიდრე მანქანა. მანქანა სწრაფად ამზადებს მაგრამ მერე დაშლა და რეცხვა უნდა 🙂
        ამის დაშლა-აწყობა კი იოლია.

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: