ქალი იცის მან…

…ქუხნაში! და სუნამოს ახალ სერიას წარმოგვიდგენს.

Fresh

ქართველ მამაკაცებს მოეწონებათ. Smile ეჭვი მაქვს, საშობაო-სასაჩუქრე ჰიტიც გახდება. Smile

Fresh 1Moschino Fresh Linda

სარეკლამო კამპანიის სახე ლინდა ევანჯელისთაა, ფოტოგრაფი – სთივენ მაიზელი, იდეის ავტორი კი – ჯერემი სქოთი (Jeremy Scott), Moschino-ს შემოქმედებითი დირექტორი.

მისი საყვარელი რეჟისორი უოლთ დიზნია, საყვარელი ფერი – ცისარტყელა, საყვარელ რესტორნად მაქდონალდსს ასახელებს, საყვარელ კერძად კი – შემწვარ კარტოფილსა (ფრენჩ ფრაისს) და პიცას. ამ სუნამოთი აგრძელებს უჩვეულო ფლაკონებში მოთავსებული სუნამოების სერიას, რომელიც სათამაშო დათუნია Toy-თი დაიწყო. იტალიური მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი მზადაა ყველაფერი, რაც მის თვალსაწიერში მოხვდება, ფეშენ-აქსესუარად აქციოს. ის გატაცებულია პოპ-არტით და თანამედროვე მოდის ენდი უორჰოლია. არ გამიკვირდება, თუ მომავალში ჩვენ ვიხილავთ სუნამოს ლუდის ბოთლებში, კეტჩუპის პაკეტებში, კონსერვის ქილებში  და ვინიცის კიდევ – სად. თუნდაც – ტუალეტის ქაღალდში. მას ეს შეუძლია!

Moschino-Toy-Isabeli Fontana

ამის მსგავსია ჯერემი სქოთის ტანსაცმლის კოლექციები, სადაც უამრავი ფერი და უჩვეულო პრინტებია. სადაც დოლჩესა და გაბანას ინსპირაცია ძველი რომი და ბიზანტიური ფრესკებია, ჯერემი სქოთი ანიმაციური პერსონაჟებითაა შთაგონებული. ბოლო კოლექცია კი, სულაც, თოჯინა ბარბის მიუძღვნა –  ამერიკელია მაინც და ვერც იტალიურად საუბრობს, მაგრამ საუბრობს “მოსკინოურად”. და ძალიან კარგად მოერგო ამ ბრენდს.

Jeremy Scott

Moschino ახალგაზრდა მოდის სახლია. ფრანკო მოსკინომ (Franco Moschino) დააფუძნა 1983 წელს. ინოვაცია, თამამი გადაწყვეტები, ფერთა აფეთქება და იუმორი იტალიელი დიზაინერის საფირმო ნიშანი იყო. მას ჟან-პოლ გოტიეს ადარებდნენ, ფრანგული და მსოფლიო მოდის Enfant terrible-ს. ფრანკო მოსკინო 44 წლისა გარდაიცვალა. სახლს სათავეში მისი მოწაფე და პარტნიორი, როზელა ჯარდინი ჩაუდგა, ორი წლის წინ კი ასპარეზი ჯერემი სქოთს დაუთმო. გალტიე, რომელიც კარგად იცნობდა მოსკინოს და ამ ორს, მეგობრობასთან ერთად, იდეათა თანხვედრა და ნოვატორობა აერთიანებდა, აღფრთოვანებას ვერ მალავს ჯერემი სქოთის ნამუშევრებით. ესაა სწორედ, რასაც ფრანკო ისურვებდა – ამბობს გოტიე.

“მოსკინო” ყოველთვის იყო პოპ-ვარსკვლავების რჩეული. განსაკუთრებით იმ ვარსკვლავების, ვინც სიახლეს, სითამამეს, ზოგჯერ – ეპატაჟს ეძებს. სახლი თანამშრომლობდა მადონასთან, დღეს კი კლიენტებს შორის არიან ლედი გაგა და მაილი საირუსი.

ტრადიცია – გრძელდება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

11 thoughts on “ქალი იცის მან…”

  1. ამ ბრენდის სახელი დღემდე მე ვიცოდი როგორც “მოშინო”. 🙂
    რაკი ამბობ, რომ “მოსკინოა” გენდობი, თუმცა ქართულად “მოსკინო” ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევს. 🙂 მოსკინო, მოსფილმი. ამიტომ, შენი ნებართვით, ისევ “მოშინოს” დავუძახებ. 🙂

    Like

    1. არადა ესაა იშვიათი შემთხვევა, როცა რუსები არ ამახინჯებენ გვარს და მოსკინოს ამბობენ 🙂
      თუ ინგლისურად კითხულობ მაშინ მოსჩინო :)) ფრანგი რომ იყოს იქნებოდა მოშინო.
      მაგრამ Ch იტალიურში არის კ.

      მაგათი სუნამო მქონდა ადრე Uomo. დიდი ვერაფერი. ფრეში, მაგრამ ძაან ბეზიქ არომატით.

      Like

      1. კითხვის ნიშანი გამოგრჩა. Moschino UOMO? ქვია მაგ სუნამოს. მამაკაცისაა, მაგრამ უნისექსია, ამიტომ აქვს კითხვის ნიშანი. 🙂

        Toy-ს არომატი არ მომეწონა. Fresh ჯერ არ მინახავს, მაგრამ Moschino-ს გამორჩეულად კარგი სუნამო არ მახსენდება. ფლაკონი, შეფუთვა და რეკლამა მნიშვნელოვანია, მაგრამ არომატია მთავარი.

        Liked by 1 person

  2. ვა, რა მაგარი იდეაა 🙂
    ისე ამ ბრენდზე დიდად არ ვარ გადარეული, რომ არ მოგატყუო, თუმცა ეს პროდუქტი მართლა კარგია. (ბოთლის იდეას ვგულისხობ, სურნელი არც ვიცი როგორია).

    Like

    1. როგორი სურნელიც არ უნდა ჰქონდეს, ეს საშენო სუნამოა. 🙂
      აი, სახლის გლამურულ დალაგებას რომ დაიწყებ, დაისხამ ხოლმე. ან სულაც მაგით გაწმენდ შუშებს. 🙂

      Like

      1. :)))))) ვაიმე აი რა უმოწყალოდ მეკაიფები ამ გლამურზე, არადა რატომ, რა დავაშავე ასეთი გლამურული აზრზე არ ვარ :)) გადასარევად გლეხურად ვალაგებ ხოლმე სახლს.
        ახლა უცბათ წარმოვიდგინე ჩემი ქმრის რეაქცია, რომ დამინახოს რომ მაგისი ნაჩუქარი სუნამოთი ფანჯრებს ვწმენდ :)))))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: