ძაღლი, ნიანგი, ლევ ტოლსტოი და მათი მეგობრები

აქა ამბავი თეთრი ბიგლის და მწვანე ნიანგის დაძმობილებისა.

Snoopy & Belleიცით თუ არა, ვინ არის სნუფი? ბიგლის ჯიშის ძაღლია. ამერიკელი კარტუნისტის, ჩარლზ შულცის (Charles M. Schulz) პოპულარული კომიქსის Peanuts-ის გმირი. მართალია, 1950 წელს დაიბადა და პატარა აღარ ეთქმის, მაგრამ მაინც ლეკვია. და როგორც ყველა ლეკვს შეეფერება – ძალიან ანცი და მხიარული. 2010-ში 60 წლის იუბილეც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. დღესასწაულის ანიმატორობა იაპონელმა დიზაინერმა, ჰაიატო კოჰამამ (Hayato Kohama) ითავა, რომელმაც 15 სხვადასხვა კომპანიას სთხოვა კარგი რამე-რუმეების შექმნა სნუფისა და მისი მეგობრების თემაზე. მათ შორის იყო Lacoste-იც.

Peanuts 60 Hayato Kohama

Peanuts x Lacoste 60 Snoopy

Peanuts x Lacoste -60Peanuts x Lacoste 60

უნდა ითქვას, რომ სნუფი გვარიანი ჭინჭის კაცია… კიარადა ჭინჭის ძაღლი. 1984 წელს, Peanuts-ის 35 წლის იუბილის აღსანიშნავად მისთვისა და მისი დის, ბელისთვის ტანსაცმლის კოლექციები შექმნეს: Gianni Versace-მ, Gucci-მ, Oscar de la Renta-მ, L.L. Bean-მა, Missoni-მ, Fendi-მ და Paco Rabanne-მა.

წელს კომიქსის გმირებს 65 წელი შეუსრულდათ. სნუფისა და ბელის სამოსზე ამჯერად იზრუნეს მოდის სახლებმა: Calvin Klein, DKNY, Kenneth Cole, Anna Sui, DVF, Isabel Marant, Emanuel Ungaro, Dsquared2, Isaac Mizrahi, Swarovski… ცხადია, ვერც ძველი მეგობარი, “ლაკოსტი” დარჩებოდა განზე.

კოლექცია Peanuts x Lacoste 2015 ძალიან მხიარული გამოვიდა.

Peanuts x Lacoste 65Peanuts x Lacoste -65 Peanuts x Lacoste- 65Peanuts x Lacoste-65Peanuts x Lacoste 2015 SnoopyPeanuts x Lacoste 2015 PoloPeanuts x Lacoste 2015 -PoloPeanuts x Lacoste Polo 2015Peanuts x Lacoste 2015 Fall

კომიქსი ჩვენთან ახალი ხილია და არც პოპულარულია დიდად. ამერიკასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი დიდი საქმეა. Peanuts კლასიკური, ოდნავ ნოსტალგიური საბავშვო კომიქსია – მაგნეტოების, ვოლვერმენების, ბეტმენებისა და ავტობოტების გარეშე. ახლახან სნუფის ვარსკვლავმა ჰოლივუდის დიდების ბულვარი დაამშვენა, მიქი მაუსისა და ბაგზ ბანის ვარსკვლავების მახლობლად, მისი შემქმნელის, ჩარლზ შულცის ვარსკვლავის გვერდით. სნუფის გასართობი პარკიც აქვს, დისნეილენდის მაგვარი. თან – არაერთი. და – არამხოლოდ ამერიკაში. ის ამერიკის კოსმოსური პროგრამის, აპოლოს თილისმა და ყველა ასტრონავტისა და კოსმონავტის საუკეთესო მეგობარია… ახლა, კაცმა რომ თქვას, კომიქსის მთავარი გმირი ვითომ არა სნუფი, არამედ მისი პატრონი – ჩარლი ბრაუნია…

მაგრამ ბავშვებს სნუფი უფრო უყვართ.

დიდებსაც.

დიზაინერებსაც.

და ნიანგიც სნუფისთან ერთად აშკარად უფრო კარგად გაერთო.

თავად სნუფის კი ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” უყვარს. აგერ უკვე 65 წელია კითხულობს – დღეში თითო სიტყვას. Smile არ ვიცი, რომელ თავზეა მისული, მაგრამ ჩემზე მეტი კი ექნება უკვე წაკითხული. Smile Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Peanuts x Lacoste 2015 წლის შემოდგომის კოლექცია.

კომიქსები Peanuts: სნუფი და მისი მეგობრები.

ფილმი: The Peanuts Movie (ქართულად)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ძაღლი, ნიანგი, ლევ ტოლსტოი და მათი მეგობრები”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: