ახალს და ორიგინალურს არაფერს ვიტყვი – კინომუსიკა ამოუწურავი თემაა. ამიტომ აქ მხოლოდ ფილმებში ჩართულ მუსიკალურ ეპიზოდებზე დავწერ. მუსიკა როგორც ფილმი-ფილმში. გაკლიპული კინომუსიკა.
დავიწყოთ, როგორც წესი და რიგია, კინოკლასიკით. და ქრონოლოგიაც ხელს გვიწყობს.
ფილმი: Some Like It Hot by Billy Wilder, 1959
მუსიკა: I Wanna Be Loved By You by Marilyn Monroe
❤
ესაა ჩემი კომენტარი.
ფილმი: The Jungle Book by Wolfgang Reitherman, 1967
მუსიკა: I Wanna Be Like You by Louis Prima and Phil Harris
ანიმაციაა, მაგრამ ამის გამოტოვება არ შემეძლო. ფილმი ყველასთვის ცნობილი წიგნის მოტივებზე. პროდიუსერი უოლთ დიზნია და ეს მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა – გადაღების დროს გარდაიცვალა.
ფილმი: Il bisbetico domato by Castellano & Pipolo, 1980
მუსიკა: Fiori e fantasia by Adriano Celentano
კინაღამ დავწერე, ეს ფილმი ყველას გეცოდინებათ-მეთქი… მაგრამ “ილუზიონის თაობას” უთუოდ ნანახი აქვთ და სხვებს – არ ვიცი. არადა, მშვენიერი კომედიაა. ალბათ, საუკეთესოც ჩელენტანოს ფილმებიდან (“ბლეფის” შემდეგ და სადღაც, “სერაფინოს” მახლობლად).
ფილმი: 9 1/2 Weeks by Adrian Lyne, 1986
მუსიკა: You Can Leave Your Hat On by Joe Cocker
აბა ამ სცენის გარეშე როგორ იქნებოდა!
ფილმი: Beetlejuice by Tim Burton, 1988
მუსიკა: Day O (The Banana Boat Song) by Harry Belafonte
გენიალური კომედია, სადაც რამდენიმე არაჩვეულებრივი მუსიკალური ეპიზოდია, მაგრამ ეს, იმჰო, ნამდვილი სასწაულია. მსახიობებს დიდი პლუსი. რეჟისორსაც.
ფილმი: Who Framed Roger Rabbit by Robert Zemeckis, 1988
მუსიკა: Why Don’t You Do Right by Amy Irving + Jessica Rabbit
არაჩვეულებრივი ფილმი შესანიშნავი მსახიობებითა და ანიმაციური პერსონაჟებით. ტექნოლოგიურად ინოვაციური, უზადოდ გადაღებული. უდავო შედევრია.
ფილმი: The Fabulous Baker Boys by Steve Kloves, 1989
მუსიკა: Makin’ Whoopee by Michelle Pfeiffer
(მელო)დრამა ორ ძმაზე, რომელთაც ერთი ქალი უყვართ. ვერც გაამტყუნებ, როცა ეს ქალი მიშელ ფაიფერია. ფილმი არ მინახავს.
ფილმი: Dick Tracy by Warren Beatty, 1990
მუსიკა: More by Madonna
უამრავი უდიდესი მსახიობი ერთ ფილმში. არაჩვეულებრივი განგსტერული კომიქსია. თუ ნანახი არ გაქვთ – გირჩევთ.
ფილმი: The Mask by Chuck Russell, 1994
მუსიკა: Hey Pachuco by Royal Crown Revue + Jim Carrey & Cameron Diaz
ფილმი: The Mask by Chuck Russell, 1994
მუსიკა: Cuban Pete by Jim Carrey
ორი სცენა ერთი ფილმიდან. მეორეს ავირჩევდი, პირველში დიასი რომ არ იყოს. ამიტომ ვტოვებ ორთავეს.
ფილმი: Pulp Fiction by Quentin Tarantino, 1994
მუსიკა: You Never Can Tell by Chuck Berry + John Travolta & Uma Thurman
აი ფილმი, ყველა საკუთარი თავის პატივმცემელმა კინომანმა რომ იცის. იცის კიარა, შესწავლილი აქვს და ციტატებად დაშლილი. ზეპირად და გამოთქმით. ეს ცეკვა ხომ ცალკე ფილმად ღირს.
ფილმი: From Dusk till Dawn by Robert Rodriguez, 1996
მუსიკა: After Dark by Tito & Tarantula + Salma Hayek
ოჰ, სელმა… სელმა…
ფილმი: The Fifth Element by Luc Besson, 1997
მუსიკა: Il dolce suono (The Diva Dance) by Inva Mula
სულისშემძვრელი სცენაა.
ფილმი: Death Proof by Quentin Tarantino, 2007
მუსიკა: Down in Mexico by The Coasters + Vanessa Ferlito
თუ სელმა “ოჰ” იყო, აქ რაღა ვთქვა, არც ვიცი…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ზემეკისის ფილმიდან მარტო ეგ სიმღერა მაქვს ნანახი 🙂 არც დიკ ტრეისი მინახავს.
LikeLike
ახლა მაგ საქციელისთვის რომ შეგაქო, ხომ არ ვიქნები გულწრფელი? 🙂 ამიტომ არაფერს გეტყვი.
LikeLike