ლაქები… ლაქები ევრივეა

ადრე ერთი პოსტი მქონდა, თუ როგორ მოვუაროთ ზამშის ფეხსაცმელს. მზე-ქარ-წვიმა-მონაცვლე დღეებში, სწორედ ისეთში, ახლა რომ გვიდგას, თავადაც მახსენდება ხოლმე ის ჩემი პოსტი.

მაგრამ ზამშის ფეხსაცმელის გარდა, კიდევ ბევრია ჩვენს გარდერობში მოსაფრთხილებელი. მოდი, ვნახოთ, თუ რა მატერიას რა ტიპის მოვლა სჭირდება.

ტყავი

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მდიდრული, ეფექტური და ძვირფასი მასალა, რომელიც თან საკმაოდ გამძლე და ძნელად ფუჭებადია (თუ კარგი ხარისხისაა, რასაკვირველია), მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძნელად მოსაქრისტიანებელი, თუკი დაითხვარა და დალაქავდა.

ტყავისთვის კატეგორიულად მიუღებელია: ხეხვა, ფხეკვა, სრესვა, ჯაგრისითა თუ სველი ტილოთი წმენდა. საპონსა და მსგავს სარეცხ საშუალებებზე – არც არაფერს ვამბობ. მსუბუქი ჭუჭყი უნდა მოაშოროთ რბილი და მშრალი ნაჭრით. საშუალო სიმკვეთრის ლაქებს კარგად უვლის სპეციალური ტყავის საწმენდი სპრეი/შამპუნი/ლოსიონი (სუპერ-მარკეტებში იყიდება, მე პირადად Erdal-ის პროდუქციას ვიყენებ). თუკი არ ეშველა – მაშინ ქიმწმენდას უნდა მიმართოთ.

ჯინსი

ჯინსზე წინა პოსტშიც დავწერე. ის კარგად იტანს წყალში გავლებასა და ამოვლებას. ჯაგრისის მიხმარებაც შეიძლება. რაც ეხება სარეცხ მანქანას, ჯინსი უნდა გარეცხოთ დაბალ ტემპერატურაზე გამოხარშვის გარეშე. რა თქმა უნდა, ჯინსი ძალიან გამძლე ქსოვილია, მაგრამ ის ყველაზე გემრიელად თქვენს ტანზე იხეხება და არა სარეცხ მანქანაში. გარეცხვის შემდეგ სასურველია აივანზე გაკიდოთ და ჰაერზე გააშროთ ბუნებრივად და არა – საშრობში.

შალი

თანამედროვე სარეცხის მანქანებს აქვთ შალის რეცხვის რეჟიმი, მაგრამ შალი მაინც ხელით რეცხვას ითხოვს, საგანგებოდ შალისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით. რიგ შემთხვევაში კი – ქიმწმენდას. თუ მაინცდამაინც სარეცხ მანქანაში გარეცხავთ – გაშრობით მაინც ბუნებრივად, ჰაერზე უნდა გააშროთ. 

აბრეშუმი

შალის მსგავსად დღეს ბევრი სარეცხის მანქანა ამტკიცებს, რომ აბრეშუმის რეცხვა შეუძლია, მაგრამ თუ თავად აბრეშუმის ქსოვილი მარკირებულია, როგორც ქიმწმენდაში წასაღები – სჯობს ამ მარკირებას ენდოთ. თუ მარკირება სახლში რეცხვის ნებას გრთავთ – მაქსიმალური სიფრთხილითა და მხოლოდ თბილ წყალში.

დაბოლოს, ის, რაც საქართველოში ყველამ იცის. Smile 

1. რაც უფრო ცხელია წყალი, მით უკეთესად რეცხავს.

2. რაც მეტ სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, მით უკეთესი.

ასეა? არა. არ არის ასე!

ცხელი წყალი ქსოვილს აზიანებს, თანამედროვე სარეცხი საშუალება კი ცივ წყალშიც ისევე კარგად იხსნება და “მუშაობს”, როგორც – ცხელში.

ჭარბი რაოდენობით სარეცხის ფხვნილი მხოლოდ ბევრ ქაფს ქმნის და რეცხვის პროცესს აბრკოლებს.

და დაკარგული წინდაც, სხვათა შორის, სულაც არ არის სარეცხი მანქანის ღმერთისთვის შეწირული აუცილებელი მსხვერპლი, რომ კარგად გარეცხოს. Winking smile დოლურის უკან/ქვემოთ მოძებნეთ. შორს არ წავიდოდა – იქ იქნება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ლაქები… ლაქები ევრივეა”

  1. ერთი კრემისფერი ტყავის ლაბადა მაქვს და აი ეგ არის ჩემი ტკივილი. იმ დღეს გადმოვიღე და უკვე უთავმოყვარეობაღა იქნებოდა იმის ჩაცმა, ისეთ დღეშია, შევკიდე უკან. არადა ძაან ნაზია, თხელი და დიდი სიფრთხილით უნდა გაწმენდა, უნდა მოვიარო ერთი მაღაზიები და ვუყიდო ეს სპრეი.
    ზამშე – მეორე საზრუნავი. ახლა გადავიკითხე შენი ძველი პოსტი და ზუსტადაც რომ დროულად. არადა ისე მომწონს და მიყვარს ზამშის ფეხსაცმელები, რომ ვერაფრით ველევი.
    რაც შეეხება სარეცხი ფხვნილის თემას, აი როგორ ზუსტად დაწერე რა. ვერაფრით ვუხსნი ხალხს რომ არაა საჭირო 2 კილო ფხვნილის ჩაქუხება იმისათვის, რომ შედეგი მიიღო. პირიქით, ბევრი ფხვნილის გავლებას მანქანა ვეღარ აუდის, ტანსაცმელზე რჩება და თუ მუქია სამოსი, ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება. ბოლო პერიოდში დავიწყე ხელით რეცხვა, აქამდე ძალიან ზარმაცი ვიყავი და სანამ ყველა ძვირფასი ტანსაცმელი მანქანამ კარგად არ დამიწლარწა, ვერ მოვედი აზრზე, რომ საქმეში ფანტაზია და მარჯვე ხელები გამეშვა. ახლა მგონი სწორ გზას ვადგავარ.
    მადლობა სასარგებლო რჩევებისთვის ❤

    Liked by 1 person

    1. კარგი საშუალებები აქვს ერდალს. ფეხსაცმლისთვისაც კარგი კრემებია და ტყავეულისთვისაც კარგია.
      ქიმწმწმენდას არ ენდობი? 🙂 ტყავი არ მიმიტანია და ისე შალის კოსტიმი და რამე კი და რავი. კარგად ამუშავებენ. ნუ მე აქ საბურთალოზე ვამბობ, მაგრამ სხვაგანაც იქნება სანდო ქიმწმენდა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: