შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც.  ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

გაგიკვირდებათ და ახლა, როცა წერილი ჯერ იმეილმა ჩაანაცვლა, შემდეგ ესემესმა და ბოლოს – მესინჯერმა, ვაიბერმა და ვოთსაფმა, ისევ ვაგზავნი მისალოც საფოსტო ბარათებს. ოღონდ უკვე არა საახალწლოდ, არამედ – საშობაოდ. არა რუსთავსა და სამტრედიაში – ოკეანგაღმა და კიდევ ევროპის რამდენიმე ქალაქში. 15 დეკემბერს ვაგზავნი ხოლმე. და 8-10 დღეში ჩადის. ევროპაშიც ასე ჩადის და ამერიკაშიც. პრაქტიკულად ერთხელაც არ დაუგვიანია… ამ რამდენიმე წლის წინ დიდთოვლობა რომ იყო და ბევრი აეროპორტი დაიკეტა, აი, მაშინ დაუგვიანდა მხოლოდ.

დიდი ზარმაცი ვინმე ვარ. კალიგრაფიაც ისეთი მაქვს – ბატს შეაშინებს, მაგრამ მისალოცი ბარათების დაგზავნის ეს “დრომოჭმული” ტრადიცია ვერ გადავაგდე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

მახსოვს, მომავალ წლამდე რომ დაგემშვიდობეთ, მაგრამ შემომეწერა. Smile

აქვე ჩემი მეგობრისა და კარგი ბლოგერის (რომელსაც ერთი ნაკლი აქვს – არასწორ პლატფორმაზე უზის ბლოგი), ერმონიას ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაწეროთ და გააგზავნოთ წერილი. Winking smile

ბარათებს კი “კოჩინელასას” ვყიდულობ.

Advertisements

7 thoughts on “შობას იგებ, როცა…

  1. მეც ვაგზავნი ღია ბარათებს, ძირითადად – კორპორატიულს და კლიენტებს ვულოცავთ ხოლმე. 🙂 ამას ბევრი ფირმა აკეთებს საქართველოში, მაგრამ პირად ბარათებს, მართალი ხარ, იშვიათად ვაგზავნით ხოლმე.

    Like

    • მეც კორპორატიული მილოცვების გაგზავნით დავიწყე. 🙂 ახლო წარსულს ვგულისხმობ.
      მერე პირადზეც გადავედი 🙂

      Like

  2. მე მგონია, რომ ძვირფასი ჩვევაა 🙂 პირდაპირი მნიშვნელობით 🙂
    არ ვიცი, შეიძლება იმიტომ , რომ მსგავს რაღაცეებს მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

    Liked by 1 person

  3. ძვირფასი ტრადიციაა, რახან ადამიანურ ყურადღებაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია.
    პატეთიკურად გამომივიდა, მაგრამ გულწრფელად დავწერე.

    Liked by 1 person

  4. ტრადიციად ქცეულა ეგ ჩვევა. მეც მომწერე რა მომავალ შობას, რამდენიხანია წერილიც კი არ მიმიღია. არის რაღაც რომანტიული ამაში

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s